Get All Access for $5/mo

ახალგაზრდების 7 მცდარი აზრი ანტრეპრენერობაზე ყველაზე საინტერესოდ მიჩნეულია სწორედ ის ბრენდები, რომლებსაც ანტრეპრენერული ისტორია აქვთ

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur

ცოტა ხნის წინათ Google-მა ჩაატარა გამოკითხვა, თუ რას ფიქრობენ ახალგაზრდები პოპულარულ ბრენდებზე. აღმოჩნდა, რომ ყველაზე საინტერესოდ მიჩნეულია სწორედ ის ბრენდები, რომლებსაც ანტრეპრენერული ისტორია აქვთ.

ახალგაზრდა თაობა აღმერთებს კომპანიებს, როგორიცაა: Tesla, Facebook, Apple და Airbnb, ხოლო 1980-იანელები და 1990-2000-იანელები უდიდეს პატივს სცემენ ჭკვიან ტექნოლოგებს − ელონ მასკსა და სტივ ჯობსს − რომელთა გამოგონებებმაც სამყარო შეცვალეს.

მართალია, ახალგაზრდობა დარწმუნებულია, რომ ამ სამყაროში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ ანტრეპრენერობის რეალურად აღქმის უნარში ხშირად გამოუცდელობა უშლით ხელს. ქვემოთ განხილულია ის 7 მითი, რომლებიც ახალგაზრდებს შექმნილი აქვთ ანტრეპრენერობის ირგვლივ, და გვჯერა, რომ მათი გაცნობიერება სტარტაპერებს გაცილებით წარმატებული კომპანიების შექმნაში დაეხმარება.

მითი 1: განათლება და ტექნოლოგიური ანტრეპრენერობა შეუთავსებელია

სტივ ჯობსს, მარკ ცუკერბერგსა და ბილ გეიტსს სწავლა არ დაუსრულებიათ, ისე დააარსეს უზომოდ წარმატებული ტექნოლოგიები. ლეგენდების მიხედვით, ამ მეოცნებეებს სულაც არ სჭირდებოდათ სამეცნიერო ხარისხი მრავალმილიარდიანი ბიზნესების შესაქმნელად. შესაძლოა, ზოგიერთმა ისიც თქვას, რომ განათლება მათ ანტრეპრენერულ სულს ხელსაც კი შეუშლიდა.

მაგრამ ჯობსის, ცუკერბერგისა და გეიტსის მაგალითები გამონაკლისია. უმეტეს შემთხვევაში, შინაგანად მოტივირებულ და ნიჭიერ მომავალ ანტრეპრენერებს გაკვეთილებზეც ბევრის გაგება შეუძლიათ. მკითხველებმა არ უნდა დაივიწყონ, რომ ყველა ანტერპრენერი, რომლებმაც განათლების მიღება არ დაასრულეს, სკოლაში სწავლისას ძალიან ბეჯითები და გამორჩეულნი იყვნენ. ცუკერბერგი და გეიტსი ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტებიც კი გახდნენ.

მითი 2: კარგ პროდუქტებს გასაყიდად რეკლამა არ სჭირდება

ზოგიერთს მიაჩნია, რომ კარგ პროდუქტს ბაზარზე ფეხის მოსაკიდებლად რთული მარკეტინგული გათვლები არ სჭირდება. ამ მცდარ აზრს იზიარებს არა მხოლოდ ახალგაზრდობა, არამედ მოწიფულ ანტრეპრენერთა ნაწილიც. თუმცა, სინამდვილეში ძალიან მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ ახალ პროდუქტებზე ბაზარს ინფორმაცია აუცილებლად უნდა ჰქონდეს, მით უმეტეს, როცა ისინი განსაკუთრებულია.

თუნდაც iPod-ის მაგალითი განვიხილოთ: ეს პროდუქტი უკვე არსებობდა − Sony-ს MP3-ფლეიერების წარმოება ჰქონდა დაწყებული, თუმცა ბაზარზე მაინც ახალმა iPod-მა მოიკიდა ფეხი, რადგან გამორჩეულად კარგი პროდუქტი იყო და ხალხის ყურადღება მისმა მარკეტინგულმა სტრატეგიამ მიიპყრო.

მარკეტინგული გენიალურობის მაგალითია სლოგანი "1000 სიმღერა თქვენს ჯიბეში", რომელიც Apple-ს ახალი სიმაღლეების დაპყრობაში დაეხმარა.

მითი 3: ყველაზე წარმატებული ბიზნესი საუკეთესო იდეას ემყარება

ანტრეპრენერებივით ჩვენც ხშირად ვფიქრობთ, რომ საუკეთესო ბიზნესის საფუძველი საუკეთესო იდეაა. სინამდვილეში, კარგი ბიზნესი მას აქვს, ვინც კარგი იდეის წარმატებით განხორცილება შეძლო.

მართალია, ეს ორი ცნება ერთმანეთს ჰგავს, მაგრამ ერთსა და იმავეს არ ნიშნავს. კარგ იდეაზე დაფუძნებულ ორგანიზაციებს ნამდვილი პრობლემის სათანადოდ და, ამასთანავე, ეფექტიანად მოგვარების უნარი აქვთ.

მხოლოდ ფიქრი რაღაც დიდ იდეაზე გამოგონებაა და არა ანტრეპრენერობა. წარმატებული ანტრეპრენერობის ამოსავალი წერტილი გახლავთ იმ ბიზნესუნარების შესაწავლა, რომლებიც აუცილებელია იდეის ბაზარზე გასატანად.

მითი 4: ჭკვიან თანამშრომლებს მართვა არ სჭირდებათ

ზოგიერთი ახალგაზრდა ანტრეპრენერი დარწმუნებულია, რომ ბიზნესში წარმატების მისაღწევად მხოლოდ ჭკვიანი თანამშრომლების დაქირავება კმარა, დანარჩენი თავისთავად მოგვარდება.

მაგრამ მართვა ჭკვიანებსაც სჭირდებათ.

თუნდაც Google-ის მაგალითი ავიღოთ: 1998 წელს Google-ის თანადამაარსებლებმა, ლარი პეიჯმა და სერგეი ბრინმა, კომპანიის ხელმძღვანელად ერიკ შმიდტი აიყვანეს. პეიჯი და ბრინი შესანიშნავად აცნობიერებდნენ, რომ ორგანიზაციას წარმატების მისაღწევად გამოცდილი ლიდერები დასჭირდებოდა.

შმიდტი Google-ის მმართველობითი სისტემის სოლიდურობის გარანტი გახდა. იგი ჭკვიან თანამშრომლებს მუშაობაში ყველანაირად უწყობდა ხელს.

მითი 5: კლიენტმა არ იცის, რა სჭირდება

ზოგჯერ ანტრეპრენერები კლიენტების მოთხოვნას არ ითვალისწინებენ, მაგრამ წარმატებული ბიზნესის დაწყებას მაინც ახერხებენ. როდესაც Apple-მა iPhone-ზე დაიწყო მუშაობა, კლიენტთა უმრავლესობა ალბათ უკეთესი კლავიატურისა და დიდი ეკრანის მქონე სმარტფონს არჩევდა. მაშინ ცოტა თუ დაფიქრდებოდა იმ რევოლუციურ მოწყობილობაზე, რომელიც Apple-მა შექმნა.

თუმცა Apple გამონაკლისია − ეს არ დავივიწყოთ. მხოლოდ ზოგიერთ გამორჩეულ ანტრეპრენერს შეუძლია ისეთი პროდუქტის ან მომსახურების შექმნა, რომელიც მომხმარებლის მოლოდინს შეცვლის. უმეტეს შემთხვევაში მომხმარებლის აზრის გათვალისწინება ძალზე მნიშვნელოვანია ახალი ბიზნესის განვითარებისთვის.

მითი 6: წარმატება ან მალევე მოდის, ან არასოდეს

ახალგაზრდები ხშირად ისეთ ანტრეპრენერებს უყურებენ, როგორიც ბრაიან ჩესკია. ბრაიანი 26 წლის იყო, როდესაც Airbnb-ის თანადამაარსებელი გახდა. სწორედ ასეთი მაგალითების მიხედვით გაჩნდა აზრი, რომ წარმატება ან მალევე მოდის, ან არასოდეს. სინამდვილეში, ეს უმეტესად დროს მოითხოვს.

ზემოთაც ითქვა, რომ დიდი იდეის მოფიქრება მხოლოდ პირველი ნაბიჯია კარგი ბიზნესის შექმნის გზაზე, წარმატების მიღწევის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი კი ამ იდეის ხორცშესხმაა. თუმცა, საჭირო ბიზნესუნარების შესწავლა წლებსა და დიდ გამოცდილებას მოითხოვს. წარმატებაც სწორედ ამიტომ მოდის იმაზე გვიან, ვიდრე ელოდით.

მითი 7: ძველი ხალხი ინოვაციას არ ცნობს

მცდარი აზრია, რომ ძველი ხალხი ინოვაციას არ ცნობს. სინამდვილეში, ნებისმიერი წარმატებული ბიზნესი აუცილებლად სიახლისა და გამოცდილების ერთობლიობას ეფუძნება. თქვენი შესანიშნავი ბიზნესიდეის შესანიშნავი ხორცშესხმისათვის აუცილებლად საჭიროა მთელი რიგი უნარები, რომელთაგან ზოგიერთი მხოლოდ გამოცდილებასა და წლებს მოაქვს.

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

სიახლეები

ეს ყველაფერი მხოლოდ ასე შეიძლება შეფასდეს – ერის ღალატი!

ივანიშვილმა მიზანმიმართულად დაანგრია სტრატეგიული კავშირები აშშ-სა და ევროკავშირთან

ლიდერობა

10 გზა თვითშეფასების ასამაღლებლად

"დაბალი თვითშეფასება ცხოვრებაში ამოწეული ხელის მუხრუჭით გადაადგილებას ჰგავს"