Get All Access for $5/mo

"ვისურვებდი, მეტი ადამიანი დამეთხოვა სამსახურიდან" "მომსახურე ლიდერის" არსი არ გახლავთ, იყოს სასიამოვნო ნებისმიერ ფასად

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur

Panera Bread-ის დამფუძნებელს, ბიზნესის მართვის იდეალური რეცეპტის მისაგნებად, სამი ათეული წელი დასჭირდა. ახლა, მას შემდეგ, რაც იანვარში კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან გადადგა, წარსულის გამოცდილებას იხსენებს და გვიზიარებს საკუთარ შეხედულებას იმის შესახებ, თუ რას გააკეთებდა სხვანაირად.

26 წლის განმავლობაში, საჯარო კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ვიყავი. ეს იმაზე მეტი დროა, ვიდრე ის, რაც კალ რიპკენ უმცროსი ბეისბოლს თამაშობდა. მე არ ვიყავი ერთადერთი, ვინც Panera-ს დიდხანს შემორჩა – ბევრი ჩემი კოლეგაც მსგავსად მოიქცა. ერთ-ერთი მათგანი, უფროსი აღმასრულებელი იყო, რომელიც ჩემთან ერთად 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იზრდებოდა. სამსახურმა იგი სწრაფად გაზარდა და სრულებით გამოაცალა ენერგია. ეს თავადაც იცოდა, მაგრამ ჩემთვის თქმას ვერ ბედავდა და კვლავ აგრძელებდა სამსახურში სიარულს. წლების განმავლობაში, მას ძალას ვატანდი და ველოდი, საბოლოოდ თავად როდის გადადგამდა რაიმე ნაბიჯს, თუმცა ჩემი ინიციატივით სამსახურიდან არ გამითავისუფლებია. ახლა, როცა ამ ამბავს ვიხსენებ, ვხვდები, რატომ. ზედმეტად ვცდილობდი, ვყოფილიყავი მზრუნველი ლიდერი, თუმცა რაც რეალურად უნდა გამეკეთებინა, მისი და ბევრი მსგავსი თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლება იყო.

ჩემნაირი მმართველები ეყრდნობიან მოდელს, რომელსაც "მომსახურე ლიდერს" ვუწოდებ. ამ მიდგომის არსი ისაა, რომ ლიდერი ცდილობს ემსახუროს თავის გუნდს და აქცენტს მათ კეთილდღეობაზე ამახვილებს. ჩემს გუნდს ოჯახად აღვიქვამდი, ხოლო ადამიანებს, რომლებიც იქ მუშაობდნენ და კომპანიის მშენებლობაში მონაწილეობას იღებდნენ – ფენომენალურად მივიჩნევდი. ბევრის თქმა შეიძლება ამ მოდელის სასარგებლოდ, თუმცა არსებობს ნაკლოვანებებიც, რომლის გაცნობიერებისთვის წლები დამჭირდა. მაშინ, როდესაც ჩვენი ბიზნესი უფრო რთული გახდა და მეტი გამოწვევა გაჩნდა, ბევრი თანამშრომელი ვეღარ ახერხებდა განვითარების ტემპს აჰყოლოდა. იმის ნაცვლად, რომ მათ შევწინააღმდეგებოდი, ვპოულობდი სიტუაციის გამოსწორების გზებს. დროდადრო მზად ვიყავი, საქმე მათ ნაცვლად მეკეთებინა, რაც, თავის მხრივ, ორგანიზაციას ვნებდა.

რატომ დამჭირდა ამდენი ხანი ამ ადამიანების სამსახურიდან გასათავისუფლებლად? გამოცდილება მაშინ მოდის, როდესაც თავით კედელს ეჯახები. თანაც, გულწრფელად, რომ გითხრათ, კარიერის ბოლო 10 წლის განმავლობაში, ჩემი, როგორც ლიდერის, როლი გავითავისე. ახლა ვხედავ ჩემს შეცდომას. მაშინ ვერ ვაცნობიერებდი, რომ ლიდერს არ შეუძლია გაუმკლავდეს გუნდის წევრის ყველა სიგიჟეს. თუ თანამშრომელი არ არის პროდუქტიული, ლიდერს აქვს უფლება და ვალდებულება, იგი სამსახურიდან დაითხოვოს.

ზოგადად, გავიაზრე, რომ "მომსახურე ლიდერის" არსი არ გახლავთ, იყოს სასიამოვნო ნებისმიერ ფასად. არამედ, სწორედ ისაა, რომ ნებისმიერ ფასად მზად იყოს დახმარებისთვის. ლიდერი "დაუნდობელი" გულწრფელობითაც უნდა გამოირჩეოდეს – რისი გაკეთებაც შესაძლებელია კეთილგანწყობისა და სიყვარულის გზით. "მოხდეს რაც მოსახდენია" და გახსოვდეს – გულწრფელობა ყოველთვის სასარგებლოა. როდესაც ვინმეს მიუთითებ მის მიერ შესრულებულ ცუდ სამუშაოზე, ამ გზით პასუხისმგებლობას აკისრებ. შედეგად, შესაძლოა ამ ადამიანებმა გააუმჯობესონ მუშაობა ან დატოვონ კომპანია. ამ შემთხვევაში, თანამშრომლები თავად იღებენ პასუხისმგებლობას იმის მიუხედავად, თუ როგორია შედეგი.

მოდი, ისიც ნათლად ვთქვათ, რომ ამ გზით ბევრ თანამშრომელს დაკარგავთ, მაგრამ არა უშავს.

მიუღწეველის მიღწევა თეორიულად შეუძლებელია, მაგრამ ისიც გახსოვდეთ, რომ შეუძლებელი არაფერია. ზოგი ლიდერი ფიქრობს, რომ გაწვრთნის დაქირავებულს, რათა გახდეს დამქირავებლისთვის სასურველი ან თანდათანობითი განვითარებით შესძენს სასურველ თვისებებს. ეს უბრალოდ არ ხდება. ადამიანები არიან ისეთები, როგორებიც არიან. ლიდერის პასუხისმგებლობა არ არის, წარმატებულად აქციოს პიროვნება, არამედ მისი ამოცანაა მიმართულება მისცეს ორგანიზაციის განვითარებას და გუნდის წევრებს გაუზიაროს მათ ხელთ არსებული ერთობლივი ზრდის შესაძლებლობა. მმართველი ქმნის სივრცეს, რომელიც გაძლევს საშუალებას, კარგად შეასრულო შენი საქმე. შემდეგ, თითოეული თანამშრომელი თავად ირჩევს საკუთარ გზას და განაგებს კარიერას.

ამრიგად, დავუბრუნდეთ თემას იმ დიდი სტაჟის მქონე აღმასრულებლის შესახებ, რომელიც საკუთარმა სამსახურმა ზედმეტად გადაღალა. ორი წლის ცუდი მუშაობის შემდეგ, საბოლოოდ შევეწინააღმდეგე. ერთობლივად შევთანხმდით, რომ კომპანია უნდა დაეტოვებინა. რაც უფრო ჩამოვყალიბდი, როგორც ლიდერი, მსგავსი გამოცდილება უფრო მეტი დამიგროვდა – გულწრფელი საუბრები, რომელიც კომპანიის დატოვებით სრულდებოდა. თანამშრომლები ხშირად გამოხატავდნენ მადლიერებას. ადამიანები, რომლებიც სამსახურიდან დავითხოვე, აღნიშნავდნენ, რომ ამ პროცესში ბევრად მეტი ისწავლეს საკუთარი თავისა და შესაძლებლობების შესახებ, ვიდრე მთელი კარიერის განმავლობაში. ამის გამო, თავს კარგად ვგრძნობ. ეს იმას ნიშნავს, რომ წარმატებით შევასრულე "მომსახურე ლიდერის" როლი.

ლიდერობა

10 გზა თვითშეფასების ასამაღლებლად

"დაბალი თვითშეფასება ცხოვრებაში ამოწეული ხელის მუხრუჭით გადაადგილებას ჰგავს"

Business News

ეპიზოდ ჯგუფი - საკუთარი საქმის სიყვარულით შექმნილი წარმატების ისტორია

"კომპანიის სახელთან ემოციური კავშირი მაქვს, რადგან ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე საუბრისას ერთ-ერთი განმსაზღვრელი ტერმინი ჩემთვის სიტყვა "ეპიზოდი" იყო"

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია