Get All Access for $5/mo

ფსიქოლოგიური ზემოქმედების 5 გზა, რომელიც ბიზნესის დაწყებამდე აუცილებლად უნდა იცოდეთ ოდესმე თუ გამოგიყენებიათ ტექნიკა Pomodoro? - ცოტა ხანს მაქსიმალური პროდუქტიულობით მუშაობთ და შემდეგ კი ისვენებთ. იქნებ სცადოთ

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Pixabay

ახალი ბიზნესის დაწყება ერთსა და იმავე დროს აღმაფრთოვანებელიცაა და შიშისმომგვრელიც. ანტრეპრენერებს, როგორც წესი, წარმატების მიღწევა სურთ და ამისთვის იბრძვიან კიდეც. თუ ანტრეპრენერად მიგაჩნიათ თავი, მომხმარებლის ფსიქოლოგიის გაგებაც უნდა შეძლოთ, საკუთარის მართვა და მანიპულირებაც, რომ თქვენი ბიზნესი გაცილებით მომგებიანი გახადოთ.

გაეცანით ფსიქოლოგიური ზემოქმედების რამდენიმე საშუალებას, რომლითაც ბიზნესის სწორად დაწყებასაც შეძლებთ და თანაც მსოფლიო მნიშვნელობის ბრენდის შექმნის მეტი შანსი გექნებათ.

ფსიქოლოგიური ზემოქმედების ამ გზებს სამეცნიერო კვლევები კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის. თუ რამდენიმე მეთოდს გააერთიანებთ, დღევანდელ გადაჭედილ ბიზნესსამყაროში წარმატების მოპოვება არ გაგიჭირდებათ.

გაეცანით ფსიქოლოგიური ზემოქმედების გამოყენების გზებს:

1. ბრენდის ფერები თქვენი ინტერესების შესაბამისად გამოიყენეთ

ფერები მნიშვნელოვან როლს თამაშობს იმაში, თუ როგორ აღვიქვამთ კომპანიას და მის საქმიანობას. ვინიპეგის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული საჩვენებელი კვლევით გაირკვა, რომ გამოკითხულთა 62-დან 90 პროცენტამდე გადაწყვეტილებას ბრენდის შესახებ (აინტერესებს ის თუ არა) იმ ფერების მიხედვით იღებს, რომელიც მის დიზაინშია გამოყენებული.

როგორ უნდა დაარწმუნოთ კლიენტები ფერების მეშვეობით, რომ კარგ პროდუქტს ირჩევენ? დიაგრამაზე ფერების სქემაა ნაჩვენები და ისიც, თუ რა სახის ემოციებს იწვევს თითეული მათგანი.

ფერებით გამოწვეული ემოციების გზამკვლევი

ოპტიმიზმი

სიცხადე

სითბო

მეგობრული

მხიარული

თავდაჯერებული

აღფრთოვანება

ახალგაზრდული

გაბედული

შემოქმედებითი

წარმოსახვითი

ბრძნული

ნდობა

საიმედო

სიძლიერე

მშვიდობიანი

ზრდა

ჯანმრთელობა

წონასწორობა

წყნარი

ნეიტრალური

თქვენ იმაზე უნდა იფიქროთ, თუ რომელ პროდუქტს ქმნით და რა შეგრძნებას გამოიწვევს მომხმარებელში თქვენი ბრენდის დანახვა. ზემოთ მოყვანილ მაგალითში მეწამულ ფერს იყენებენ ბრენდები, რომლებიც შემოქმედებით აზროვნებას უწყობენ ხელს ან პროდუქტები აქვთ შემოქმედებითი განწყობის შესაქმნელად. არხი SyFy, რომელიც შემოქმედებითი (და ზოგჯერ ხალისიანი) იდეებით იკვალავს გზას, მეწამულს იყენებს ბრენდის შესაქმნელად, რომლის ცნობა ადვილად შეიძლება.

2. გაამარტივეთ რთული თემები

აუდიტორიის დაპყრობის ერთ-ერთი საუკეთესო გზა, პროცესის ან იდეის გასაგები ტერმინებით ახსნაა. გაიხსენეთ, ბოლოს როდის დაგებადათ შეკითხვები რომელიმე თემაზე, როდის დაინტერესდით სხვების აზრით და როდის მოძებნეთ სტატიები, რომლებმაც ახლა ადრინდელზე მეტად გიბიძგათ თავი გემტვრიათ იდეებზე.

საკუთარი კლიენტების დაბნევას ბუნებრივია არ მოინდომებთ და ამიტომ მარტივი ენით განუმარტეთ რთული საკითხები, რომ ყველაფრის გაგება შეძლონ.

თუ თემა რთულია, სათანადოდ დაყავით და ისე განუმარტეთ. თუ მკითხველები თქვენი ბიზნესგვერდის გაცნობისას თავიანთ შეკითხვაზე პასუხს მიიღებენ, რომელიც ფაქტებითაა გამყარებული, აუცილებლად თქვენს კლიენტებად გადაიქცევიან, რადგან თქვენს ბრენდს უკვე ენდობიან.

3. შთაბეჭდილების მოსახდენად გამოსახულება გამოიყენეთ

ბევრჯერ გვსმენია, რომ პირველი შთაბეჭდილება ყველაფერია. ეს თქვენს ბიზნესზეც ვრცელდება! ერთ-ერთი კვლევის თანახმად, რომლის სახელწოდებაა "ქცევისა და საინფორმაციო ტექნოლოგია", მომხმარებელთა უმრავლესობას სულ 50 მილიწამი სჭირდება იმის გადასაწყვეტად, დარჩეს თუ არა თქვენს ვებგვერდზე! სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პოტენციურ კლიენტს იმის გაგების საშუალება უნდა მისცეთ, თუ რას წარმოადგენს თქვენი პროდუქტი, როდესაც იგი თქვენს ვებგვერდზე მოხვდება.

პირველ შთაბეჭდილებასთან დაკავშირებულ რჩევებთან ერთად, მთელი სიცოცხლის განმავლობაში გვიმეორებენ, რომ ერთი სურათი 1000 სიტყვას უდრის. ესეც სიმართლეა! საკუთარ მომხმარებელს მხოლოდ გამოსახულების გამოყენებით შეგიძლიათ მეტი უთხრათ იმის თაობაზე, თუ რას აკეთებს თქვენი პროდუქტი ან მომსახურება, როგორ მოეწონებათ და რა სახის პრობლემებს მოუგვარებთ.

რა აზრმა გაგიელვათ თავში, როდესაც Coca-Cola-ს ამ რეკლამას უბრალოდ შეხედეთ?

როგორც წესი, წითელი ფერი აღმგზნებია, მაგრამ ამ გამოსახულებას გაცილებით მეტი შეუძლია. ერთი შეხედვით, ორი ბედნიერი ადამიანია და სიტყვა "ბედნიერება" Coca-Cola-ს ლოგოს გვერდით. თუ ვინმეს რატომღაც არასოდეს სმენია Coca-Cola-ზე, მისი პირველივე დანახვა დადებით გრძნობებს გამოიწვევს და იმედია, დადებით მომხმარებელს შექმნის.

4. შინაგანი ხმა აკონტროლეთ

თუ ბიზნესის დაწყება გსურთ, ალბათ თავდაჯერებულიც ხართ და აღელვებულიც. სამწუხაროდ, უმრავლესობას თავდაჯერება აკლია, მაშინაც კი, როდესაც რაიმე კარგს აკეთებს. თქვენი გონების დამორჩილებაც უნდა შეგეძლოთ და შინაგანი ხმის კონტროლიც, როდესაც იგი, როგორც ანტრეპრენერს, დაბრკოლებებს გიქმნით.

თქვენი ეჭვების გაკონტროლების საუკეთესო გზა დადებით შედეგზე ყურადღების გამახვილებაა. სიმართლე რომ ვთქვათ, ეს რთული პროცესია. მაგრამ საქმე შემდეგშია: როდესაც დადებითზე ამახვილებთ ყურადღებას, ტვინს უარყოფითი გრძნობებისა და ემოციების გამოდევნას აიძულებთ.

ადამიანები ვართ და ზოგჯერ უარყოფითი ემოციებიც გვაქვს და ეჭვები გვიკარგავს მოსვენებას. მაგრამ საკუთარი აზრების გაკონტროლება და ყურადღების პროდუქტიულ, დადებით აზრებზე გამახვილება, ნამდვილად დადებითს წარმოშობს და თქვენი წარმატების შანსს გაზრდის.

5. დროის მართვაზე ზემოქმედება სცადეთ

დროის მართვა ნებისმიერი ბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე რთული, მაგრამ მნიშვნელოვანი ასპექტია. ერთდროულად მილიონი რამ გექნებათ გასაკეთებელი და ამიტომ დროის სწორად გამოყენება აუცილებლად უნდა ისწავლოთ.

დროის გამოყენების ერთ-ერთი საუკეთესო გზა Pomodoro-ს ტექნიკაა, რომელიც დროის მცირე მონაკვეთებში მაქსიმალური შრომის ნაყოფიერებით მუშაობას და შემდეგ პატარა შესვენებას გულისხმობს.

ამ მოყობილობის გამოყენებით, გარკვეული დროის შემდეგ ტვინზე მოახდენთ ზემოქმედებას და შრომის ნაყოფიერების რეჟიმში დაიწყებთ მუშაობას, როდესაც წამმზომი ჩართულია; შესვენებისას კი მოდუნდებით. მეთოდი Pomodoro დისციპლინას გასწავლით, დროის გონივრულად გამოყენებასა და ყველაფრის დროულად გაკეთებაში დაგეხმარებათ.

მსგავსი სტატია: სახელმძღვანელო დამწყებთათვის ანტრეპრენერობაში წარმატების მისაღწევად

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი