Get All Access for $5/mo

ლიდერის გამოწვევა: როგორ უნდა მიაღწიოთ გუნდის ერთიანობას დისტანციური მუშაობისას სამი გზა, რომლითაც დისტანციური თანამშრომლები იგრძნობენ, რომ კომპანიის დიდი მიზნის შესრულებაში იღებენ მონაწილეობას

By ჯონ ბოიტნოტი

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Pixabay

ბოლო 15 წლის განმავლობაში შინიდან რეგულარული მუშაობის შემთხვევები 173 პროცენტით გაიზარდა. ეს 11 პროცენტით სწრაფად მოხდა, ვიდრე სხვა სამუშაო ძალის შემთხვევაში. ახლანდელი კრიზისი გაცილებით მეტ თანამშრომელს აიძულებს დისტანციურად იმუშაონ, და ამიტომ, შესაძლოა სამუშაო ძალა უფრო მეტად შეიცვალოს უახლოეს მომავალში. ვინ იცის, იქნებ ასეც მოხდეს, და ამის გამო მომავალში სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის გაცილებით ჯანსაღი ბალანსის შენარჩუნება გამარტივდეს.

დისტანციური სამუშაო მათთვისაც კი გახდა ხელმისაწვდომი, ვისაც წარსულში ამის შეზღუდული საშუალება ჰქონდა. მაგალითად, მშობლებისთვის, რომლებიც შინ იყვნენ და შვილებს უვლიდნენ, ან უნარშეზღუდულთათვის. დამტკიცდა, რომ შინიდან მუშაობის შესაძლებლობა სამუშაოთი კმაყოფილების გრძნობას ზრდის. ამიტომ, სულაც არ არის გასაკვირი, რომ სულ უფრო მეტი და მეტი დამსაქმებელი აძლევდა თანამშრომლებს დისტანციური მუშაობის უფლებას და იწონებდა კიდეც იქამდე, ვიდრე ჯანდაცვის კრიზისი დაიწყებოდა.

ყველა უპირატესობის მიუხედავად, თანამშრომელთა რაოდენობის გაზრდა, რომლებიც შინიდან ან დისტანციურად მუშაობენ, გარკვეული სახის რეალურ სირთულეებს უქმნის დამსაქმებლებს. მათგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, დისტანციურ ოფისებში ძლიერი საზოგადოებების შექმნა და მათი შენარჩუნებაა.

ერთსულოვანი გუნდი ეფექტური გუნდია, მაგრამ როგორ შეიძლება ასეთი ერთსულოვნების მიღწევა ამ რთულ პირობებში? როდესაც თქვენი თანამშრომლებიც ოფისში არ დადიან, როგორ უნდა ითანამშრომლოთ მათთან? როგორ უნდა გაუძლიეროთ მათ ლოიალობა კომპანიის მიმართ? როგორ უნდა შეძლოთ მათი სტიმულირება, და როგორ უნდა მოუწოდოთ პასუხისმგებლობისკენ? ქვემოთ რამდენიმე იდეას გაეცნობით, რომლებიც ერთიანი და ეფექტური დისტანციური გუნდის შექმნაში დაგეხმარებათ.

გონივრულად გამოიყენეთ საკომუნიკაციო პლატფორმები

იმისათვის, რომ თანამშრომლებს მთელი ყურადღება ჰქონდეთ გამახვილებული და მოტივირებულებიც იყვნენ, მათ განუწყვეტლივ უნდა შეახსენოთ, რომ ისინი ორი გუნდის შემადგენელი ნაწილები არიან − თავიანთი დეპარტამენტისა და მთელი კომპანიის. საჯარო აპლოდისმენტები ერთ-ერთი შესანიშნავი გზაა იმის დემონსტრირებისთვის, რომ მათი სამუშაო სათანადოდ შეფასდა. ეს აპლოდისმენტები გარკვეულ თანამშრომელს ან გუნდს უნდა ეძღვნებოდეს კონკრეტული მიღწევის გამო და ეს მთელმა კომპანიამ უნდა გაიგოს. ამან უნდა შეახსენოს, როგორც გარკვეულ თანამშრომლებს, ისე გუნდებს, რომ მათ სამუშაოს თავისი წვლილი შეაქვს კომპანიის მისიის შესრულებაში და კომპანიის წარმატებების შესახებ ყველას აქვს ინფორმაცია.

ასევე მნიშვნელოვანია, თქვენს ოფისში ყოველი გუნდისთვის ინდივიდუალური საკომუნიკაციო არხების არსებობა, იმის მიუხედავად, თუ რამდენად დიდია ან პატარა ეს გუნდი. კომპანიის შიგნით მყისიერი კავშირის (გზავნილების გაცვლით დაწყებული და ვიდეოზარებით დამთავრებული) რამდენიმე საკომუნიკაციო პლატფორმის შექმნის შესაძლებლობას Slack, Hipchat, Trillion და Zoom-სერვისები იძლევა.

მაგალითად, შეგიძლიათ მარკეტინგისთვის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ფინანსებისთვის შექმნათ არხები. თუ გვერდითი პროექტებიც გაქვთ შერეული გუნდების მონაწილეებით, შეგიძლიათ მათთვისაც იგივე გააკეთოთ. ეს სისტემა გუნდთან ურთიერთობის დამყარების საკითხსაც მოაწესრიგებს და ბევრად მარტივს გახდის შეკითხვებზე პასუხების მოძიებას.

ახლა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა აგრძნობინოთ თანამშრომლებს, რომ კომპანიის მისიას ასრულებენ და მისი ნაწილები არიან. გზავნილების მიმოცვლის არხებს ამაშიც შეუძლიათ თავიანთი როლის შესრულება. ყველა თანამშრომელთან ერთი დიდი სისტემის მეშვეობით ურთიერთობა შესაძლოა საკმაოდ რთული და დაძაბული იყოს. თანამშრომლები იმ შეტყობინებების იგნორირებას დაიწყებენ, რომლებიც მათ არ ეხებათ, რამაც შესაძლოა, საერთოდ ყველა შეტყობინების იგნორირება გამოიწვიოს.

მნიშვნელოვანი ინფორმაციის მისაღებად, მთელი კომპანიის საკომუნიკაციო არხები გადაინახეთ, რომლებიც მეტისმეტად არ უნდა გადატვირთოთ. ნაცვლად ამისა, ყოველკვირეული ვიდეოკონფერენციები სცადეთ, რომ აუცილებლობის შემთხვევაში ყველა გუნდს ჰქონდეს ერთმანეთისთვის მოსაზრებების გაზიარების, შეკითხვების დასმისა და პრობლემებზე მსჯელობის საშუალება.

გასართობადაც გამონახეთ დრო

როდესაც ჯგუფი ერთად, დისტანციურად მუშაობს, ადვილი შესაძლებელია ჩვევად იქცეს ურთიერთობის დამყარება მხოლოდ აუცილებელი ინფორმაციის გადასაცემად, რომელიც გარკვეულ პროექტს ან შეხვედრას ეხება. ასეთ შემთხვევაში, თქვენ და თქვენმა თანამშრომლებმა შესაძლოა საბოლოოდ მუშაობის ყოველდღიური სოციალური გამოცდილების შანსი გაუშვათ ხელიდან.

სოციალიზაცია მხოლოდ გუნდის ჩამოსაყალიბებლად კი არ არის მნიშვნელოვანი, არამედ ყოველი ცალკეული თანამშრომლის ცხოვრების ხარისხისთვისაცაა. მუსიკის გაზიარება ერთმანეთისთვის, ახლახან ნანახი ფილმების განხილვა, ან თუნდაც, ისეთი სისულელეზე სიცილი, როგორიც უახლესი ვიდეორგოლებია თხებზე, შესაძლოა სტრესის მოხსნის მართლაც გასაოცარი საშუალება გახდეს აქტიური სამუშაო დღის განმავლობაში. თუ ონლაინ საკომუნიკაციო არხები გაქვთ შესაბამის გუნდებთან დასაკავშირებლად ან თემებისთვის, ერთ-ერთი მათგანი გასართობად გამოიყენეთ, რომ თანამშრომლებმა შემოსვლა შეძლონ, როდესაც შესვენება სჭირდებათ, ან უბრალოდ, დალაპარაკება.

მომავლისთვის ჯგუფური ღონისძიების დაგეგმვა დაიწყეთ

ინტერნეტში გართობისა და სოციალური ურთიერთობებისთვის სივრცის შექმნამ შეიძლება გუნდებად ჩამოაყალიბოს ადამიანები, რომლებიც სინამდვილეში ერთმანეთს არასოდეს ხვდებიან. ამიტომ, დაგეგმვა დაიწყეთ, თუ როგორ უნდა გაატაროთ ყველამ ერთად დრო, როდესაც სოციალური დისტანცირების წესები შესუსტდება და შესაბამისი ტესტირება ყველგან ფართოდ დაინერგება.

ამის გაკეთება შესაძლოა სულაც არ იყოს მარტივი, რადგან ჯერ კიდევ არ გვაქვს საჭირო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა განხორციელდეს რეალურად ეს გეგმა. თუმცა, ცუდი არ იქნებოდა, მომავალი წლისთვის მთელი კომპანიის გალაკონცერტის ან გასვლითი შეკრების მოსაწყობად მუშაობის დაწყება. ეს შესაძლოა რაღაც განსაკუთრებული იყოს თითოეული თანამშრომლისთვის, და ნებისმიერი მოუთმენლად დაელოდოს იმ დროს, როდესაც გარეთ გასვლა ასე სახიფათო აღარ იქნება. ბოლოს და ბოლოს, ოფისში ერთიანობის გრძნობის შექმნა, ადამიანების საერთო გეგმებით, გართობითა და დადებითი განწყობით გაერთიანებას ნიშნავს.

Business News

საქართველოს უნივერსიტეტების ერთობლივი განცხადება

"მიუღებელია, რომ აკადემიური პერსონალის ზოგიერთი წარმომადგენელი უარს აცხადებს საკუთარი მოვალეობის შესრულებაზე"

მარკეტინგი

რა დავარქვა ჩემს კომპანიას?

ნუ დაარქმევთ კომპანიას თქვენს, ან თქვენი ოჯახის წევრების სახელებს