Get All Access for $5/mo

ვინ გაიზარდა? - თამთა ჭოჭუა SafeSept

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

თამთა ჭოჭუა
სეიფსეპტი

"კომპანია "სეიფსეპტი" 2019 წელს დავაარსეთ. ჩვენი სტარტაპის მიზანი იყო, მომხმარებლისთვის ბაზარზე ნაკლებად ხელმისაწვდომი პროდუქცია შეგვეთავაზებინა. კერძოდ, საუბარია ანტიალერგიულ სადეზინფექციო საშუალებების სხვადასხვა სახეობაზე, რომელიც გამოიყენება ბავშვებისთვის, შინაური ცხოველებისთვის, მცენარეებისთვის, ოფისებსა და სახლში სხვადასხვა ნივთის სადეზინფექციოდ.

"სეიფსეპტის" წარმოება ეფუძნება არა ქიმიურ, არამედ ბუნებრივი გენეზით მიღებულ ელემენტებს, რომელთა კომბინირება შემუშავებულია თანამედროვე მეცნიერებათა ელექტრო-ქიმიურ მოქმედებაზე. პოლიჰექსანეთილგუანიდინის ჰიდროქლორიდი (პჰმგ-ჰიდროქლორიდი) წარმოადგენს ახალი თაობის სამედიცინო სადეზინფექციო საშუალების ძირითად ფუძეს, რომელიც მოქმედებს უფრო ეფექტურად და "ინტელექტუალურად" ‒ ანადგურებს მიკროორგანიზმებს, მაგრამ რჩება გარემოს მიმართ ნეიტრალური და ქიმიურ რეაქციაში მასთან არ შედის.

პჰმგ-ჰიდროქლორიდის მოქმედების მექანიზმი პრინციპულად განსხვავდება ტრადიციული დეზინფექტანტების მოქმედების მექანიზმისგან, რომლებიც ბექტერიების უჯრედებთან ერთად არღვევენ მათთან კონტაქტში მყოფი აქტივობის ნებისმიერ ფორმას.

პანდემიის დროს ჩვენს პროდუქციაზე საგრძნობლად გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, კომპანიისთვის სასწრაფოდ დაგვჭირდა ადამიანური რესურსის დამატება, სხვა შემთხვევაში მოთხოვნას ხარისხიანად ვერ დავაკმაყოფილებით. შესაბამისად, დავასაქმეთ ათზე მეტი ადამიანი, რომლებიც დღესაც ჩვენი გუნდის წევრები არიან.

საინტერესო ფაქტია, რომ დამატება არ მომხდარა ეტაპობრივად − ზუსტად 3 დღის განმავლობაში მოვახერხეთ დაგვემატებინა 12 ახალი თანამშრომელი სხვადასხვა მიმართულებით, კერძოდ: გაყიდვებში, მარკეტინგში, ადმინისტრაციულ ნაწილში, ქოლცენტრში, დისტრიბუციაში, მარაგებში და ფინანსებშიც. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ თანამშრომლების დამატებასთან ერთად, 1 თვეში ორჯერ გამოვიცვალეთ ოფისი.

ვინაიდან შიშის პირველმა ტალღამ გადაიარა და პარალელურად ბაზარზე ძალიან ბევრი კონკურენტი გამოჩნდა, რა თქმა უნდა, მოთხოვნამ იკლო. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, გაგვეზარდა ასორიტმენტი და დღეს მომხმარებელს ვთავაზობთ ეკონომიკური საქმიანობის გაგრძელებისთვის საჭირო ჰიგიენური მოთხოვნების სრულ კომპლექტს.

ნებისმიერი ბიზნესის წარმომადგენელს, ჩვენთან ერთი დარეკვით ან მოსვლით შეუძლია სრული აღჭურვილობა შეიძინოს მუშაობის გასაგრძელებლად.

მომხმარებელს სრულ კომფორტს ვუქმნით, რადგანაც უსწრაფესად ვახორციელებთ ადგილზე მიტანის სერვისსაც. ზემოთ აღნიშნულმა ქმედებებმა ხელი შეუწყო კომპანიაში სტაბილურ გაყიდვებს.

ზაფხული უმეტესი ბიზნესისთვის რთული პერიოდია. ვფიქრობ, ეს ფაქტორი ჩვენზეც იმოქმედებს, თუმცა, მიუხედავად ამისა, ვგეგმავთ გავაძლიეროთ გაყიდვები და დამატებით ვაპირებთ მინიმუმ 5 თანამშრომლის აყვანას გაყიდვების განყოფილებაში."

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

სიახლეები

მეიჯერელ საქართველო დისტანციურ დასაქმებას განაგრძობს

"მეიჯერელი" სწრაფად იზრდება, ყოველ წელს ახალი დამკვეთები შემოდიან საქართველოს ბაზარზე, რაც კომპანიას კიდევ უფრო მეტი ადამიანის დასაქმების საშუალებას აძლევს