Get All Access for $5/mo

რას ფიქრობენ დიდი ლიდერები ემოციურ ინტელექტზე "გაიღიმე და მოითმინე" - არასწორია!

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Pixabay

"მახსოვს,თავიდანვე გამაფრთხილეს, რომ ჩემი ემოციები არავითარ შემთხვევაში სხვებს არ უნდა შეემჩნიათ", - განაცხადა ერთხელ ურსულა ბერნსმა ინტერვიუს დროს. იგი მაშინ Xerox-ის აღასრულებელი დირექტორი იყო და იმ რჩევის გააზრებას ცდილობდა, რომელიც ლიდერობის შესახებ მისცეს წლების წინ. "მახსოვს, ეს სიტყვები რომ გავიგონე, ჩემდა უნებურად აღმომხდა: "ოო, ღმერთო ჩემო! პირიქით უნდა იყოს, მათ აუცილებლად უნდა შეამჩნიონ, რომ ოფლმა დაგასხათ", - ამბობს იგი.

როდესაც ეს ინტერვიუ პირველად წავიკითხე, ჩემი კომპანიის, JotForm-ის დაარსებიდან მხოლოდ რამდენიმე წელი იყო გასული და ჯერ კიდევ ვცდილობდი იმის დადგენას, როგორი ხელმძღვანელი უნდა ვყოფილიყავი. ვფიქრობდი, რომ საუკეთესო ლიდერები სტოიკოსების ტიპის, განსაცდელის მტკიცედ გადამტანი, უტყვები უნდა ყოფილიყვნენ, გაყინული გამომეტყველებით. ჩემთვის ბერნსის სიტყვები ნამდვილი აღმოჩენა იყო.

შესაძლებელია, რომ ემოციები ადამიანის სისუსტის კი არა, სიძლიერის გამოხატულება იყოს?

მძაფრი ემოციები სრულიად ჩვეულებრივი ამბავია სტრესების დროს, და სტარტაპების სამყაროშიც. როგორ უნდა მოიქცნენ ანტრეპრენერები, თავიანთი გრძნობები უნდა ჩააახშონ, თუ პირიქით, გამოავლინონ და სხვებსაც გაუზიარონ?

"როგორც აღმოჩნდა, ყველაზე ეფექტური ლიდერები თავიანთი ემოციების გამოხატვას სულაც არ ერიდებიან, თუმცა, არც დიდ გასაქანს აძლევენ მათ. აქ მთავარი ზომიერების დაცვაა, იმის სწავლა, როგორ უნდა მართოთ გონივრულად თქვენი გრძნობები, რადგან თქვენი ემოციები სავარაუდოდ, თქვენი გუნდის მორალსა და მოტივაციაზეც მოახდენს გავლენას. ამიტომ, ნამდვილად ღირს იმის დადგენა, როგორ უნდა გაუმკლავდეთ ემოციურად დაძაბულ ვითარებას სამსახურში.

მაგრამ, ოდესმე თუ დაფიქრებულხართ, რატომ არ გვინდა ჩვენი გრძნობების მთლიანად ჩახშობა?

ემოციური რეაქციები მნიშვნელოვან მიზანს ემსახურება

ალბათ გსმენიათ ტვინის ორ მთავარ სტრუქტურაზე: ლიმბიურ სისტემასა და თავის ტვინის პრეფრონტალურ ქერქზე. პირველი - ჩვენს ემოციურ რეაქციებს აკონტროლებს, სიმპატიკურ ნერვულ სისტემას ააქტიურებს, ხოლო სტრესების დროს კი, ინსტიქტს, - "იბრძოლე ან გაიქეცი". ასე გვიცავს ჩვენი ტვინი საფრთხისგან, რომ არაფერი ვთქვათ, გრძნობის დაკარგვისგან.

