Get All Access for $5/mo

სწავლებისა და განვითარების 2024 წლის ტრენდები - "დეველორის" მხარდაჭერა კომპანიებს და უახლესი გლობალური კვლევის შედეგები

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Develor-ი საერთაშორისო საკონსულტაციო და სატრენინგო კომპანიაა, რომელსაც 17 ქვეყანაში აქვს ოფისი. Develor International-ს 30 წელზე მეტი გამოცდილება აქვს საერთაშორისო ბაზარზე, ხოლო საქართველოს ოფისი 8 წლის წინ დაფუძნდა.

Develor-ი კომპანიებს სხვადასხვა სერვისს სთავაზობს. ესენია: მენეჯმენტისა და ლიდერობის, მომსახურების, გაყიდვებისა და მოლაპარაკებების, პიროვნული ზრდისა და კომუნიკაციის, გუნდური შეჭიდულობისა და თამაშზე დაფუძნებული ტრენინგები, შეფასება და დიაგნოსტირება, კონსალტინგი და ქოუჩინგის მიმართულებები.

რუსუდან თელიას ორგანიზაციებთან მუშაობის მდიდარი გამოცდილება აქვს - ის ამჟამად Develor-ის გუნდის წევრია და არის კონსულტანტი და ტრენერი პიროვნული განვითარებისა და მენტალური ჯანმრთელობის მიმართულებით. რუსუდანი ამბობს, რომ ადამიანის განვითარება და თვითრეალიზაცია, მუდმივ ცვლილებებთან შემოქმედებითი და ჯანსაღი ადაპტაცია, იქნება ეს ორგანიზაცია თუ სხვა სისტემა, მენტალური კეთილდღეობის ერთ-ერთ საკვანძო საკითხს წარმოადგენს.

ცოტა ხნის წინ Develor-ის საერთაშორისო გუნდმა ჩაატარა კვლევა და შეისწავლა 2024 წლის სწავლებისა და განვითარების ტრენდები.

უფრო დაწვრილებით კვლევის, მასში Develor Georgia-ს მონაწილეობისა და რეკომენდაციების შესახებ Entreprenereur სწორედ რუსუდან თელიას ესაუბრა.

"დეველორი" ევროპის, შუა და ცენტრალური აზიის 16 ქვეყანაშია წარმოდგენილი და ყოველწლიურად ათასობით კომპანიას ხვდება, რეგულარულად იკვლევს მათ საჭიროებებს, თუმცა საერთაშორისო დონეზე მსგავსი კვლევის ჩატარების მიზეზი, ერთი მხრივ, კლიენტებისთვის უფრო ფართო სურათის ჩვენება და მეორე მხრივ, ორგანიზაციების საჭიროებებისთვის სათანადოდ მომზადება იყო. კვლევა 2023 წლის დეკემბერში ჩატარდა და მასში 11 ქვეყანა, მათ შორის საქართველოც მონაწილეობდა. კვლევა აერთიანებს ჯამში 1776 რესპონდენტის პასუხს და 200-ზე მეტი ჩაღრმავებული ინტერვიუს შედეგებს. გამოიკითხა როგორც მცირე, ისე საშუალო და მსხვილი კომპანიების წარმომადგენლები. მსგავსი კვლევის ჩატარებას "დეველორი" ყოველწლიურად გეგმავს. ამგვარი კვლევის რეგულარული ჩატარება მნიშვნელოვანია, რათა სწრაფი ცვლილებების ფონზე პულსზე გვეჭიროს ხელი. გარდა ამისა, გლობალური ტრენდების მიუხედავად, არსებობს ქვეყნებს შორის განსხვავებაც, მაგ. ამერიკაში არსებული მოთხოვნილება შესაძლოა განსხვავდებოდეს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისგან.

რა ძირითადი მიგნებები აქვს კვლევას? რა ტრენდები იკვეთება კორპორაციებში გლობალურად?

კვლევაში შესწავლილი იყო ეიჩარის 2024 წლის მთავარი პრიორიტეტული სტრატეგიები. შედეგების მიხედვით აღმოჩნდა, რომ თანამშრომლების "ჩართულობა და შენარჩუნება" კვლავ მთავარ პრიორიტეტად რჩება. რადგანაც ბოლო წლებში ე.წ. Quiet Quitting (სამსახურის ჩუმად დატოვება) ტენდენცია საკმაოდ მაღალია და კომპანიებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. ეს მჭიდრო კავშირშია ტალანტების დაქირავებასა და განვითარებასთან, რომელიც ამ გამოკითხვის მიხედვით რიგით მე-3 პრიორიტეტად დასახელდა. ალბათ გასაკვირი არც უნდა იყოს, რომ გამოკითხულთა 33.8 % მიიჩნევს, რომ ლიდერობის განვითარება სტრატეგიულად ძალიან მნიშნელოვანია, რადგანაც სწორედ ლიდერობაა საჭირო ბიზნესში სწორი გადაწყვეტილებების მიღებასა და პერმანენტული ცვლილებების მართვაში. ასევე საყურადღებოა დიგიტალიზაცია და ხელოვნური ინტელექტი, რომელზე მოთხოვნაც კიდევ უფრო მზარდი იქნება მომავალ წელს.

თუ გამოიკვეთა ამ შედეგების ფონზე, რა მიმართულებით ითხოვენ ან საჭიროებენ კონსულტაციებსა და ტრენინგებს კომპანიები?

ლიდერობა და კომუნიკაციის სწავლება კომპანიების მიერ ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად სატრენინგო თემებად დასახელდა. თუმცა #1 მოთხოვნა აღმოჩნდა თანამშრომლებში მედეგობისა და სტრესის მართვის უნარების გაძლიერება. მე, როგორც მენტალური ჯანმრთელობის კონსულტანტს, ეს მონაცემი არ მიკვირს. ხელოვნური ინტელექტის ზრდასთან ერთად აჩქარებულია ტემპი და მუდმივი ცვლილებები ჩვენი ახალი რეალობაა, ამ ყველაფერთან გამკლავება კი მარტივი არაა. თანამედროვე სამყაროს ბუნდოვანების, ტემპის, მოულოდნელობებისა და კომპლექსურობის ფონზე კი იზრდება სტრესი, შფოთვა და დეპრესია. ამას გლობალური კვლევებიც ადასტურებს. მაგ. Gallup-ის მოცემების თანახმად, მსოფლიოში დასაქმებულების 44% ყოველდღიურად განიცდის სტრესს სამსახურში. იგივე და კიდევ უფრო უარესი ხდება ჩვენთანაც. დაახლოებით იმავე პერიოდში (2023 წლის ნოემბერი) ეისითიმ ჩაატარა თანამშრომლების ჩართულობისა და მენტალური ჯანმრთელობის კვლევა, რომლის მიხედვითაც, დასაქმებულთა 65%-ს აქვს გამოფიტვა და გადაწვა, , 49%-ს - პროდუქტიულობის მკვეთრი ვარდნა, 50 % -ს - კონცენტრაციის სირთულეები, ზუსტად ამდენივეს (50%) - ფეთქებადი, თავშეუკავებელი ხასიათის ნიშნები.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ სწავლებისა და განვითარების მიმართულებით ბიუჯეტები, ეკონომიკური კრიზისების და რეგიონში რუსეთ-უკრაინის ომის მიუხედავად, პატარა ნაბიჯებით, მაგრამ მაინც მზარდია (ორ წელიწადში ჯამური ბიუჯეტი 5%-ითაა გაზრდილი).

როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება იყოს ამ შედეგების საფუძველი - რა დასკვნები უნდა გააკეთონ კომპანიებმა?

კომპანიებისთვის ეს ძალიან თვალსაჩინო, ხელშესახები საკითხია და დიდი ალბათობით მმართველი რგოლის წარმომადგენლები და ეიჩარებიც ძალიან კარგად გრძნობენ და ხედავენ საკუთარი კომპანიის საჭიროებებს. თუმცა კვლევამ ზოგადი სურათი კიდევ უფრო ფართოდ დაგვანახვა. დაგვანახვა ყველა ის პრიორიტეტული თემა, რაზეც უნდა იმუშაონ კომპანიებმა. თანამშრომლების ადგილზე განვითარება დასახელებული თემების მიმართულებით დღეს არ არის ფუფუნების თემა, გარდაუვალი საჭიროებაა, რომლის გარეშეც ორგანიზაციები, უბრალოდ, ვერ გადარჩებიან. ასევე სტრატეგიულად მნიშვნელოვან საკითხად იქცა თანამშრომლების მენტალური ჯანმრთელობა, რომელიც ცხადია, მხოლოდ მედეგობისა და სტრესის მართვის უნარებით არ შემოიფარგლება. სტრესის წყარო ბევრი რამ შეიძლება იყოს კომპანიაში, დაწყებული ორგანიზაციის განვითარების ხედვის არარსებობისა და ბუნდოვანების, დამთავრებული პროცესების გაუმართაობითა თუ არსებული სამუშაოსთვის შეუსაბამო დატვირთვა-ანაზღაურებით. თუმცა მედეგობისა და სტრესის უნარის გაძლიერებით თანამშრომელი ხდება უფრო თავდაჯერებული და პროაქტიურ ცვლილებებთან მიმართებაში, უკეთესად ახერხებს ადაპტაციას, გუნდის წევრებთან კომუნიკაციას და სამსახურებრივი როლის უკეთ შესრულებას.

კვლევის შედეგად ასევე, გამოვლინდა 2024 წლის ტრენინგების ჩატარების სასურველი ფორმატი. კვლავ არსებობს მოთხოვნილება ონლაინტრენინგებზე, თუმცა უმეტესობა (48.5%) მაინც პირისპირ, ლაინფორმატს ამჯობინებს.

Develor-ი სწორედ ამ მიმართულებით სთავაზობს მათ დახმარებას - კონკრეტულად რა სერვისებია ხელმისაწვდომი ქართულ ბაზარზე მომუშავე კომპანიებისთვის?

"დეველორი" ყველა ამ საჭიროებას პასუხობს თავისი კომპლექსური პროგრამებითა და საერთაშორისო ექსპერტიზით. ეს ყველაფერი დღეს უკვე ხელმისაწვდომია საქართველოში ფუნქციონირებადი კომპანიებისთვის, როგორც ქართულ, ისე სხვადასხვა ევროპულ ენებზეც. "დეველორის" პროგრამების ჩამონათვალი ძალიან გრძელია, იქნება ეს ლიდერობის ყველა დონის ტრენინგის მოდული, კომუნიკაციის კომპლექსური პროგრამები, ფსიქოლოგიური უსაფრთხოების მოდულები, პიროვნული ეფექტიანობის, გუნდური შეჭიდულობის თუ მედეგობისა და სტრესის მართვის პროგრამები. "დეველორი" ითვალისწინებს სწავლების თანამედროვე მიდგომებს და აქტიურად იყენებს თამაშზე დაფუძნებულ სწავლებას. მისი მიდგომა ქცევის ცვლილების გრძელვადიან შედეგზე არის გათვლილი და შეთავაზებაც კომპლექსურ ხასიათს ატარებს, მათ შორის წინასწარ კომპანიის სპეციფიკური საჭიროების შესწავლით. რაც ყველაზე საგულისხმოა, არის ის, რომ "დეველორი" არ აკეთებს მოდულების კოპირებას, ის არგებს და ითვალისწინებს, როგორც ქართული ბაზრის თავისებურებებს, ასევე კომპანიის მოთხოვნებს, მის მტკივნეულ საკითხებს და მის ენას. უფრო მეტიც, ტრენერებსაც კი იმის მიხედვით არჩევს. თუ ვისი გამოცდილებაც ყველაზე მეტად ერგება კომპანიას.

სიახლეები

საახალწლო სურვილები

თუ თქვენს თავს ისე შეხედავთ, როგორც საყვარელი ფილმის გმირს ან წიგნის პერსონაჟს, გაცილებით ცნობისმოყვარე გახდებით საკუთარი ცხოვრების მიმართ

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

მენეჯმენტი

რესტორნის მფლობელის ხუთი გამოწვევა

რესტორნის ახალბედა მფლობელები სათანადოდ არ აფასებენ საწყის კაპიტალს, რომელიც ახალი რესტორნის გასახსნელადაა აუცილებელი

ლიდერობა

5 უმნიშვნელოვანესი ლიდერული თვისება

ლიდერი ყოველთვის უსმენს თავის გარშემომყოფებს და საკუთარ აზრს უპირატესად არ მიიჩნევს