Get All Access for $5/mo

როგორ შევარჩიოთ ბიზნესპარტნიორი?! იდეალური ბიზნესპარტნიორის პოვნა ადვილი არ არის, მას თქვენი კომპანიის აშენებაც შეუძლია და დანგრევაც

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

StartupStockPhotos, pixabay

ბიზნესში უზომოდ მნიშვნელოვანია ისეთი პარტნიორის მოძებნა, რომელსაც კარგად ეთავსებით და რომლის უნარებიც თქვენსას ავსებს.

რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ კარგი პარტნიორები გახდეთ? უპირველესად, თქვენი ბიზნესისა და ლიდერობის სტილი უნდა შეისწავლოთ და განსაზღვროთ, რა უნდა მოსთხოვოთ პარტნიორს. საკუთარ თავს ბევრი რამ უნდა ჰკითხოთ. მაგალითად: "ფაქტებსა და ციფრებზე მირჩევნია მუშაობა თუ იდეებზე გუნდთან ერთად?"; "გეგმის შედგენა მიყვარს თუ ვითარების მიხედვით მოქმედება?"; "მთლიან სურათს უკეთ ვხედავ თუ ყურადღება დეტალებზე მაქვს გამახვილებული?" ამ ტიპის შეკითხვები დაგეხმარებათ დაადგინოთ, რისი გაკეთება შეგიძლიათ თქვენ და რა უნდა მოსთხოვოთ მეორე ადამიანს.

რომ დაადგენთ რა ტიპის პარტნიორი გჭირდებათ, პარტნიორობის გაფორმებამდე კიდევ რამდენიმე წესი უნდა გაითვალისწინოთ: სულ მცირე ერთი წელი მაინც უნდა იცნობდეთ ამ პიროვნებას, რომ მისი ნამდვილი სახე დაინახოთ და ნათელი წარმოდგენა შეგექმნათ, რას წარმოადგენს იგი. შემდეგ იმაშიც უნდა დარწმუნდეთ, რომ მისი მთავარი ფასეულობები და შეხედულებები თქვენსას ემთხვევა. ამ ყველაფრის მოგვიანებით გარკვევა მეტისმეტად გვიანი იქნება. დაბოლოს − ყველაფერს უნდა მისცეთ წერილობითი ფორმა. ჩამოწერეთ თქვენი პარტნიორის პასუხისმგებლობები, უფლებები და მისი საქმიდან გასვლის სტრატეგია. ამასთან ისე, რომ ყველაფერი სრულიად ნათელი და გასაგები იყოს.

წარმატებული პარტნიორობის სამი აუცილებელი პირობა

საქმის მხოლოდ ნახევარია, თუ გაარკვიეთ, რა ტიპისაა ადამიანი, რომელთან ერთადაც უნდა იმუშაოთ. კონტრაქტზე ხელის მოწერამდე, შემდეგ სამ აუცილებელ პირობაზე დაფიქრდით:

  1. თქვენს პარტნიორს სულ მცირე წელიწადზე მეტი მაინც უნდა იცნობდეთ. ამ შემთხვევაში, სისწრაფე ერთ-ერთი დიდი შეცდომაა, ქორწინებას ჰგავს. ვიდრე დაქორწინებას გადაწყვეტთ ერთმანეთი კარგად უნდა გაიცნოთ.
  2. შეამოწმეთ, გაქვთ თუ არა ერთი და იგივე ფასეულობები. სირთულეების დროს საქმის ბოლომდე მისაყვანად თქვენს ფასეულობებზე იმედის დამყარება ყოველთვის უნდა შეიძლებოდეს.
  3. ყველაფერს წერილობითი ფორმა მიეცით: ჩამოწერეთ თქვენი და საკუთარი პარტნიორის პასუხისმგებლობები, უფლებები და მისი საქმიდან გასვლის სტრატეგია. თუ ყველაფერი ნათლად გექნებათ ჩამოყალიბებული, ნაკლები ალბათობა იქნება იმისა, რომ რაიმე გაუგებრობა მოხდება.

თქვენ და საკუთარი ბიზნესპარტნიორი იმის გამო იწყებთ თანამშრომლობას, რომ ერთმანეთის უნარები შეავსოთ. მან მთელი თავისი გამოცდილება საქმეს უნდა მოახმაროს.

თუ თქვენს ძლიერსა და სუსტ მხარეებს სათანადოდ შეაფასებთ, სწორ გზაზე დადგებით და თქვენი ბიზნესი წარმატებას მოიპოვებს.

მენეჯმენტი

რატომ არის საჭირო კრიზისი კომპანიების შესაცვლელად?

ცვლილებების განხორციელებაზე რომ დათანხმდეთ, შფოთვაც უნდა დაძლიოთ, ჯილდოების მიღების ცდუნებაც და სოციალური სტატუსიც

ლიდერობა

როგორ უნდა ენდოთ ინტუიციას, რომ სწორი ბიზნესგადაწყვეტილება მიიღოთ

ანტრეპრენერები გადაწყვეტილებების უმრავლესობას, როგორც წესი, მონაცემებზე დამყარებით იღებენ, მაგრამ ასეთ დროს, ასევე მნიშვნელოვანი, თქვენი ინსტინქტებია

როგორ დავიწყო ბიზნესი

www.oraguli.ge

მათთვის, ვინც იცის ნამდვილი ვერცხლისფერი ორაგულის ფასი