Cyber Week Sale! 50% Off All Access

როგორ ავაშენოთ საკუთარი იმპერია ილონ მასკის მსგავსად გავლენა და ძალაუფლება, რამდენიმე საკვანძო ფაქტორის ერთობლიობაა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

ილონ მასკმა საკმაოდ რთული კარიერული გზა გაიარა – ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში მომუშავე უცნობი ადამიანიდან, გავლენიან პერსონამდე, რომლის თითოეული პოსტი სოციალურ ქსელებში დიდ გამოხმაურებას იწვევს. მას შემდეგ, რაც მასკმა Dogecoin-ზე საუბარი დაიწყო, ამ კრიპტოვალუტის ფასი 1500%-ით გაიზარდა. ერთხელ, მან თავის "ტვიტერის" გვერდზე დაპოსტა Zune Signal, რაც მილიონობით ადამიანის ცნობილი მესენჯერი WhatsApp-დან Signal-ზე გადართვის მიზეზი გახდა. ამან Signal-ის აქციების 12000%-ანი ზრდა გამოიწვია.

ილონ მასკს შეუძლია მასებზე გავლენის მოხდენა, რაც თანამედროვე მსოფლიოში ძალაუფლების უმაღლესი ფორმაა. ამ სტატიაში ჩვენ განვიხილავთ, თუ როგორ მოიპოვა მასკმა ასეთი ავტორიტეტი სოციალურ ქსელებში და რა შეგვიძლია ვისწავლოთ მისგან.

ილონ მასკის ცნობადობისა და გავლენის ზრდა

წლების განმავლობაში მასკი ეტაპობრივად, თავისი ახალი პროდუქტებითა და მიგნებებით, სახელის მოხვეჭას ახერხებდა. ის დაახლოებით 20 წლის ასაკში, Zip2-ის გაყიდვით, მულტიმილიონერი გახდა. ამ სარფიანი გარიგების შემდეგ, მან მალევე დააფუძნა X.com, რომელიც მოგვიანებით PayPal-ად იქცა.

მიუხედავად იმისა, რომ მასკმა, SpaceX 2002 წელს დააარსა, იგი მედიასივრცეში 2012 წლამდე არ გამოჩენილა. სწორედ 2012 წლის მაისში, SpaceX-მა თავისი პირველი კოსმოსური ხომალდის კომერციული ფრენა განახორციელა, რამაც მასკი ყურადღების ეპიცენტრში მოაქცია და მას შემდეგ, მისი გავლენა და რეპუტაცია, წლიდან წლამდე იზრდება.

ილონ მასკი შორსმჭვრეტელი ლიდერია

მასკი ცნობილია თავისი ოდიოზური მიზნებითა და მათი განხორციელებით. Zip2-ზე მუშაობისას, თავის ძმასთან ერთად, მან შექმნა ონლაინრუკა, რომელზეც ყველა უახლოესი ორგანიზაცია იყო დატანილი. ამ კონცეპციას დღეს საკმაოდ აქტიურად ვიყენებთ, თუმცა იმ დროისთვის ეს ნამდვილი სენსაცია იყო. X.com-ის მეშვეობით, მასკმა ისტორიის განმავლობაში პირველად, ადამიანებს ფულის ონლაინ გადარიცხვის შესაძლებლობა მისცა. ასეთი შთამბეჭდავი პორტფოლიო იმაზე მეტყველებს, რომ მას არა მხოლოდ დიადი მიზნების დასახვა, არამედ მათი განხორციელებაც შეუძლია. სწორედ ამიტომ, როდესაც მასკი ამბობს, რომ SpaceX 15 წელიწადში დაეშვება მარსზე, ან Tesla მფრინავ მანქანას გამოუშვებს, ჩვენ მისი გვჯერა.

აუცილებელია, საქმიანობის სფეროს მიუხედავად, ყველასგან განსხვავებული იყოთ. თქვენ უნდა შემოიტანოთ ახალი იდეები ინდუსტრიაში, უნდა დაისახოთ მიზნები და მიაღწიოთ მათ, რათა შორსმჭვრეტელი, გამჭრიახი ადამიანის რეპუტაცია დაიმკვიდროთ.

მასკი თავისი საქმის ოსტატია

ვინაიდან ილონ მასკმა ტექნოლოგიების დაუფლება ცხოვრების წესად აქცია, გასაკვირი არაა, რომ იგი თავის მიზნებს წარმატებით აღწევს. 10 წლის ასაკში მან დაიწყო კომპიუტერის შესწავლა, ხოლო 12 წლისამ უკვე თავისი პირველი კომპიუტერული თამაში შექმნა და შემდეგ გაყიდა. კოლეჯში, მან საფუძვლიანად შეისწავლა ბიზნესი, ფიზიკა, ენერგეტიკა და ეკონომიკა. მოგვიანებით, ამ ფუნდამენტური ცოდნის დამსახურებით, მასკმა მრავალი მიმართულების სწავლა და პროფესიული ზრდა განაგრძო. "სწავლა სიბერემდეო", ნათქვამია და მიუხედავად იმისა, რომ ილონ მასკი სიბერისგან ჯერ საკმაოდ შორსაა, იგი სწავლასა და განვითარებას არცერთი წამით არ წყვეტს, რაც მას ახალი გამოგონებების შექმნაში ეხმარება.

ჩამოყალიბდით, რომელ სფეროში ხედავთ საკუთარ თავს და რესურსები განათლებაში დააბანდეთ. ადამიანებს ექსპერტების აზრი აინტერესებთ და არა უბრალო გამვლელების. როცა აჩვენებთ, რომ საკუთარ საქმეს სერიოზულად ეკიდებით, თქვენ მიმართ დამოკიდებულებაც შესაბამისი იქნება.

მასკი გახსნილია და თამამად აზიარებს თავის თავგადასავლებს

ნაწილობრივ, მასკის გახსნილობა და საჯაროობა, მისი საქმიანობის სფეროთიც აიხსნება. ვინაიდან იგი ტექნოლოგიების ინდუსტრიაში მუშაობს, მასკის ახალი პროექტები და მიღწევები აქტიურად ვრცელდება მედიასაშუალებების მხრიდანაც. გარდა ამისა, იგი სისტემატურად, სოციალური ქსელებით ეკონტაქტება თავის მიმდევრებსა და გულშემატკივრებს. ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა 65% ცნობილი ადამიანების მიმართ მიჯაჭვულობას განიცდის. ადამიანებს უნდათ, პოპულარულ სახეებს პირადად იცნობდნენ და მათთან უშუალო ურთიერთობა ჰქონდეთ, რის საშუალებასაც მასკი საკუთარ თაყვანისმცემლებს ტვიტერის მეშვეობით აძლევს.

თუკი გერიდებათ, ან რაიმე სხვა მიზეზით სოციალურ ქსელებში არ აქტიურობთ, იდეალური მომენტია, სწორედ ახლა შეუდგეთ ამ საქმეს. იმისათვის, რომ გამომწერთა კეთილგანწყობა დაიმსახუროთ, თამამად აზიარეთ საკუთარი თავის შესახებ საინტერესო ინფორმაცია და ყველასათვის გახსნილად წარმოაჩინეთ თავი.

მასკი გულწრფელია

ილონ მასკი ბევრისთვის უცნაურ, თუმცა საინტერესო ადამიანად აღიქმება. იგი მედიის ყურადღების ეპიცენტრში თავისი არაორდინარული მოწოდებებისა და უშუალო მიმართვების გამო არაერთხელ მოქცეულა. ეს ორ რამეზე მიუთითებს. პირველი – მასკი სრულყოფილია, არადა, არ ცდილობს ამის დამალვას, და მეორე – იგი ინტერნეტკულტურაში აქტიურადაა ჩართული. მასკმა მოახერხა, თავისი "გამოხდომებისა" და სითამამის დამსახურებით, მასებისთვის ცნობადი და ანგარიშგასაწევი პიროვნება გამხდარიყო.

ინტერნეტში საკუთარ თავზე თხრობისას, იყავით გულწრფელი. ყალბი, დაყენებული, შელამაზებული კონტენტის ცქერა არავის უყვარს. როდესაც აჩვენებთ, რომ თქვენ შემდგარი პიროვნება ხართ და არა იაფფასიანი ბრენდი, ადამიანები თქვენით დაინტერესდებიან და თქვენი სათქმელის გაზიარებაც მოუნდებათ.

ილონ მასკს კეთილი განზრახვები აქვს

როგორც მასკი აცხადებს, კოლეჯში სწავლისას იგი ფიქრობდა, თუ რისი კეთება სურდა ცხოვრებაში და რას მიუძღვნიდა საკუთარ თავს. საბოლოოდ, მასკმა მთელი თავისი საქმიანობის მისია ერთ ფრაზაში მოაქცია: "კაცობრიობის მომავლის უზრუნველყოფა". ეს კეთილშობილური მიზანია და როგორც ჩანს, მასკი სწორედ ამითაა დაკავებული. მისი მზის ენერგიის კომპანიით დაწყებული, "ტესლას" ელექტრომობილებით დამთავრებული, მასკი მუშაობს იმისათვის, რომ კაცობრიობამ წიაღისეულ ენერგორესურსებზე საბოლოოდ უარი თქვას. ფინანსური და მატერიალური მიზნები კარგია, თუმცა თუ გვინდა ხალხის მხარდაჭერა დავიმსახუროთ, ამ მიზნებს მყარი მორალური საძირკველი უნდა უმშვენებდეს მხარს.

მკაცრად განვსაზღვროთ ჩვენი "რისთვის?" რისთვის ვაკეთებთ ყოველდღე იმას, რასაც ვაკეთებთ? რომელი უფრო სიღრმისეული განზრახვები გვამოძრავებს? როგორ აქცევს სამყაროს უკეთესად ის, რასაც დღეს ვაკეთებთ? როდესაც მივაგნებთ პასუხს, გავუზიაროთ ჩვენ გარშემო ადამიანებსაც. მათ, ვისაც ფინანსური მიზნების მიღმა, სხვა უფრო აღმატებული ღირებულებები ამოძრავებთ, უფრო საინტერესონი არიან.

საბოლოო ჯამში, ის, რაც ილონ მასკს ასეთ გავლენიან პიროვნებად აქცევს თანამედროვე მსოფლიოში, რამდენიმე ფაქტორის ერთობლიობაა: წარმოუდგენლად სიღრმისეული პროფესიული ცოდნა, რომელიც გრანდიოზული მიზნებითაა განპირობებული; გახსნილობა და აუდიტორიის მიმართ უშუალო დამოკიდებულება; ასევე, იდეა, რომელიც მისი ცხოვრების ლაიტმოტივია და გლობალურ სიკეთეს ემსახურება.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!