თუ ლიმბური სისტემა ჩვენი ტვინის პრიმიტიული სტრუქტურაა, პრეფრონტალური ქერქი, - მისი განვითარებული ანალოგია. ის ტვინის სრულიად ცნობიერი ელემენტია, რომელიც უნარს გვაძლევს, ვიაზროვნოთ, გონივრული გადაწყვეტილებები მივიღოთ, ცდუნებაზე უზრუნველყოფილი მომავლის იმედით ვთქვათ უარი და სათანადოდ ჩავწვდეთ, თუ რა დგას ჩვენი ემოციების უკან.

ამ დროს, ლიმბური სისტემა გადარჩენაში გვეხმარება - გამუდმებით ამოწმებს სამყაროს, სადმე რაიმე პოტენციური საფრთხეები ხომ არ იმალება და საჭიროების შემთხვევაში, რეაგირებს კიდეც. პრობლემები მაშინ იჩენს თავს, როდესაც ის მეტისმეტად აქტიურია და იმ ვითარებაშიც კი იძლევა რეაქციას, როდესაც ეს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი არ არის. მაგალითად, თუნდაც, როდესაც თქვენს მიერ შესრულებულ სამუშაოს თქვენი ბოსი უარყოფითად აფასებს, ან თქვენი კოლეგა აკრიტიკებს.

მაგრამ, აზროვნების მაღალი დონის გამოსავლენად, ჩვენი პრეფრონტალური ქერქი მძღოლის სავარძელში უნდა იჯდეს. როდესაც ლიმბური სისტემა მეტისმეტად აქტიურია, ჩვენ ფაქტობრივად, რაციონალურად ვეღარ ვაზროვნებთ.

"როდესაც ადამიანები შიშის, განგაშის, დეპრესიის ან ქრონიკული სტრესის ზემოქმედების ქვეშ არიან, ვითარების რეალისტურად შეფასება არ შეუძლიათ. პრეფრონტალური ქერქი ითიშება. შემოქმედებითი აზროვნება და ინოვაციები, ანუ ტვინის მაღალი დონის ყველა ფუნქცია, დათრგუნულია", - წერს, დევიდ გრეი, მწერალი და XPLANE-ის დამფუძნებელი.

ჩვენი პრე-ფრონტალური ქერქი, ემოციების რეგულირებისა და მნიშვნელოვანი თვისების, ე.წ. ემოციური მოქნილობის განვითარების შესაძლებლობას გვაძლევს.

ემოციური ინტელექტის უპირატესობანი

ჰარვარდის სამედიცინო სკოლის პროფესორის, სიუზან დევიდისა და ლიდერობის საკითხების ინსტრუქტორის, კრისტინა კონგლტონის თქმით, ყველაზე ეფექტური ლიდერები თავიანთი შინაგანი განცდების დათრგუნვას კი არა, მათ გააზრებას პროდუქტიულად ფასეულობათა გათვალისწინებითა ცდილობენ. მათ მთელი ყურადღება თავიანთი ე.წ. ემოციური მოქნილობის, საკუთარი აზრებისა და გრძნობების აქტიური მართვის უნარის განვითარებაზე აქვთ გამახვილებული.

"ემოციური მოქნილობა, უნარების ნაკრებია, რომელიც ჩვენი ემოციების აღქმის უნარზე, მათ გაცნობიერებაზე, და სახელის დარქმევაზეა დამყარებული, შემდეგ კი, წინსვლის გაგრძელებაზე სრულიად გააზრებულად. ეს სტრესის გამოცნობის უნარია, მისგან თავდაღწევის, და შემდეგ კი, იმის გადაწყვეტისა, როგორ მოვიქცეთ, რომ ეს ყველაფერი ჩვენს ფასეულობებსა და მიზნებს შეესაბამებოდეს", - წერს პროფესორი სიუზან დევიდი.

ამ უნარს ანტრეპრენერთათვის სხვადასხვა მიზეზებს გამო მოაქვს სარგებლობა.

როგორც კვლევებმა უჩვენა, ემოციური მოქნილობა ადამიანებს სტრესის მოხსნასა და ნაკლები შეცდომების დაშვებაში ეხმარება, და იმაშიც, რომ გაცილებით ინოვაციურები გახდნენ და შრომის ნაყოფიერება გაზარდონ.

