Get All Access for $5/mo

მარცხი მაშინ არის მოსალოდნელი, როდესაც კარგი ლიდერი არ ხარ როდესაც საქმე ბიზნესსა და სტრატეგიებს, და ამ სფეროში დაკავებულ ადამიანებს ეხება, მომავლის გეგმების განხორციელების გზაზე მარცხის გზა ერთ-ერთია

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur

როდესაც საქმე ბიზნესსა და სტრატეგიებს, და ამ სფეროში დაკავებულ ადამიანებს ეხება, მომავლის გეგმების განხორციელების გზაზე მარცხის გზა ერთ-ერთია. თუმცა "წარუმატებლობა არ უნდა იქცეს არჩევანად", – ეს სიტყვები ჯინ კრანცს ეკუთვნის.

მაგრამ ისმის შეკითხვა: ნუთუ საკუთარ შეცდომაზე არ ვსწავლობთ?! ან ნუთუ სწორედ მარცხი არ გამხდარა ბევრი პროფესიულად შემდგარი ადამიანის წარმატების საწინდარი?!

ნამდვილად გამხდარა. ყველას უყვარს სხვების წარუმატებლობებზე ისტორიების მოსმენა – ისინი ხომ კარგი მოტივატორები და მასწავლებლები არიან. თუმცა, როდესაც საქმე საკუთარ ბიზნესზე მიდგება, მარცხი არავისთვისაა სასურველი – იქნება ეს პატარა სტარტაპი თუ მილიარდიანი კომპანია.

გორდონ ტრედგოლდმა (Gordon Tredgold) უკვე 20 წელია მოირგო ტრანსფორმაციული ლიდერის როლი. იგი მიჩნეულია ერთ-ერთ საუკეთესო სპიკერად და ლიდერად. ჩემთვის პატივია, რომ სწორედ მას ვესაუბრე თავის საქმიანობაზე.

როდესაც საქმე ეხება ლიდერობას, ვერავის იპოვით გორდონზე უფრო კვალიფიციურს, რომელიც გაგიმარტავთ ლიდერის როლს საკუთარ თანამშრომლებთან ერთად წარმატებული ბიზნესმოდელის შექმნაში. ქვემოთ მოცემულია ტრედგოლდის მიერ შემუშავებული ლიდერის სამი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვალეობა და წარმატების სტაბილურად შენარჩუნების გზები, რომლებიც მარცხს თავიდან აგვაცილებს.

აგრძნობინეთ თანამშრომლებს თავი წარმატებულად

ლიდერის ყველაზე დიდი როლი ის გახლავთ, რომ ხალხს თავი მუდმივად წარმატებულად აგრძნობინოს როგორც შინ, ისე სამსახურში. ტრედგოლდის აზრით, ინდივიდი თავს წარმატებულად მაშინ მიიჩნევს, როდესაც თავად არის რაღაცის შემოქმედი, მუდმივად დგას გამოწვევების წინაშე და ამასთანავე, ახერხებს იზრუნოს პირადი ცხოვრების სრულყოფაზე.

ლიდერი მუდმივად უნდა იყოს მომართული, რომ საკუთარი თანამშრომლის გონება მაქსიმალურად შორს იყოს მარცხზე ფიქრისგან. წარუმატებელი ბიზნესების 77%-მა სწორედ მაშინ განიცადა კრახი, როდესაც მათმა ხელმძღვანელმა გადაკვრით მაინც გააჟღერა მოსალოდნელი მარცხის შესახებ.

ნამდვილ ლიდერს კარგად აქვს გათავისებული თითოეული თანამშრომლის როლი და პასუხისმგებლობა. გულახდილად რომ ვთქვათ, ასეთი მარტივი რომ ყოფილიყო წარმატებისკენ სვლა, რაღა საჭირო იქნებოდა წინამძღოლის ყოლა?! დიახ, სწორედ რომ კარგი ლიდერი ამარაგებს თავის კოლეგებს ყველა იმ საჭირო რესურსით, რომელიც ნებისმიერ საქმეში წარმატებისთვისაა აუცილებელი.

ბიზნესს წარუმატებლობის მოლოდინით არავინ იწყებს. ამ სტადიაზე, მარცხზე გაფიქრებაც კი გაშინებს, თუმცა სწორედ ლიდერული უნარებით არის შესაძლებელი თავიდან ავიცილოთ ჩვენი "ნავის ჩაძირვა" და განვაგრძოთ სწორი კურსით სვლა.

იმისათვის, რომ წარმატებას მიაღწიოთ, მნიშვნელოვანია იქცეთ როლურ მოდელად თქვენი თანამშრომლებისა და იმ პირებისთვის, რომლებსაც თქვენს ბიზნესზე აქვთ გავლენა. დაანახეთ, რამხელა მნიშვნელობა აქვს გამბედაობასა და რთული გადაწყვეტილებების მიღების უნარს, რასაც, თავის მხრივ, მოაქვს უფრო მეტი პროდუქტიულობა და შემოსავალი. თქვენ ხართ მაგალითი საკუთარი კოლეგებისთვის – თქვენი ქმედებები მათზე პირდაპირ აისახება, ასე რომ, აჩვენეთ საკუთარი წარმატებული საქმიანობა.

დასახეთ მკაფიო გეგმა

არავის უყვარს იმ ადამიანის დაქვემდებარებაში მუშაობა, რომელიც თავად არ ემორჩილება ბიზნესის დაფუძნებისას განსაზღვრულ სტანდარტსა და წესებს. პერსპექტივები, სტრატეგიები და საბოლოო მიზნები შესაძლოა შეიცვალოს, თუმცა თუ ყველაფერში მერყეობას გამოავლენთ, მაშინ ამან შეიძლება თქვენი ბიზნესიცა და თანამშრომლებიც დასახული მიზნის მიღწევისას შეაფერხოს.

ამ დროს, ეფექტური კომუნიკაცია გადამწყვეტ როლს ასრულებს. როცა საკუთარ კოლეგებს თქვენს ხედვას აცნობთ, ამით თითქოს მასზე საკუთრების უფლებასაც უზიარებთ. აძლევთ წვდომას თქვენს იდეებსა და ფიქრებზე, რითაც ამზადებთ საფუძველს მათ გასახორციელებლად.

კომუნიკაცია ხელს უწყობს გუნდში ურთიერთპატივისცემის გაღვივებასა და ზრდას, ამ ფაქტორების ტანდემი კი შლის ყველანაირ დაბრკოლებას თქვენი ბიზნესის წარმატების გზაზე. რა მოხდება, თუ შეცვლით თქვენს გეგმებს სხვებისთვის შეუტყობინებლად? ეს გამოიწვევს დროის ფუჭად დაკარგვას, რადგან თქვენი გუნდი მთელი ის პერიოდი სხვა რამეზე იმუშავებს. ამასთან ერთად, შუა პროცესის დროს მაინც მოგიწევთ ახსნა, თუ რის გაკეთებას ცდილობთ.

ხალხი უნდა გენდობოდეთ. მალე გაიაზრებთ, რომ ადამიანებს სურთ ისეთი წინამძღოლი, რომელიც ითვალისწინებს მათ საჭიროებებს, საერთო საქმეს ენთუზიაზმით ემსახურება და აქვს სიმამაცე, გაუმკლავდეს წინასწარ გათვლილ რისკებს.

"აღზარდეთ" თანამშრომლები ისე, რომ დამოუკიდებლად შეძლონ უკეთ მუშაობა

ლიდერს შეუძლია "აღზარდოს" თანაშრომლები ისე, რომ ბოლოს დამოუკიდებლად შეძლონ მუშაობა. "ლიდერობა არ ნიშნავს, რომ მათ მთელი ცხოვრების განმავლობაში უნდა ასწავლოთ. მხოლოდ იქამდე გააგრძელეთ, სანამ დარწმუნებული არ იქნებით, რომ მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ საქმის ხარისხიანად კეთება", – აღნიშნავს ტრედგოლდი.

მოტივაცია, ენერგიით დამუხტვა, საუკეთესო გზაა გაუღრმავოთ თანამშრომლებს საკუთარი თავის რწმენა და აგრძნობინოთ თქვენი ნდობა და მხარდაჭერა. ეს მათ განუმტკიცებს თავდაჯერებულობას, რომ სწორ გზას ადგანან და თავიანთ მოვალეობებს კარგად ასრულებენ. ამ ყველაფრის გულწრფელად კეთება და თანამშრომლების გაძლიერება გახლავთ სწორედ ლიდერობის ნადვილი ხელოვნება.

იმიტომ, რომ თავის დროზე თქვენ მათი ირწმუნეთ, ისინი უფრო მეტად გათამამდებიან და დაიწყებენ სხვადასხვა შესაძლებლობის გამოყენებას მეტი წარმატების მისაღწევად. ბოლოს და ბოლოს, მუდმივად ვიღაცის მასწავლებლად და წამქეზებლად ვერ იქცევით. უნდა იცოდეთ, როდის დაეხმაროთ და როდის მისცეთ დამოუკიდებლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა ვიღაცამ ისარგებლოს და თავისი საქმეც კი თქვენ გაკეთებინოთ. ამის თავიდან ასაცილებლად, განსაზღვრეთ საკუთარი კოლეგების საჭიროებები და შესაბამისად იმოქმედეთ.

...

თქვენი ბიზნესი წარუმატებლობაზე გათვლით არ წამოგიწყიათ. მაგრამ თუ ფრთხილად არ იმოქმედებთ, მარცხს ყოველ ნაბიჯზე შეიძლება გადაეყაროთ. იყავით თქვენი კომპანიის საჭიროებებზე მორგებული ლიდერი და ყოველთვის გახსოვდეთ ზემოთ ჩამოთვლილი ლიდერის სამი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია გორდონ ტრედგოლდისგან. ისინი ხომ თქვენი მუდმივი წარმატების საწინდარია.

Business News

"თუ საჭიროა, იტირე, შემდეგ გაიღიმე. წინ წადი, იყავი შეუპოვარი"

როჯერ ფედერერის სიტყვა დარტმუთის კოლეჯის გამოსაშვებ საღამოზე

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია