Get All Access for $5/mo

ლიდერი უნდა იყოს ... არსებობს თუ არა ლიდერად ჩამოყალიბების მზა ფორმულა?!

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

ვფიქრობ, ლიდერი ყველა ჩვენგანში არსებობს. მთავარია, მისთვის თავისუფლების მიცემის არ შეგვეშინდეს. რთულია, ვისაუბროთ ერთ კონკრეტულ რეცეპტზე, რომელიც ადამიანს ლიდერად აყალიბებს. ალბათ, გადამწყვეტი სხვადასხვა გარემოების ერთობლიობაა, თუმცა არსებობს საერთო ნიშანი, რომელიც ყველა ლიდერის ისტორიაშია. საბოლოო ჯამში, ყველა მათგანის ცხოვრებაში არსებობდა და არსებობს გარდამტეხი მომენტი, რომელსაც, თუ გნებავთ, "იძულება" დავარქვათ. ჩემთვის ლიდერი ყველა ის ადამიანია, რომელიც დინების საწინააღმდეგოდ მიდის და თავის თუნდაც მცირერიცხოვან სოციუმში დამკვიდრებულ სტერეოტიპებს ანგრევს. ჩემთვის ლიდერები იყვნენ ის ქალებიც, რომლებიც გასულ საუკუნეში ჩვენს საზოგადოებაში ქალების ირგვლივ შექმნილ სტერეოტიპებს ეწინააღმდეგებოდნენ.

ჩემი აზრით, არ არსებობს ლიდერობის არავითარი მზა ფორმულა და ყველას თავისი განსხვავებული გზა აქვს გასავლელი. ლიდერობა ადამიანის თვისებაა, რომლის შვილებში გამოვლენასაც, ჩემი აზრით, ყველა მშობელმა ძალიან პატარა ასაკიდანვე უნდა შეუწყოს ხელი.

ალბათ ჯერ ძალიან ადრეა ვისაუბრო საკუთარ თავზე, როგორც ლიდერზე, მაგრამ ნამდვილად დამჭირდა გამბედაობა, შევჭიდებოდი საქმეს, რომელსაც ჩემ გარშემო არავინ აღიქვამდა სერიოზულად.

ჩემს შემთხვევაში ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი არსებობდა:

1. საკუთარი საქმის დაწყებამდე, მე საქმიანობის სრულიად განსხვავებულ სფეროებთან ვიყავი ასოცირებული. სოციუმს კი ადამიანებზე იარლიყების მიკვრა უყვარს. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი საზოგადოების პრობლემა – ადამიანური თვისებაა. ომის შემდგომი ჰოლივუდი ამის ძალიან კარგი ილუსტრაციაა. პროდიუსერები და შესაბამისად, ინდუსტრია მსახიობებს კონკრეტულ არქეტიპებად აყალიბებდნენ და პრაქტიკულად, ამ არქეტიპში ამწყვდევდნენ. არსებობდა ქალი-ვამპი (მარლენ დიტრიხი), ტექსასელი გმირი ვესტერნიდან (ჯონ უეინი), პატარა მაწანწალა (ჩარლი ჩაპლინი) და კიდევ მრავალი სხვა "კინოისტორიული" სახე. ამბობენ, მერილინ მონროს დეპრესიის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ სექს-ბომბის სტერეოტიპში ჩაკეტვაც კი იყო, რადგან ფსიქოანალიზითა და ფროიდით გატაცებულ მსახიობს მუდამ სურდა განსხვავებული – უფრო ინტელექტუალური როლების შესრულება.

2. სტარტაპები ჩვენში ძალიან ტენდენციური და პოპულარულია, მაგრამ სექტორი, რომელიც მე ავირჩიე, ჯერ პრაქტიკულად არ არსებობს საქართველოში. თავის მოვლის საშუალებების წარმოება აქ ჯერ ისევ კოსმეტოლოგების კრემებთან და შინაურ პირობებთან ასოცირდება. ამ მიმართულებით ქვეყანაში რეგულაციებიც კი ახლა ყალიბდება. მე კი გამოვხატე ამბიცია, საერთაშორისო ბრენდებისთვის გამეწია კონკურენცია და შესაბამისად, სტანდარტიც ძალიან მაღალი დამეწესებინა საკუთარი თავისა და ბიზნესისთვის. ჩემთვის ყველაზე რთული არა სახსრების მოძიება ან სრულიად უცხო სფეროს შესწავლა, არამედ სწორედ ამ ორი სტერეოტიპის შიშთან გამკლავება და მათი გადალახვა აღმოჩნდა. ალბათ, ყველა ლიდერის ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც საკუთარი შიშები უნდა გადალახოს და თუ ეს მოახერხა, შემდეგ მის გარშემო სოციუმიც დაიჯერებს, რომ მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს და მხარსაც დაუჭერს მას.

ქეთო გიორგობიანი

KÁSHKASH skincare-ის თანადამფუძნებელი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

სიახლეები

დევოპსი (DevOps) - მომავლის პროფესია

დევოპსი - კულტურის, პრაქტიკისა და გადაწყვეტილებების ის ნაკრებია, რომელიც ორგანიზაციებს გამორჩეულ მოქნილობასა და საკუთარი სერვისების მომხმარებლებისთვის სხარტად მიწოდების შესაძლებობას სძენს