Get All Access for $5/mo

რიჩარდ ბრენსონზე, ილონ მასკზე და სხვა ლიდერებზე მეტი ხომ არ გძინავთ?!

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur

ძილის ეროვნული ფონდის რეკომენდაციით, 18-დან 64 წლამდე ასაკის ადამიანებს, ადამიანებს 7-დან 9 საათამდე უნდა ეძინოთ. ეს ღამის ძილის ნორმალური ხანგრძლივობაა და იმათაც ეხებათ, რომლებიც თითქმის შეუჩერებლად მუშაობენ.

გასაგებია, შესაძლოა, ეს ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა, მაგრამ ვის აქვს იმდენი დრო, რომ შვიდი საათი არაფერი აკეთოს დღ-ღამის განმავლობაში? ბუნებრივია, ამ დიდი ძალაუფლების მქონე ადამიანებს ნამდვილად არა. თქვენი ძილის ხანგრძლივობა როგორია, ამ ინოვატორებსა და ლიდერებთან შედარებით?

დონალდ ტრამპი, 3-დან 4 საათამდე

როგორც დონალდმა თავად განაცხადა, ღამის განმავლობაში სულ 3-4 საათი სძინავს. ვისაც არ სჯერა, ყურადღებით მიადევნოს თვალყური მის გრაფიკს Twitter-ის ანგარიშზე.

დაიმონდ ჯონი, 4 საათი

ბიზნესმენს, ინვესტორს, ავტორსა და The Shark Group -ის დამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორს, დაიმონდ ჯონს ძალიან ცოტა სძინავს და ამა წლის თებერვალში Twitter-ზე დაპოსტა კიდეც: "საკმარისად არ მძინავს, მაგრამ არავინ მინახავს წარმატებული, ვისაც ეთქვას, რომ ვისურვებდი, მეტი მეძინოსო", @robertherjavec #SharkQuote."

მართა სტიუარტი, 4 საათი

ბიზნეს ქალბატონმა, ტელეწამყვანმა, მწერალმა და ინსტრუქტორმა საოჯახო მეურნეობის წარმოების საკითხებში, WebMD-თან განაცხადა: - "ასეთი ცხოვრების სტილი ქანცს გაცლის, მაგრამ ყოველთვის ვამბობ, რომ შემიძლია არ დავიძინო, რადგან ამ წუთას ეს არ არის ჩემთვის მნიშვნელოვანი". ერთ ინტერვიუში მან ისიც განაცხადა, რომ დილაობით ძალიან ადრე იღვიძებს, რომ საკმარისი დრო ჰქონდეს, საუზმის მოსამზადებლად თავისი წიწილების, ვირებისა და ცხენებისთვის. ეს იმდენად დაუჯერებლად ჟღერს, რომ ხუმრობა გვგონია.

რიჩარდ ბრენსონი, 6 საათი

ყველაზე უშიშარი აღმასრულებელი დირექტორი მამლებს ეჯიბრება, დილის 5:45 საათზე იღვიძებს, რომ რაც შეიძლება მეტი თავგადასავალი მოასწროს დღის განმავლობაში, ოჯახსაც დაუთმოს დრო და კაიტსერფინგის ექსპედიციაშიც მიიღოს მონაწილეობა.

ბარაქ ობამა, 6 საათი

Politico-ს მიხედვით, ჩვენს 44-ე პრეზიდენტს, ბარაქ ობამას, როგორც წესი, გვიანობამდე ეღვიძა, ღამის ორის საათის შემდეგაც კი ბრიფინგებს კითხულობდა და ჩანაწერებს აკეთებდა. უნდა აღინიშნოს, რომ ამ დროს tweets-ზე კი არ პოსტავდა, ელექტრონულ წერილებს წერდა და საჯარო გამოსვლებისთვის ტექსტებს ამზადებდა.

