Cyber Monday Sale! 50% Off All Access

რამდენად მნიშვნელოვანია ზოგადი სურათის დანახვა ზოგადი სურათის დანახვას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმის გასაცნობიერებლად, თუ რა არის შესაძლებელი ახლა და რა იქნება მომავალში

By ფილ გელდარტი

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Pixabay

დღეს ყველაფერი ელვისებური სისწრაფით იცვლება. ნებისმიერი ადამიანი ბიზნესში დიდი წნეხის ქვეშაა, ხელმძღვანელობით დაწყებული და პირველი რიგის მუშაკებით დამთავრებული, ყველა თავისი მოვალეობების შესრულებას ცდილობს, დღევანდელი სამყაროს რეალიებით ჟონგლირებს. პრობლემა ისაა, რომ ჩვენ მუდმივად ვართ ამ მდგომარეობაში, ამ შემთხვევაში კი ძალიან ადვილია ზოგადი სურათი გამოგვრჩეს მხედველობის არედან.

მოდით, წამით ჩავთვალოთ, რომ ზოგადი სურათი მთის მწვერვალია. წარმოიდგინეთ, მთის მწვერვალზე ადიხართ და იქიდან გადმოჰყურებთ ხეობას, სადაც ცხოვრობთ. მართალია, დროის დიდ ნაწილს ამ ხეობაში ატარებთ, თქვენი ყოველდღიური ცხოვრება გაქვთ, ზოგად პრობლემებს აგვარებთ, მაგრამ როდესაც მთის მწვერვალზე ადიხართ, სულ სხვაგვარად შეგიძლიათ იქიდან ყველაფრის დანახვა. იქიდან, სიმაღლიდან ხედავთ, თუ როგორი დაგეგმარება აქვს სოფელს, მაღაზიებსა და გზებს.

იქიდან სრულიად ნათლად შეგიძლიათ ყველაფრის დანახვა, რაც ადრე ასე აშკარად არ ჩანდა. გზები მიხვეულ-მოხვეულია და არა პირდაპირი, მაღაზიები და სახლები იდეალურად არ არის განლაგებული. მწვერვალზე ასვლა გაძლევთ შესაძლებლობას დააკვირდეთ, გამოასწოროთ და გააუმჯობესოთ ის, რაც სხვა შემთხვევაში თვალთახედვის არედან გამოგრჩებოდათ. ეს არის შესაძლებლობა საკუთარ თავს ჰკითხოთ: "როგორ შემიძლია ამის უკეთ გაკეთება?"

ეს ვარჯიში უზომოდ მნიშვნელოვანია, რათა ორგანიზაციამ წარმატებას მიაღწიოს, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ხელმძღვანელ პოზიციებს ფლობს. მასშტაბური აზროვნება აუცილებელია, რომ პერსპექტივა განსაზღვროთ და შესაბამისი დასკვნები გააკეთოთ. თქვენი დასკვნები იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად კარგად დაინახავთ ზოგად სურათს (ხედი მთის მწვერვალიდან), როდესაც ყოველდღიურ მოვალეობებს (ხეობა) ასრულებთ.

თუ ზოგადი სურათის გადახედვას დაუთმობთ გარკვეულ დროს, ამან შესაძლოა პერსპექტივა და თქვენი გადაწყვეტილებები შეგაცვლევინოთ და საბოლოოდ სულ სხვაზე გაამახვილოთ თქვენი ყურადღება და საქმიანობა. ზოგადი სურათი, როგორც წესი, იმას დაგანახებთ, რაც მნიშვნელოვანია და შედეგად, მთელი ყურადღების ორიენტირებას მოახდენს თქვენ მიერ დადგენილ ჭეშმარიტ პრიორიტეტებზე.

როდესაც ზოგად სურათს უყურებთ, საკუთარ თავს ეს სამი შეკითხვა დაუსვით:

  1. რატომ ხდება ყველაფერი ასე?

  2. სინამდვილეში რა არის აუცილებელი?
  3. როგორ ეწერება ზოგად სქემაში ის უამრავი ფრაგმენტი, რომლებშიც მე ვარ ჩართული?

ზოგადი სურათის მასშტაბურად განხილვის სამი უპირატესობა

  • საშუალებას გაძლევთ დაინახოთ, თუ რისი გაუმჯობესება შეგიძლიათ

  • საშუალებას გაძლევთ გუნდის ყველა წევრს დაანახოთ ზოგადი სურათი
  • კიდევ უფრო რეალურ მიზეზებს დაგანახებთ, თუ რატომ ეწევით ყოველდღიურად ამ საქმიანობას

როდესაც მუდამ სხვადასხვა მიმართულებით გვიწევს მუშაობა, პრიორიტეტები განუწყვეტლივ იცვლება და დიდი ზემოქმედებაა, რომ ახლავე იყოს შედეგები. შესაძლოა ძნელი იყოს უკანდახევა, ზოგადი სურათის დანახვა და მისი შეფასება. თუმცა, ამის ალტერნატივა უარესია. შეიძლება, ერთ დღეს გაიღვიძოთ და აღმოაჩინოთ, რომ ახლა უკვე აღარ არის აქტუალური ის, რაც ადრე იყო. არაეფექტური ან ნაკლებად მომგებიანი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ძნელი იყოს დროის გამონახვა დაძაბულ გრაფიკში, ზოგად სურათზე დასაფიქრებლად, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმის მისაღწევად, რაც ახლაა შესაძლებელი და რაც მომავალში იქნება.

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი

ტექნოლოგიური ტრენდები

ტურისტული აპლიკაციების 5 ქართული სტარტაპი

წარმოგიდგენთ აპლიკაციებს, რომლებიც ტურისტებისთვის საქართველოში მოგზაურობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდიან