რატომ გახდა CEO-ს პერსონალური ბრენდი ბიზნესისთვის სტრატეგიული აუცილებლობა?

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთ კომპანიაში ბრენდის კომუნიკაციის სტანდარტებში შევიტანეთ წესი, რომლის მიხედვითაც თანამშრომლებს ეკრძალებოდათ სამუშაო სივრცეში ნებისმიერი ვიდეოს ან ფოტოს გადაღება და გამოქვეყნება, სადაც იდენტიფიცირებული იქნებოდა ბრენდის ატრიბუტები.

და BOOM!

რამდენიმე წელში რადიკალურად განსხვავებული მოცემულობა მივიღეთ.

The Wall Street journal-მა გამოაქვეყნა სტატია თანამედროვე ტენდეციის შესახებ – კომპანიები როგორ ზრდიან საკუთარ თანამშრომლებს შიდა ინფლუენსერებად და მარკეტერებად, რომლებიც ხდებიან ბრენდის ავთენტური კომუნიკატორები.

რატომ გახდა აუცილებელი რეალური პერსონების გამოჩენა?

ხელოვნური ინტელექტის პირობებში კიდევ უფრო რთული გახდა სინამდვილის და სიყალბის გარჩევა და ნდობის მოპოვება ყველაზე დიდ გამოწვევად იქცა ბრენდებისთვის.

მოხმარებელი აღარ ენდობა მხოლოდ ბრენდის რეკლამებს, დაპირებებს, ლამაზ სლოგანებსა თუ დიზაინებს.

ის ეძებს რეალურ კავშირს, რეალურ ხალხს ბიზნესის უკან და ღირებულებებს, რომელიც მის ღირებულებებთან იქნება თანხვედრაში და მხოლოდ ამის შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას, ენდოს თუ არა ბრენდს.

აუდიტორიას სურს, იცოდეს:

  • ვინ არიან ბრენდის უკან?
  • რა ღირებულებებს ატარებს ეს ხალხი?
  • როგორია მათი თანამშრომლობის პოლიტიკა?
  • ვისზე იხარჯება მათი ფული?
  • ეს ხალხი იზიარებს თუ არა მათ შეხედულებებს?

ამ კითხვებზე პასუხის გაცემის ეფექტური გზა კი რეალური ადამიანების რეალური კომუნიკაცია გახდა.

კვლევების მიხედვით, ბრენდის მესიჯი 56%-ით მეტად ვრცელდება თანამშრომლების კომუნიკაციით, ვიდრე ბრენდის ოფიციალური არხებით.

ეს ზოგადი მიმოხილვისთვის,

ახლა კი დეტალურად განვიხილოთ, რა ხდება მაშინ, როდესაც კომპანიის CEO-ს

ძლიერი პერსონალური ბრენდი აქვს და სამიზნე აუდიტორიაში აქტიურად პოზიციონირებს?

რა გავლენის მოხდენა შეუძლია დირექტორის აქტივობებს კომპანიის წარმატების პროცესზე ?

გამოკითხულ დირექტორთა 61% ფიქრობს, რომ მათი აქტიურობა სასიკეთო გავლენას ვერ მოახდეს კომპანიის განვითარებაზე.

თქვენს რას ფიქრობთ?

თუკი თქვენც ამ 61%-ში ხართ, გამომყევით სტატიის ბოლომდე და საშუალება მომეცით, საპირისპირო დაგიმტკიცოთ.

მაშ ასე,

იმაზე უკვე ვისაუბრეთ, რომ ამ სამყაროში, სადაც ნებისმიერი პროდუქტის შექმნაა შესაძლებელი, განსხვავებას ქმნის ღირებულებები, ხედვა და ავთენტურობა.

ისიც ვთქვით, რომ ამ ღირებულებებს ყველაზე ეფექტურად რეალური ხალხი ავრცელებს.

და რა თქმა უნდა, ამ პროცესში კომპანიის CEO არის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა, რომელიც მამოძრავებელი და დამცველია ამ ღირებულებების.

ბევრი რომ არ ვისაუბრო, პირდაპირ კვლევის შედეგებს და კონკრეტულ მონაცემებს გაგიზიარებთ:

რა სარგებელი მოაქვს კომპანიისთვის CEO-ს პერსონალური ბრენდის პოზიციონირებას:

1. ზრდის კომპანიის მიმართ ნდობას

  • გამოკითხულთა 82% ენდობა კომპანიებს, ვისი CEO-ც აქტიურია სოციალურ მედიაში და გამოხატულია მისი ღირებულებები და ხედვა.
  • მომხარებლების 70% ბრენდთან ახლო კავშირს გრძნობს, როცა კომპანიის CEO აქტიურია სოციალურ არხებში.
  • მომხმარებლების 80% აღნიშნავს, რომ მათთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ხელმძღვანელის იმიჯი ბრენდის ნდობის ასპექტში.

2. აძლიერებს ბრენდის რეპუტაციას

  • კომპანიის რეპუტაციის 44-48% დამოკიდებულია მმართველის პირად რეპუტაციასა და პოზიციონირებაზე საზოგადოებაში.
  • კომპანია, რომლის CEO აქტიურია, 23%-ით უფრო ინოვაციურ კომპანიად აღიქმება სამიზნე ჯგუფებში.

3. ზრდის გაყიდვებს

  • მომხმარებლების 77% ყიდულობს იმ ბრენდის პროდუქციას, ვისი CEO-ც იდენტიფიცირებულია და აქტიურად იყენებს სხვადასხვა საკომუნიკაციო არხებს.
  • ამერიკელების 67% და უფროსი ასაკის მილენიალების 80% ამბობს, რომ მზად არიან მეტი დახარჯონ ბრენდებზე, რომელთა ხელმძღვანელის პირადი ღირებულებებიც მათ ღირებულებებს ემთხვევა.

4. ზრდის მედიადაფარვას და ფაბლისითის

  • ხელმძღვანელის ძლიერი პერსონალური ბრენდი იღებს 22%-ით მეტ მედიადაფარვას კომპანიის შესახებ.
  • დირექტორის ძლიერი და ავტორიტეტული პერსონალური ბრენდის კომუნიკაცია იწვევს 3-7-ჯერ მეტ ჩართულობას, ვიდრე ტრადიციული კორპორაციული მარკეტინგი.
  • ლინკდინზე CEO-ს კომუნიკაციას 5-10-ჯერ მეტი დაფარვა აქვს, ვიდრე კომპანიის ოფიციალურ გვერდს.

5. ზრდის თანამშრომლების ლოიალურობას

  • სოციალურ მედიაში აქტიურ ხელმძღვანელებს თანამშრომლების შენარჩუნების 14%-ით მაღალი მაჩვენებელი აქვთ.
  • თანამშრომლების 90% აღნიშნავს, რომ როდესაც კომპანიის ხელმძღვანელი აქტიურად გამოხატავს პოზიციას სოციალურ მედიაში, ბრენდის იმიჯი უმჯობესდება.

რას იტყვით, გავაგრძელოთ, თუ საკმარისია ეს მონაცემები აზრის შესაცვლელად?

სტატისტია კიდევ ბევრია, თუმცა ვფიქრობ, საკმარისია იმის თვალსაჩინოებისთვის, თუ რა დანიშნულება შეიძინა პერსონალური ბრენდის შენებამ დღევანდელ სამყაროში.

და აქვე ძალიან მოკლედ,

პერსონალური ბრენდი არ ნიშნავს სოციალურ მედიაში დაუგეგმავად პოსტვას და აზრის დაფიქსირებას, ამით შესაძლოა, პირიქით, დააზიანოთ თქვენი რეპუტაცია და კომპანიასაც სარგებლის ნაცვლად ზიანი მოუტანოთ.

პერსონალური ბრენდი ეს არის თქვენი, როგორც ბრენდის სტრატეგიული დამუშავება: ღირებულებების, დიდი იდეის, დანიშნულების და ნიშის განსაზღვრა, პოზიციონირების გამოკვეთა, ვიზუალური იდენტობის ჩამოყალიბება, სტრატეგიული გეგმის შედგენა და შემდეგ განხორციელება.

აბა, იქნებით ის დირექტორი, რომელიც 2026-ში საკუთარი პერსონალური ბრენდის შენებას დაიწყებს?

ანი ციცქიშვილი

ბრენდის კომუნიკაციის სტრატეგი

ბრენდის კომუნიკაციის სტრატეგი