ილონ მასკი, 6 საათი

ეს ნამდვილად სიურპრიზი იყო, მხოლოდ 6 საათი ძილი ასეთი აქტიური ადამიანისთვის. თუ თქვენც ისე გაანაწილებთ გრაფიკს, რომ 5 წუთიანი მონაკვეთებად დაყოფთ და არც ისაუზმებთ და არც ელექტრონულ წერილებს გააგზავნით, თქვენც შეძლებთ მთელი რიგი ინოვაციური ენერგეტიკული, კოსმოსური და სატრანსპორტო კომპანიების მართვას და იმის დროც დაგრჩებათ, საკმარისად იძინოთ.

მარკ კუბანი, 6-დან 7 საათამდე

ბიზნესმენმა და ინვესტორმა, კალათბურთის ასოციაციის მფლობელმა The Thrive Global Podcast-თან ბოლო ინტერვიუში არიანა ჰაფინგტონს განუცხადა, რომ მთელი დღის განმავლობაში დაუღალავად მუშაობს და ამიტომ შეუძლია ღამით კარგად დასვენება.

"ვიდრე დასაძინებლად დავწვები, ტელეფონს გვერდზე ვდებ და შუაღამისას არავის ზარზე პასუხის გაცემას არ ვცდილობ, და ამიტომ შემიძლია, კარგად გამოძინება".

შერილ სენდბერგი, 7 საათი

Facebook -ის მთავარი საოპერაციო დირექტორი ორიოდ სიტყვას ამბობს ცნობილ სკამებზე, რომლებსაც კომპანიაში დასაძინელად იყენებენ: - "უნდა ვაღიარო, რომ არავის სძინავს, რამდენიც საჭიროა. აქ ბევრი ასეთი ადამიანია, ბევრი მარტოხელა დედა და სხვებიც, რომლებიც რამდენიმე პოზიციაზე მუშაობენ, ჩვენ კი, აუცილებელი უსაფრთხო სისტემა არ გვაქვს, რომ ადამიანებმა საკუთარ ჯანმრთელობაზე იზრუნონ და ამაში ჩვენ ვეხმარებით".

არიანა, ჰაფინგტონი, 8 საათი

ბუნებრივია, ავტორმა 2016 წელს გამოსული წიგნის, "ძილის რევოლუცია" იცის, რაზე ლაპარაკობს. მას 12 რჩევა აქვს გამაახალგაზრდავებელი დასვენებაზე, მათ შორის, ერთი ასეთია: - "არ დაივიწყოთ, რომ თქვენი საწოლი მხოლოდ დასაძინებლად და სექსისთვის არსებობს, და არავითარ შემთხვევაში, სამუშაოდ!"

ჯეფ ბეზოსი, 8 საათი

Thrive Global-თან ინტერვიუს დროს ბეზოსმა თავისი დაუშრეტელი ენერგიის საიდუმლოზეც თქვა ორიოდ სიტყვა: - "ღამეში რვასაათიანი ძილი ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის, და ვცდილობ, ეს პრიორიტეტად ვაქციო. ჩემთვის აუცილებელია, რომ ენერგიითაც ვიყო აღსავსე და ენთუზიაზმითაც".

ლებრონ ჯეიმსი, 12 საათი

ზოგიერთებმა შესაძლოა ეჭვქვეშ დააყენონ ის, რომ ლებრონ ჯეიმსი ყველა დროის უდიდესი კალათბურთელია, მაგრამ ნამდვილად ძნელია იმის ეჭვქვეშ დაყენება, რომ ის ყველაზე დიდი ძილისგუდაა. ჯეიმსი აცხადებს, რომ ზოგჯერ ღამით თუ 10 საათი სძინავს, დარჩენილ ორ საათს, დღე იძინებს და მისი თქმით, ეს სხეულის ემოციური და ფიზიკური დასვენების საუკეთესო საშუალება, რის შემდეგაც აღდგენილი ძალებით უბრუნდები სამუშაოს.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინდუსტრიული ტრენდები

ჯორჯ ბალანჩინი - ქართველი, რომელმაც ამერიკას ბალეტი ასწავლა

"ადრე თუ გვიან, ჩემს სპექტაკლებს დაივიწყებენ, მაგრამ ხალხს ყოველთვის ვემახსოვრები, როგორც მასწავლებელი"