Get All Access for $5/mo

რატომ უნდა იყოს თქვენი ყოველი დაქირავებული თანამშრომელი ლიდერი

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ლიდერობა აზროვნების წესია და არა პოზიციის დასახელება. ამიტომ უდავოა, რომ ის ნებისმიერი კომპანიის ან ორგანიზაციის წარმატების ყველაზე მნიშვნელოვანი ატრიბუტია. მიუხედავად ამისა, ბევრი მენეჯერი საწყისი დონის ვაკანსიების შესავსებად ხშირად ისეთ კანდიდატებს ანიჭებს უპირატესობას, რომლებიც "ზედმეტად კვალიფიციურები" არიან და ამას მთელი რიგი მიზეზების გამო აკეთებენ. თუმცა, აშკარაა, რომ ეს სრულიად არალოგიკური ნაბიჯია საუკეთესო კომპანიის შესაქმნელად.

როგორც წესი, ნებისმიერ მენეჯერს უამრავი თანამშრომელი ჰყავს და თითქმის ყველა სფეროში ასეა. ამის შესანიშნავი მაგალითია პროფესიული სპორტული გუნდები, და ბევრ სხვა კომპანიაშიც ზუსტად იგივე ხდება: მათ ჰყავთ მფლობელი. ეს მფლობელი გენერალურ მენეჯერს ქირაობს. ეს გენერალური მენეჯერი კი მენეჯერების თანაშემწეებს, პერსონალისა და მარკეტინგის დირექტორებს, მთავარ მწვრთნელს და ა.შ.

თითოეული დირექტორი პერსონალს ქირაობს, ხოლო მთავარი მწვრთნელი − ასისტენტ მწვრთნელს, მწვრთნელებს და ა.შ. მოთამაშეებს კი, ერთად ქირაობენ ხელმძღვანელი და მწვრთნელების შტაბი, რათა ორგანიზაცია მოედანზე წარადგინონ. დაბოლოს, მოთამაშეები საკუთარ დამხმარე პერსონალს ქირაობენ. სწორედ ასეა იმ შემთხვევაშიც, როდესაც იმ თანამშრომლებს ქირაობენ, რომლებსაც უშუალო ურთიერთობა უნდა ჰქონდეთ კლიენტებთან.

როგორ ვლინდება ლიდერობა თითოეულ დონეზე

შეიძლება დაბეჯითებით ითქვას, რომ კლიენტები ყველაზე მნიშვნელოვანნი არიან − გულშემატკივრები იქნებიან, რომლებიც სპორტული გუნდის თამაშს ტელევიზიით ან მოედანზე უყურებენ, თუ რესტორნის სტუმრები, ისინი უნარჩუნებენ კომპანიას სიცოცხლისუნარიანობას. მათ გარეშე ფულის გამომუშავება თითქმის შეუძლებელი იქნებოდა. თუმცა, საკმაოდ საინტერესოა, რომ კომპანიის სტაბილურობის ეს ყველაზე ძვირფასი ჭანჭიკი კომპანიის წარმომადგენლებთან ურთიერთობს, მათ კი ქაღალდზე ყველაზე დაბალი პოზიცია აქვთ.

თუმცა, თუ მსოფლიოს ყველაზე წარმატებული გუნდებისა და კომპანიების ძირითად ინფრასტრუქტურას გადავხედავთ, ყველაზე მნიშვნელოვანი და გავლენიანი ლიდერები მხოლოდ ზემოდან ქვემოთ კი არა, ორგანიზაციის თითოეული ფრაქციებიდან მოდიან. უმაღლესი დონის ხელმძღვანელობას, ფაქტობრივად, ყველაზე ნაკლები პირდაპირი გავლენა აქვს თანამშრომლების უმრავლესობაზე, რომ აღარაფერი ვთქვათ მომხმარებელთა ბაზაზე.

ეს რამდენიმე მნიშვნელოვან მომენტს ასახავს. პირველი − კომპანიების უმეტესობაში საწყისი დონის თანამშრომლები უაღრესად გავლენიანები არიან. მეორე − კომპანიაში თითქმის ყველა პოზიცია მნიშვნელოვანია. დაბოლოს, ლიდერობა შეიძლება ყველა სფეროში გამოვლინდეს და უნდა გამოვლინდეს კიდევაც. ეს ყველაფერი კი ნიშნავს, რომ გადამზადების პროგრამა ყველამ უნდა გაიაროს, ყველა უნდა წაახალისონ და ყველა უნდა ელოდეს, რომ საკუთარი როლის ფარგლებში იქნება ხელმძღვანელი.

რატომ უნდა წაახალისოთ ყველა თანამშრომელი ლიდერობისკენ

ზოგიერთები ლიდერებად იბადებიან, მაგრამ ასევე ჭეშმარიტებაა ის, რომ ლიდერული აზროვნების შეძენაც შესაძლებელია. მართალია, ეს დროსა და რესურსებს მოითხოვს, მაგრამ ორგანიზაციისთვის იმდენად სასარგებლოა, რომ მისი შეფასება რაოდენობრივად შეიძლება. მაგალითისთვის პროფესიული სპორტული გუნდი განვიხილოთ. მოედანზე მოთამაშეები ყველაზე დაბალ საფეხურს წარმოადგენენ, რადგან ისინი გუნდის მენეჯმენტის სახელით იღებენ გადაწყვეტილებებს. მიუხედავად ამისა, ისინი, სავარაუდოდ, ყველაზე დიდ გავლენას ახდენენ გუნდის აღქმაზე და ასევე გულშემატკივრების (მომხმარებლების) გადაწყვეტილებაზე − გაიღონ თუ არა თავიანთი დრო და ფული სანახაობაზე დასასწრებად.

მოთამაშის ამოცანა, ნებისმიერ შემთხვევაში, მოვალეობის შესრულება და მაქსიმალური შესაძლებლობების გამოვლენაა. მაგრამ დაეხმარებიან თუ არა ისინი გუნდსა და ორგანიზაციას, თუ დროულად მოვლენ ან ადრე გამოჩნდებიან? დაეხმარებიან თუ არა, თუ ავტოგრაფებს დაარიგებენ და გულშემატკივრებს დაელაპარაკებიან? დაეხმარებიან თუ არა, თუ შესანიშნავი ურთიერთობები და შესანიშნავი სამუშაო ეთიკა ექნებათ? ეს ყველაფერი ლიდერობის მახასიათებლებია და საბოლოო შედეგზე − შემოსავლებზე ახდენს გავლენას. თუმცა, თუ გუნდის მენეჯერულ ინფრასტრუქტურას გადავხედავთ, უნდა ითქვას, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად, მოთამაშეები ტრადიციული ლიდერის როლში არ არიან.

ახლა ადგილობრივი სასურსათო მაღაზიის მოლარის მაგალითი განვიხილოთ. მათი ამოცანა ოპერაციების სწრაფად და ეფექტიანად შესრულებაა მინიმალური არითმეტიკული შეცდომებით. მაღაზიის მენეჯერმა შესაძლოა ხანდახან იხეტიალოს კიდევაც მაღაზიაში, მაგრამ რა თქმა უნდა, მას პირდაპირი ურთიერთობა არ ექნება მომხმარებელთა იმ ნაწილთან, რომლებთანაც მოლარე ყოველდღე მუშაობს. შესაბამისად, იგი გაცილებით ნაკლებ გავლენას მოახდენს მაღაზიის ფინანსური წარმატების სასიცოცხლო წყაროზე. მიუხედავად ამისა, ჩვენთვის მენეჯერია ლიდერი და არა მოლარე. აქვს თუ არა რაიმე მნიშვნელობა მოლარის ქცევას − გაიღიმებს, თვალით კონტაქტს დაამყარებს თუ თითოეულ მომხმარებელს მიესალმება? აქვს თუ არა მნიშვნელობა, მოლარე კარგად მუშაობს და ჩანთის ჩალაგებაშიც თუ ეხმარება მომხმარებელს, თუ შედარებით თავისუფალია და ამის შესაძლებლობა აქვს? რა თქმა უნდა!

ეს ყველაფერი მაღაზიის შემოსავლებზე გავლენას ახდენს. ამ შემთხვევაში მას კმაყოფილი და მადლიერი მომხმარებლები ეყოლება, და ისიც უნდა ითქვას, რომ ეს მნიშვნელოვანი ლიდერული თვისებების გამოვლენაა. მაღაზიის მფლობელი ყველაზე გავლენიან პოზიციას ფლობს, მაგრამ მას არ შეუძლია მომხმარებელთა ბაზაზე ამ ტიპის გავლენის მოხდენა, არც მაღაზიის მომხმარებელს, არც რეგიონულ მენეჯერს, არც − გენერალურ ან მაღაზიის მენეჯერს.

ფაქტობრივად, მოლარეზე მაღლა მდგარ ყოველი თანამდებობის პირს მოლარეზე ნაკლები პირდაპირი კონტაქტი და ნაკლები პირდაპირი გავლენა აქვს მომხმარებელთა მომსახურების ხარისხზე. და თუ მომხმარებელი კმაყოფილია, მაღაზიის საქმეები კარგად მიდის.

საქმის არსი მარტივია: უპირველესად, რაც შეიძლება საუკეთესო ადამიანები დაიქირავეთ სამსახურში; მეორე: ყველა წაახალისეთ, ლიდერული თვისებები გამოავლინონ; მესამე: აღიარეთ, რომ ლიდერის ფასეულობებს, მის გავლენას და მნიშვნელობას მის თანამდებობასა ან მდგომარეობასთან არაფერი აქვს საერთო. მთავარია, როგორი გავლენის მოხდენა შეუძლიათ მათ იმ ადამიანებზე, რომლებთანაც ურთიერთობა აქვთ.

მენეჯმენტი

5 ნაბიჯი გუნდთან ისეთი ურთიერთობის დასამყარებლად, როგორიც ხელმძღვანელს შეჰფერის

ქვემოთ ხუთი რჩევაა, რომელთა გამოყენება შეუძლიათ ლიდერებს კომუნიკაციის უნარების გასაუმჯობესებლად

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ლიდერობა

მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ლიდერების ციტატები ლიდერობაზე

ერთხელ აინშტაინმა თქვა: "ლიდერი ის ადამიანია, ვისაც ალიაქოთში სიმარტივე, უთანხმოებაში ჰარმონია და სიძნელეებში შესაძლებლობები მოაქვს".