Get All Access for $5/mo

5 რამ , რაც რეკლამის ინდუსტრიის წარმომადგენლებმა COVID-19-ის პანდემიისას უნდა გაითვალისწინონ თქვენს ბრენდზე ყურადღების გონივრულად გასამახვილებლად, უფრო მნიშვნელოვანი დრო არასოდეს ყოფილა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ABC News

COVID-19-ის ახლანდელმა პანდემიამ დიდი პრობლემები შეუქმნა ბიზნეს საზოგადოებას, და მათაც, ვინც სარეკლამო ინდუსტრიაში საქმიანობს. დიდი ადამიანური დანაკარგებისა და დიდი ტრაგედიების პირობებში, კომპანიები იძულებულნი არიან მუშაობის სტილიც შეცვალონ, და თავიანთი პროდუქტებისა და მომსახურების რეკლამირებისა და გასაღების საშუალებებიც.

თუ გავითვალისწინებთ, რამდენად სერიოზულია და მძიმე დღევანდელი ვითარება და როგორი პანიკაა ატეხილი მთელ მსოფლიოში, შესაძლოა, სარეკლამო ინდუსტრიის წარმომადგენლებმა საკმაოდ ადვილად დაუშვან კრიტიკული შეცდომები, - შეცდომები, რომლებიც კორონავირუსის კრიზისის დასრულების შემდეგაც დიდხანს დარჩება მათთან. აქ ხუთი ფაქტორია მოცემული, რომლებიც ამ ინდუსტრიის ყველა წარმომადგენელმა უნდა გაითვალისწინოს COVID-19 პანდემიის ურთულეს წყლებში ნავიგაციის დროს.

1. საზოგადოება სერიოზულად არის შეშფოთებული

გლობალური პანდემიის დროს მარკეტინგი ნებისმიერ შემთხვევაში საკმაოდ დელიკატური საკითხია. უპირველესად, უნდა იცოდეთ, საიდან მოდიან ადამიანები და რაზე არიან ორიენტირებულნი, რადგან მათი მოთხოვნილებები სრულიად გასაგები მიზეზების გამო მნიშვნელოვნად შეიცვალა. ამჟამად, ადამიანებს საკუთარი და თავიანთი ოჯახების ჯანმრთელობა უფრო აღელვებთ, სხვა ყველაფერი უკანა პლანზეა გადასული და ეს სრულიად ბუნებრივია.

თქვენ შეგიძლიათ ამ ვითარების პასუხაოდ კომერციული წინადადებებების შეთავაზებისგან შეიკავიოთ თავი და ნაცვლად ამისა, საიმედო შეტყობინებები გაავრცელოთ. დაე, ადამიანებმა იცოდნენ, უსაფრთხოებისა და სანიტარიის რა ზომებს იღებს თქვენი კომპანია მათი პრობლემების შესამცირებლად. თქვენი პროდუქტების გასაყიდად საკმაო დრო გექნებათ, როდესაც COVID-19-ის კრიზისი გაივლის, მაგრამ ამ ეტაპზე ადამიანებს უნდა გაუგოთ, ეს არის გაცილებით სწორი.

2. ადამიანებს ფინანსები აფიქრებთ

COVID-19-ის კრიზისმა შორს მიმავალი ტალღისებრი ზემოქმედება მოახდინა მთელ ეკონომიკაზე, რამაც საფონდო ბირჟაზე სრული შოკი გამოიწვია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მართალია, ადამიანებს პირადი და თავიანთი ახლობლების ჯანმრთელობა აფიქრებთ, მაგრამ ისინი სტრესის ზემოქმედების ქვეშ არიან თავიანთი ფინანსების გამო, ეს ანგარიშები იქნება საკრედიტო ბარათებზე თუ საგადასახადო დავალიანება.

როგორც სარეკლამო აგენტს, შეგიძლიათ ამ ვითარების პასუხად ადამიანებს სპეციალური ფასები, ახალი ფინანსური გარიგებები და სხვა ინიციატივები შესთავაზოთ, რომლებიც მათ დაამშვიდებთ. ავტომობილების დილერებს შეუძლიათ, იმ ადამიანებს, რომლებიც COVID-19-ით არიან ინფიცირებულნი, გარკვეული დროის განმავლობაში გადასახადები აღარ გადაახდევინონ. ხოლო, მეიჯარეებმა კი მოიჯარეებს გაუწიონ შეღავათი საიჯარო გადასახადის შემთხვევაში. ეს ნაბიჯები ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალები იქნება ამ მშფოთვარე და გაურკვეველ დროს. მთავარია, ადამიანობა გამოიჩინოთ და გულახდილი იყოთ.

3. როგორც მოელიან, ბიზნესმაც უნდა შეიტანოს თავისი წვლილი კრიზისის მოგვარებაში

თუ COVID-19-ის კრიზისმა რაიმე გვასწავლა, ის არის, რომ ეს ვითარება ნებისმიერ ჩვენგანს ეხება, აქ ყველანი ერთად ვართ. ყოველ კომპანიას კრიზისის გადალახვის საკუთარი გზები აქვს, ჩვენს შორიახლოს მდებარე რესტორნით დაწყებული, დიდი ავიაკომპანიით დამთავრებული.

ამავე დროს, საზოგადოება მოელის, რომ კომპანიები საკუთარ წვლილს შეიტანენ ამ მძიმე მდგომარეობის შემსუბუქებაში. ამიტომ, შესაძლებლობა გამოიყენეთ, იმაზე ილაპარაკეთ, რასაც ადამიანების დასახმარებლად აკეთებთ. ბევრმა კომპანიამ უკვე განაცხადა, რომ თანამშრომლებისთვის ხელფასის გადახდას აგრძელებენ და ავადმყოფებს კი, დამატებით დროს აძლევენ, შესაძლოა, ეს მარკეტინგული შეტყობინებები საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდეს.

4. მყიდველებს მხოლოდ ელემენტარულზე აქვთ გამახვილებული ყურადღება

COVID-19-ის კრიზისი ღრმავდება, ადამიანები სოციალური დისტანცირების რეჟიმში არიან, და ასეთ დროს მომხმარებლები უკან იხევენ. მათ სრულიად ელემენტარულზე აქვთ ყურადღება გამახვილებული, იმ ნივთებსა და პროდუქტებზე, რომლებიც თვითონ მათ ან მათი ოჯახის წევრებს არსებობის გასაგრძელებლად სჭირდებათ ამ მძიმე დროს, როდესაც გადანაცვლება აკრძალულია და დიდ პრობლემას წარმოადგენს, და ინფექციის გავრცელების დიდი საფრთხე არსებობს.

თქვენ ამ ახალ რეალობაზე რეაგირება შეგიძლიათ, თქვენი მარკეტინგული მცდელობები ყველაზე მოთხოვნად პროდუქტებზე უნდა გაამახვილოთ. თქვენს ონლაინ გაყიდვების არხებს უნდა მიაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება, რომ თქვენს მომხმარებელს მოემსახუროთ. თუ ამას კარგად მოახერხებთ, შესაძლოა ამ რთულ ფინანსურ ვითარებაში, თქვენი ფულადი სახსრების მოძრაობა გაუმჯობესდეს.

5. ბრენდირებამ შესაძლოა მომავალ გაყიდვებს მისცეს ტონი

შესაძლოა, COVID-19-ის კრიზისის დროს მოთხოვნა მეტისმეტად შემცირდეს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ის გაქრება. სინამდვილეში, ფინანსური ექსპერტები შემყიდველობითსა და პროდუქტებზე მოთხოვნის ზრდას მოელიან, როგორც კი ვაქცინა იქნება მზად ან მკურნალობის რაიმე საიმედო საშუალება გამოჩნდება.

როგორც სარეკლამო ინდუსტრიის წარმომადგენელს, შეგიძლიათ ამ დროისათვის მოემზადოთ, საკუთარი ბრენდი შექმნათ და თქვენს საზოგადებასთან დაამყაროთ კავშირები, ადამიანებს მოთხოვნების დაკმაყოფილებაში დაეხმაროთ, შესამჩნევი და აქტიური იყოთ სოციალურ ქსელებსა და სხვა ონლაინ არხებში. არსებობს სხვადასხვა გზა, რომელთა გამოყენებითაც თქვენი ბრენდი გაცილებით ცნობადი გახდება და მომავალი გაყიდვებისთვისაც იქნება მზად.

COVID-19-ის კრიზისმა ახალი ლანდშაფტი შექმნა ბიზნესისთვის მთელ მსოფლიოში, როდესაც ზოგიერთ კომპანიას აკრძალული აქვს მუშაობა და სხვები კი გაცილებით აქტიურად მუშაობენ გაზრდილი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. რეკლამა კი ამ ყველაფრის ცენტრშია და მთელი რიგი პრობლემები აქვს, მაგრამ მას ზემოთ მოყვანილი ხუთი სახელმძღვანელო პრინციპი დაეხმარება, თუ მათ მიჰყვება.

სეი ტინუბუ

ანტრეპრენერი, Loatsad Promomedia Ltd - ის გენერალური დირექტორი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

სიახლეები

მეიჯერელ საქართველო ახლა უკვე ბათუმში!

Majorel-ს თბილისის ორ ოფისში და ქუთაისში 1500-მდე თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული