Get All Access for $5/mo

როგორ უნდა ენდოთ ინტუიციას, რომ სწორი ბიზნესგადაწყვეტილება მიიღოთ ანტრეპრენერები გადაწყვეტილებების უმრავლესობას, როგორც წესი, მონაცემებზე დამყარებით იღებენ, მაგრამ ასეთ დროს, ასევე მნიშვნელოვანი, თქვენი ინსტინქტებია

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Pixabay

COVID-19-ის კრიზისის გამო, ბიზნესების მფლობელებს ისეთი რთული გადაწყვეტილებების მიღება მოუხდათ, რომლებზეც ადრე არც უფიქრიათ, თან, ხშირად უმოკლეს ვადებში და მინიმალურ მოსამზადებელ დროში. ისინი რამდენიმე კვირის და ან სულაც დღეების განმავლობაში დგებოდნენ ბიზნესისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების აუცილებლობის წინაშე. მაგალითად, შეეცვალათ თუ არა ბიზნესმოდელი ან შემოსავლების ნაკადები, თანამშრომლები გაეთავისუფლებინათ თუ საერთოდ დაეხურათ კომპანია.

გადაწყვეტილებების მიღებისას, ყველაზე დიდი ნაწილი ემპირიულ მონაცემებს ეყრდნობა. ციფრები არ ტყუის, დამოუკიდებლად იმისა, თქვენთვის შემოსავლის მიღებაა მნიშვნელოვანი, პროდუქტის წარმატება, თანამშრომელთა შრომის ნაყოფიერება თუ რაიმე სხვა. მაგრამ რთული გადაწყვეტილებების მიღებისას, ასეთივე მნიშვნელოვანი, თქვენი ინსტინქტებია.

როგორ უნდა მიხვდეთ, როდის უნდა ენდოთ თქვენს ინტუიციას? ეს არ არის ზუსტი მეცნიერება, თუმცა, გარკვეულ დროსა და ადგილას თქვენს ინტუიციაზე მინდობა ისეთ ადგილას მიგიყვანთ, რომელიც გაცილებით დიდი და მნიშვნელოვანია, ვიდრე მხოლოდ მონაცემებს რომ დაყრდნობოდით. და თქვენს ინსტინქტებს თქვენი დახმარება უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებების მიღებისასაც შეუძლიათ.

ადამიანები ხშირად ცდილობენ რაციონალური ლოგიკისა და მონაცემების გამოყენებას გადაწყვეტილების მიღებისას, რათა სწორი დასკვნების გაკეთებაც შეძლონ და საუკეთესო ვარიანტზეც შეაჩერონ არჩევანი. თუ თქვენც ასე აკეთებთ, ეს იმას ნიშნავს, რომ კანონზომიერებას ეძებთ, იმას იყენებთ, რაც წარსულში გაქვთ ნანახი, რათა წინასწარ განსაზღვროთ, რა შედეგს მოიტანს ეს გადაწყვეტილება.

თუმცა, ასეთი მიდგომა ყოველთვის არ არის ეფექტური.

ანტრეპრენერებსა და სტარტაპებს, რომლებიც ახალი გზების გაკვალვას ცდილობენ, შესაძლოა, საკმარისი მონაცემები არ ჰქონდეთ საუკეთესო გადაწყვეტილების მისაღებად. ისტორიული კანონზომიერებები, წინა გადაწყვეტილებების მიზეზები და შედეგები, როგორც თქვენი, ისე იმ კომპანიებისა, რომლებიც თქვენი შთაგონების წყაროა, შესაძლოა, ამჯერად სულ სხვა იყოს. ეს განსაკუთრებით გასათვალისწინებელია ახლანდელ ეკონომიკურ პირობებში. COVID-19-ის პანდემიამ კომპანიებისა და ანტრეპრენერების აწმყოც შეცვალა და მომავალიც. წარსული, შესაძლოა ცუდი ინდიკატორი გამოდგეს იმისა, თუ რა მოხდება მომავალში.

ეს გაურკვეველი ვითარება ხდის ჩვენს ინსტინქტებსა და ხედვას უმნიშვნელოვანესს გადაწყვეტილების მიღებისას, ისტორიული მონაცემები და მართვის სადავეებიც რომ გქონდეთ ხელთ, მახეების თავიდან ასაცილებლად ლოგიკა და ინტუიცია უნდა გამოიყენოთ.

ელოდეთ ჯილდოს

როდის უნდა მიენდოთ თქვენს ინტუიციას? ზოგიერთ ვითარებაში, მაგალითად, როდესაც საკმარისი მონაცემები არ გაქვთ, რომლებითაც იხელმძღვანელებთ, თქვენ უბრალოდ მოგიწევთ ამის გაკეთება. და მაშინაც კი, როდესაც მონაცემები ხელმისაწვდომია, თქვენმა ინტუიციამ შესაძლოა გიბიძგოთ, გადაწყვეტილების მიღებამდე სხვა ფაქტორებიც გაითვალისწინოთ. ამ გრძნობას ხშირად უნდა მიაქციოთ ყურადღება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც დიდი მოგების იმედი გაქვთ.

მაგალითისთვის, ახალი პროდუქტის დანერგვა განვიხილოთ. თუ არ არის პრეცედენტი იმისა, როგორი რეაქცია ექნებათ ადამიანებს მასზე, გადაწყვეტილების მიღებისას თქვენი ინსტინქტები უნდა გახდეს მნიშვნელოვანი. ყველა მონაცემიც რომ გქონდეთ ხელთ, რომელიც მსოფლიოში არსებობს, არ გეცოდინებათ, რა რეაქცია ექნებათ რაიმე ახალზე ადამიანებს.

ყველაზე ინოვაციური ანტრეპრენერები თავიანთი კატეგორიების განმსაზღვრელები ხდებიან იმით, რომ ინსტინქტებს ენდობიან. წარმოიდგინეთ, რომ ჯეკ დორსიმ, ნოა გლასმა, ბიზ სტოუნმა და ევან უილიამსმა გადაწყვიტეს უარი ეთქვათ Twitter-ის შექმნაზე, იმ დროისთვის მათთვის ხელმისაწვდომ ინფორმაციაზე დაყრდნობით. ახლა კი ის მულტი მილიარდოლარიანი კომპანიაა, რომელიც მრავალ ადამიანს უწევს მომსახურებას, და რომლის გარეშეც ბევრს ცხოვრებაც კი ვერ წარმოუდგენია.

როდესაც BlueVine-მა საკრედიტო ხაზის პროდუქტი წარადგინა, თავდაპირველად მასზე უარი მივიღე. არის კი ის საჭირო? − მკითხეს მე. მაგრამ დავინახე, რომ ბაზარზე ამის ნაკლებობა იყო და სტრიქონებს შორის ვკითხულობდი, რაც მესმოდა როგორც ჩვენი მომხმარებლის, ისე ჩვენი პარტნიორებისგან. ინტუიციის მინდობა სწორი ნაბიჯი იყო: BlueVine-ის საკრედიტო ხაზი უზომოდ წარმატებული აღმოჩნდა.

თუმცა, ისიც უნდა გახსოვდეთ, რომ ყველა ინტუიციური გადაწყვეტილება არ გარდაიქმნება Tesla-დ, Uber-ად და თქვენი კომპანიის თუნდაც საუკეთესო პროდუქტად. არსებობს რისკი იმისა, რომ თუ ინტუიციას მიენდობით, და არა მონაცემებს, ზოგჯერ თქვენმა ინსტინქტებმა სწორი გზიდან გადაგახვევინოთ. ასეთი რამ მეც მომსვლია.

შესაძლოა, სარისკო იყოს არასტაბილური ეკონომიკის პირობებში ინსტინქტზე დამყარებული არჩევანის გაკეთება, ამიტომ უნდა დარწმუნდეთ, რომ თქვენი ბიზნესი მზად არის ამ რისკის მისაღებად, მაგრამ ისიც გაითვალისწინეთ, როდესაც რისკი დიდია, შესაძლოა ჯილდოც დიდი იყოს.

ეძებეთ ლიდერები, რომლებსაც ინსტინქტი აქვთ

შესაძლოა, თქვენ არ მიეკუთვნებით იმ კატეგორიის ლიდერებს, რომლებსაც ძლიერი ინსტი,ქტები აქვთ, ან ძალიან ნერვიულობთ იმაზე, რომ ინტუიციას უფრო ენდობით, ვიდრე მონაცემებს. მაგრამ, ამაში ცუდი არაფერია.

თუ თქვენს შემთხვევაშიც ასეა, გუნდს გადახედეთ, იპოვეთ ადამიანი, რომელსაც ძლიერი თანდაყოლილი ინტუიცია აქვს, იმიტომ, რომ ასეთ ადამიანებს შეუძლიათ გადაწყვეტილების მიღებისას კიდევ ერთი ისეთი დეტალი შემატონ თავსატეხს, რომელსაც თქვენ ვერ მიაგენით. შესაძლოა, სრულიად მოულოდნელი ადამიანი ან ადგილი აღმოჩნდეს გადამწყვეტი გადაწყვეტილების მიღებისას. მაგრამ თუ გასაოცარი პროდუქტის შექმნა გსურთ, ვინმე ისეთი აღმოაჩინეთ, რომელიც განსაკუთრებით ფაქიზი ინტუიციით გამოირჩევა.

გახსოვდეთ, რომ რაიმე ფორმულა არ არსებობს, რომლითაც სწორ გზას აირჩევთ თქვენი კომპანიისთვის. ყოველთვის ვერ შეძლებთ ინტუიციაზე დაყრდნობას, მაგრამ ვერც მხოლოდ მონაცემებს დაეყრდნობით. სწორი გადაწყვეტილებები, როგორც წესი, მონაცემებისა და ინსტინქტების ერთობლიობაა. მაგრამ ასეთ გაურკვეველ დროს, რომელშიც დღეს აღმოჩნდა უამრავი ადამიანი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, შინაგან ხმას მიენდოთ, რომელიც უკეთესი გზისკენ გაგიძღვებათ.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

სიახლეები

გირჩევთ წაიკითხოთ: რა იქნა ჩემი ყველი?

ეს არის მარტივი იგავი ღრმა ჭეშმარიტების შესახებ