ლიდერს უნდა ჰქონდეს საკუთარი ემოციების მართვისა, და თავისი გუნდის მორალსა და მოტივაციაზე გავლენის მოხდენის უნარი. თუ რაიმე ვისწავლე, როგორც დამფუძნებელმა, მხოლოდ იმის გამო, რომ ამ ორ ფაქტორს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ეს უბიძგებს ადამიანებს, თავიანთი სამუშაო ყოველდღიურად საუკეთესოდ შეასრულონ, იმის მიუხედავად, განწყობა აქვთ თუ არა, ან უნდათ თუ არა.

უფრო მეტიც, თუ ჩვენს ემოციებს თავიდანვე ვერ გავუმკლავდებით, ისინი, როგორც წესი, მოგვიანებით იჩენენ თავს, და ზოგჯერ, გაცილებით მძაფრადაც. ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორის, დანიელ ვაგნერის ხელმძღვანელობით ამ საკითხზე ჩატარებულ ერთ-ერთ გამოკვლევას საკმაოდ ხშირად ციტირებენ. კერძოდ, კვლევის მონაწილეებს სთხოვეს, თეთრ დათვებზე არ ეფიქრათ და მათ ამის გაკეთება გაუჭირდათ. კიდევ უფრო საინტერესოა ისაა, რომ როდესაც მათ თავისუფლად ფიქრის უფლება მისცეს, საკონტროლო ჯგუფზე გაცილებით მეტს ფიქრობდნენ თეთრ დათვებზე.

ქვემოთ, ემოციური მოქნილობის გასავითარებელი რამდენიმე სტრატეგიაა მოცემული, რომელთა გამოყენება თვითონაც ვცადე JotForm-ის გენერალური დირექტორის როლში.

ემოციური მოქნილობის გასავითარებელი რჩევები

1. აღიარეთ თქვენი ემოციები

კომპანიის დაარსება ან მისი მართვა თავისთავად სტრესული პროცესებია. მართალია, ასეთი ზეწოლის ქვეშ სიმშვიდის შენარჩუნება მნიშვნელოვანია, მაგრამ ფაქტები მიუთითებს, რომ შესაძლოა, საკუთარ თავს ემოციების შენიღბვით დათვურ სამსახურს უწევდეთ. საქმე ისაა, რომ ყველაზე მთავარი, ემოციების ამოცნობაა იმისთვის, რომ გაცილებით მოქნილი გახდეთ, ეს კი, წარმატებული ანტრეპრენერების უმნიშვნელოვანესი თვისებაა.

"ვიდრე მთელი ჩვენი ემოციების გადამუშავებას, ორიენტირებას ვერ შევძლებთ და მათ მთელ სპექტრთან ერთად კომფორტულად ვერ ვიგრძნობთ თავს, ვერ ვისწავლით, როგორ უნდა გავხდეთ მოქნილები", - წერს პროფესორი დევიდი.

როდესაც შემდეგ ჯერზე ემოციებით დაიმუხტებით, ვარჯიში სცადეთ, ერთი წუთით შეჩერდით და ეს გრძნობები გააცნობიერეთ. ჩვენ მიჩვეული ვართ, ერთი ამოცანიდან მეორეზე გადავდივართ ისე, რომ საკუთარ თავს არც ვამოწმებთ. მაგრამ თუ თავს ნამდვილად მივცემთ რაღაცის შეგრძნების უფლებას, იმის დადგენასაც შევძლებთ, როგორ გავუმკლავდეთ მას ეფექტურად.

2. გადააფასეთ თქვენი გრძნობები

დავუშვათ, პრეზენტაცია გაქვთ გასაკეთებელი, და ისე ძლიერ გიცემთ გული, რომ დარწმუნებული ხართ, თქვენს მეზობელსაც კი ესმის მისი ბაგუნი. პანიკაში ჩავარდნის ნაცვლად, თქვენს ნერვიულობას სახელი უნდა გადაარქვით და მას "მღელვარება" უწოდოთ. ყველა ეს სიმპტომი - გულისცემის აჩქარება, ხელისგულების ოფლიანობა, გამძაფრებული გრძნობები, იმას მიუთითებს, რომ თქვენი სხეული უმაღლესი კლასის სამუშაოს შესასრულებლად ემზადება.

ჩვენ ხშირად გვეშლება ემოციები მსგავს ფიზიკურ სიმპტომებში. ამ დაძაბულობის მოხსნა, უარყოფითი ემოციების გადაფასებას და მათ დადებით ჭრილში გადაყვანას შეუძლია. შესაძლოა, იმის გაცნობიერებაც კი შეძლოთ, რომ ეს არც თუ ისე ცუდი იყო.

გადაფასების ამ ტექნიკას, შესაძლოა, ძლიერი ეფექტი ჰქონდეს, მხოლოდ უკეთ კი არ იგრძნოთ თავი, უკეთაც შეძლოთ მუშაობა. 2014 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორმა ელისონ ვუდ ბრუკსმა დაადგინა, რომ როდესაც კვლევის მონაწილენი ჯგუფ, "Journey-ის" სიმღერის, "რწმენა არ დაკარგო" შესრულებამდე ამბობდნენ, - "მე აღელვებული ვარ", - ნერვიულობის მიუხედავად, უკეთ ასრულებდნენ სიმღერას, მათთან შედარებით, ვინც ამბობდა, - "შეშფოთებული და დაძაბული ვარ-ო", ან საერთოდ არაფერს ამბობდა.

მეცნიერებმა ისიც დაადგინეს, რომ სპორტსმენების მწვრთნელებს, რომლებსაც გადაფასება წესად ჰქონდათ გახდილი, გუნდში გაცილებით უკეთესი, ნდობის, კომუნიკაციისა და მოტივაციის ატმოსფერო ჰქონდათ შექმნილი.

3. გააფართოვეთ თქვენი ემოციური ლექსიკონი

პირველი ნაბიჯი ჩვენი ემოციების აღიარებაა, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, მათთვის ზუსტი სახელის დარქმევა. ფსიქოლოგ, ლიზა ფელდმან ბარეტის თქმით, ემოციური ლექსიკონის გამდიდრებას შეუძლია დაგვეხმაროს, გაცილებით უკეთ გაგვარკვიოს ვითარებაში, და ჩვენი ემოციების ეფექტურად გამკლავებაში.

გრძნობების ზედაპირული დიაგნოსტირების ნაცვლად, მეტის გაკეთება სცადეთ. თუ პროდუქციის გაშვებისას მოვლენები ისე არ წავიდა, როგორც ელოდით, საკუთარი თავს "ნაღვლიანი" კი არა, "იმედგაცრუებული" უწოდეთ. ზუსტად ასე უნდა იყოს დადებითი ემოციების შემთხვევაშიც, ნაცვლად, "ბედნიერისა", შესაძლოა, "აღფრთოვანებულად" გრძნობდეთ თავს. საკუთარ გრძნობებში ასე ღრმა წვდომამ, შესაძლოა, გაგახალისოთ კიდეც.

თქვენი ემოციები სხვებსაც დაანახეთ

კომპანიის მართვა სუსტი ნერვების მქონეთათვის ნამდვილად არ არის, მაგრამ იმასაც არ ნიშნავს, რომ რობოტად უნდა იქცეთ.

ბუნებრივია, ანტრეპრენერს ემოციების მთელი სპექტრი ექნება, ზოგჯერ, ერთ დღეშიც კი, და ამ ემოციების მართვის სწავლაა, სწორედ, ემოციური მოქნილობა. ეს გაძლევთ სწავლისა და ზრდის მნიშვნელოვან შესაძლებლობებს.

ამიტომ, თქვენი ემოციების დამალვის ან მათი განკურნების მცდელობის ნაცვლად, მათი ამოცნობა, შეფასება და ზუსტი სახელის დარქმევა უნდა ისწავლოთ. ეს იმ შმტხვევაშიც კი უნდა გააკეთოთ, თუნდაც, თქვენმა კოლეგებმა დაინახონ, რომ ზოგჯერ ოფლი გასხამთ.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია