Get All Access for $5/mo

როგორ ვამცნოთ ცუდი ახალი ამბავი "უარყოფითის მიმართ მედეგობის შენარჩუნებაში ევოლუციურად უფრო ადაპტირებულნი ვართ, ვიდრე დადებითის შემთხვევაში"

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ნინო ცქვიტაია

ცუდი ახალი ამბავი რთული რამაა. მისი გაგებაც ძნელია და თქმაც. პირადად ვპასუხობთ, კლიენტს ვამცნობთ, რომ დედლაინამდე ვერ ვასწრებთ. თუ ვინმეს ნამუშევარს ვასწორებთ, ცუდი ამბის თქმაც და გაგებაც ყველას "გვესიკვდილება".

რატომ? იმიტომ, რომ ადამიანებს ეგრეთ წოდებული ნეგატიური განპირობებულობა ახასიათებთ, რაც ნიშნავს, რომ დადებითზე მეტი ზემოქმედება უარყოფითს აქვს და დიდხანსაც გვამახსოვრდება. მოვლენა ევოლუციური პროდუქტია. "უარყოფითის მიმართ მედეგობის შენარჩუნებაში ევოლუციურად უფრო ადაპტირებულნი ვართ, ვიდრე დადებითის შემთხვევაში", – წერს მკვლევარი როი ბაუმაისტერი. "გადარჩენისთვის საჭიროა, ცუდ ამბავს უმალ მივაქციოთ ყურადღება. კარგი ამბები კი ნაკლებ ყურადღებას მოითხოვს".

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენი ტვინები ცუდ ამბებს გადარჩენისთვის შექმნილ საფრთხედ აღიქვამენ, დაცულობის შეგრძნებას ამცირებენ და "იბრძოლე ან გაიქეცი" ინსტინქტებს ააქტიურებენ. სწორედ ამიტომ რეაგირებენ ადამიანები ასე მძიმედ ცუდი ამბის გაგებისას, და სწორედ ამიტომ უნდა მოიქცეთ ფრთხილად მისი თქმისას. საბედნიეროდ, ნეგატიური ზეგავლენის შესამცირებლად საკმოდ მარტივი გზები არსებობს.

დარჩით დადებითი

შემოქმედებითი სამუშაოსთვის საფრთხის შესამცირებლად, ანიმაციურმა სტუდია Pixar-მა უარყოფითი ინფორმაციის გავრცელების მეთოდი შეიმუშავა. ფილმების შექმნის პროცესში, Pixar-ის ხელმძღვანელობა თავიანთ გუნდებს სიღრმისეული კრიტიკის სესიებს უტარებს. შედარებით ცუდად შესრულებული სამუშაოს ნაცვლად, გუნდის წევრები შენიშვნებს ნამუშევრების ისეთ მხარეზე ისმენენ, რომელთა გამოსწორების საჭიროებაც პოტენციურად დადგება. ეს მიდგომა ავტორებს ნეგატიური უკუკავშირის მიღებას უმარტივებს, რადგან პირად კრიტიკად არ არის აღქმული. მეთოდი მეცნიერულია. მკვლევრებმა დაადგინეს, რომ როდესაც ადამიანები უარყოფით ინფორმაციას დადებითი ტონით ისმენენ, თავდაცვით პოზიციაში გადასვლის შანსი იმაზე ნაკლებია, ვიდრე ნეგატიური ტონალობით მოსმენისას.

ფოკუსირდით ფაქტებზე

მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ნეგატიური უკუკავშირი ყველაზე ეფექტური მაშინაა, როდესაც ფაქტებითაა გამყარებული. ფაქტების აღნიშვნისას მიღებული ინფორმაცია ნაკლებად ემოციურადაა აღქმული. მაგალითად, თუკი გუნდს უნდა ამცნოთ, რომ კომპანიამ დიდი კლიენტი დაკარგა და შედეგად ბიუჯეტის შეკვეცა უწევს, მაქსიმალურად შეეცადეთ აუხსნათ, რატომ გადაწყვიტა კლიენტმა წასვლა და ის გზებიც დასახეთ, თუ როგორ უნდა გააგრძელოთ წინსვლა. ეს მიდგომა საუბარს ქმედებაზე ორიენტირებულად გარდაქმნის. ამბავი პირად დანაკარგად, ხოლო კლიენტი მოღალატედ აღქმულიც აღარ იქნება.

აჩვენეთ ზრუნვა

ცუდი ამბის მიმღებს გულწრფელად ჰკითხეთ, როგორ გრძნობს თავს ყველაფრის მოსმენის შემდეგ. ეს მიდგომა 2 მიზანს ემსახურება: უპირველესად, ნეგატიური ინფორმაციის მოსმენას ორმხრივ კომუნიკაციად გადააქცევს – გაცვლა ცალმხრივი შეტევის ნაცვლად. მეორე მხრივ, ეს საშუალებას მოგცემთ, რეაქციის შესახებ შეიტყოთ, რაც დაგეხმარებათ იმ პრობლემის მოგვარების გზები დასახოთ, რომელიც ადამიანს შეექმნა.

დაეხმარეთ, თავი უკეთ იგრძნონ

მას შემდეგ, რაც ცუდ ამბავს შეატყობინებთ, მსმენელის რეაქციით განსაზღვრეთ, გაუჩნდა თუ არა წინსვლის მენტალიტეტი – ძირითად შემთხვევაში, რწმენა, რომ ყველაფრის გამოსწორებას შეძლებენ. ვისაც ეს განწყობა გაუჩნდება, მოტივირებული იქნება, სიტუაცია გამოასწოროს; ვისაც არა, დამარცხებულის პოზიციიდან იმოქმედებს. თუკი ვინმე თავს დამარცხებულად იგრძნობს, გაამხნევეთ და ის სპეციფიკური მიზეზებიც უთხარით, თუ რატომ უნდა დაივიწყონ მომხდარი. შემდეგ კი ხშირად გადაამოწმეთ. გარკვეული დრო აუცილებლად დასჭირდებათ, სანამ პირველი შოკიდან გამოვლენ. თუმცა, თუკი ყურადღებას არ მოაკლებთ, მალე დაგიბრუნდებიან.

ცუდი ახალი ამბის თქმა ბიზნესის უარყოფითი მხარე ყოველთვის როდია. როდესაც ადამიანებს აგებინებ, რომ საფრთხე არ ემუქრებათ, უსმენენ, გუნდის დაფასებული წევრები არიან. განვითარებისკენ მიმავალ გზაზე ჩავარდნა და შესწორებები შესაძლოა ღირებულ შესაძლებლობად იქცეს.

ვანესა ფონ ედვარდსი Science of People-ის დამფუძნებელია

ლიდერობა

10 გზა თვითშეფასების ასამაღლებლად

"დაბალი თვითშეფასება ცხოვრებაში ამოწეული ხელის მუხრუჭით გადაადგილებას ჰგავს"

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ

ლიდერობა

15 თვისება, რომელიც გავლენიან ადამიანებს სხვებისგან გამოარჩევს

გავლენიანი ლიდერები ყველაფერს უკეთესობისკენ ცვლიან