Cyber Week Sale! 50% Off All Access

უორენ ბაფეტისა და ბილ გეიტსის წარმატების მთავარი საიდუმლო ყურადღების გამახვილება მხოლოდ მოდური სიტყვა კი არ არის, ის გაცილებით მეტს ნიშნავს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Time

HBO-ს ახალი დოკუმენტური ფილმი, "როგორ უნდა გახდე უორენ ბაფეტი", მილიარდერის მოგზაურობაა მისი ბავშვობიდან, როდესაც ანტრეპრენერულად მოაზროვნე ბიჭუნა იყო, მსოფლიოს ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანამდე (ზოგიერთ წლებში იგი ყველაზე მდიდარიც კი იყო მსოფლიოში).

დოკუმენტურ ფილმში მსოფლიოს კიდევ ერთ უმდიდრეს ადამიანთან, ბილ გეიტსთან, მის მეგობრობაზეც არის გამახვილებული ყურადღება. ერთ-ერთი სცენაა, როდესაც ბაფეტი და გეიტსი სისხამ დილით ერთმანეთს ხვდებიან და მაგიდასთან სხდებიან. ამ დროს ორივეს ქაღალდის ფურცელზე რაიმე ისეთი სიტყვის დაწერას სთხოვენ, რომელმაც მათი აზრით, ყველაზე დიდი როლი შეასრულა მათსავე წარმატებაში.

გასაოცარი არ არის, რომ ბაფეტმა და გეიტსმა თავიანთ ფურცლებზე ერთი და იგივე სიტყვები დაწერეს: "ყურადღების გამახვილება".

ამასთან, ეს სულაც არ ყოფილა დამთხვევა − მთელი მსოფლიოს წარმატებული ადამიანები, რომლებსაც ოდესმე შევხვედრივარ, თავიანთ კარიერას მხოლოდ ყურადღების გამახვილებას მიაწერენ, ანუ მთელი ძალების მიმართვას ერთი მთავარი მიზნის მიღწევაზე.

სინამდვილეში, ჩვენთვის ხშირად სწორედ ეს არის წარმატება. ისტორიულად ისე ჩამოყალიბდა, რომ რენესანსის ეპოქის ადამიანებს, რომლებიც გარკვეულ სფეროებში კარგად იყვნენ განვითარებულნი, თავიანთი ცოდნისა და ძალისხმევის გამო აფასებდნენ. ახლა კი, ჩვენთვის გამარჯვება ხშირად იმას ნიშნავს, რომ საუკეთესონი ან ჩვენი თანატოლების ჯგუფში საუკეთესოთა შორის მაინც ვიყოთ.

თუ ჩემს ახლანდელ უამრავ საქმეებს გავითვალისწინებთ, რომლებსაც პარალელურად ვაკეთებ, გამოდის, რომ სხვას ვამბობ და სხვას ვაკეთებ, ანუ ცნობილი პლაკატის ბიჭი ვარ − "გააკეთე ისე, როგორც გეუბნები, და არა ისე, როგორც მე ვაკეთებ!" მაგრამ კარიერის დასაწყისში პირველი მილიონის გამომუშავება სწორედ ყურადღების გამახვილებით შევძელი. ბოლო ოცი წლის განმავლობაში ყველაზე დიდ წარმატებას მაშინ მივაღწიე, როდესაც ასე თუ ისე სერიოზულად მქონდა ყურადღება გამახვილებული.

მსგავსი სტატია: როგორ დაიწყეს სამყაროს უმდიდრესმა ადამიანებმა კარიერა

საინტერესოა, როგორ უნდა გაამახვილოს ადამიანმა მხოლოდ ერთ საკითხზე ყურადღება, როდესაც დღევანდელ სამყაროში უამრავი ფაქტორია, რომლებიც ყურადღებას სერიოზულად გვიფანტავს.

კონკრეტული მიზანი დაისახეთ. როდესაც სტუდენტი ვიყავი, კოლეჯის დიდი ვალი დამიგროვდა − $40,000 და მიზნად დავისახე, 30 წელს რომ მივაღწევდი, ჩემი მთლიანი ქონება აუცილებლად $1 მილიონი უნდა ყოფილიყო. ზუსტად ვიცოდი, რა მიზანი მქონდა დასახული. შემდეგ ამ მიზნის მისაღწევად გეგმაც შევადგინე, და ვიდრე საკუთარ მიზანს არ მივაღწიე, ამ გეგმიდან აღარ გადამიხვევია. ყურადღების გამახვილება რაიმე საკითხზე გაცილებით მარტივი ხდება, თუ ნათლად დაისახავთ მიზანს და მის მისაღწევ გეგმას განუხრელად შეასრულებთ.

საკუთარ გზას მიჰყევით. უორენ ბაფეტმა, როგორც ინვესტორმა, გაცილებით დიდ წარმატებას მიაღწია, ვიდრე ნებისმიერმა ადამიანმა ისტორიაში. დღე არ გავა, ახალი რეკომენდაცია არ გამოჩნდეს, რომ რომელიღაც გარკვეული გზით უნდა იმოქმედოთ, მაგრამ უორენი ამბობს, რომ სხვა ინვესტორების გზას ან რჩევებს არასოდეს ითვალისწინებს. მხოლოდ იმ ბიზნესებზე ამახვილებს ყურადღებას, რომლებშიც კარგად ერკვევა, და ინვესტირებას მაშინ ცდილობს, თუ გრძნობს, რომ ეს აუცილებელია; ეს კი იმას ნიშნავს, რომ თავისი მრავალწლიანი საინვესტიციო კარიერის განმავლობაში, მას ძალიან ცოტა ინვესტიცია თუ აქვს განხორციელებული ან "გარიგება" აქვს დადებული. თუ ზუსტად იცით, რა არის უფრო ეფექტური თქვენს შემთხვევაში, ყურადღება არ უნდა გადაიტანოთ იმაზე, რასაც სხვები აკეთებენ.

თამაშის წესები ისწავლეთ: როგორც ცნობილია, ალბერტ აინშტაინმა ერთხელ განაცხადა: "აუცილებლად უნდა ისწავლოთ თამაშის წესები. ამის შემდეგ კი, ნებისმიერზე კარგად უნდა ითამაშოთ". ყურადღების გამახვილების თვალსაზრისით, ეს ყველაზე ძლიერი სიტყვებია. ჩვენი საზოგადოება მოქმედებებზე გადასვლის საზოგადოებაა. ამ დროს კი, უმნიშვნელოვანესია, მთელი ყურადღება რაღაცის გაკეთებაზე კი არ გქონდეთ გადატანილი, არამედ საფუძვლიანად უნდა ერკვეოდეთ იმის პარამეტრებშიც, რის გაკეთებასაც აპირებთ − ბუნებრივია, როგორც ახლა, ისე მომავალშიც. ბაფეტი დღესაც საკმაოდ დიდ დროს ატარებს კითხვაში და საკმაოდ ცოტას, ზომების მიღებაში. იმ ბაზრის წინასწარ და შეცვლილ პარამეტრებში გარკვევა, რომელზეც თქვენს საქმიანობას აწარმოებთ, დაგეხმარებათ ყურადღება გაამახვილოთ და საჭირო ადგილას აღმოჩნდეთ.

ლაკმუსის ქაღალდი გამოიყენეთ თქვენი დროის განსასაზღვრად. ცხოვრებაში იმდენად ბევრი შესაძლებლობა და ფაქტორი არსებობს, რომლებიც ყურადღებას გიფანტავთ, რომ საკუთარ თავს გამუდმებით უნდა ჰკითხოთ, სათანადო დროს უთმობთ თუ არა იმის დადგენას, რაზე გაქვთ გამახვილებული ყურადღება. თუ აღმოაჩენთ, რომ მრავალფეროვანი ინტერესები გაქვთ, გული სხვადასხვა მიმართულებით მიგიწევთ, ზოგიერთ საქმიანობაზე უარი უნდა განაცხადოთ. თუ ასე არაა, ჩვეულ რეჟიმში უნდა გააგრძელოთ მუშაობა. თუ აღმოჩნდა, რომ სხვა ინტერესებიც გაქვთ, აუცილებლად დარწმუნდით იმაში, რომ თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თქვენი ძირითადი საქმიანობაა, და იგი ყველა დანარჩენ საქმეზე მეტად იპყრობს თქვენს ყურადღებას.

მსგავსი სტატია: ბილ გეიტსი ამბობს, რომ სტარტაპის ახალბედა დამფუძნებლებმ უნდა...

შესაძლოა, ისეთი მდიდარი, როგორიც უორენ ბაფეტი ან ბილ გეიტსია, ვერასოდეს გახდეთ, მაგრამ მთელი ყურადღების იმაზე გამახვილება, რის მიღწევასაც ცდილობთ და მასთან ერთად, შეუპოვრობა, რომლითაც ამ გეგმაზე ყოველდღიურად იმუშავებთ, წარმოუდგენლად წარმატებულს გაგხდით.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

16 ციტატა ახალ წელს ცვლილებების დასაწყებად

ცვლილებები აზრებით იწყება. გადახედეთ ციტატებს, რომელთა ავტორებმაც დიდი ცვლილებები მოახდინეს მთელი ისტორიის განმავლობაში

ინდუსტრიული ტრენდები

ქალები, რომლებიც "ელპლუსის" საწარმოში წარმატებას ქმნიან

გაიცანით დიანა ველთაური და ეთერ ჭუმბურიძე, რომლებიც ელპლუსის საწარმოს მაღალკვალიფიციურ გუნდს ხელმძღვანელობენ