Get All Access for $5/mo

გარი ვაინერჩუკი ტალანტების სააგენტოს ხსნის და სხვებსაც ეხმარება პირადი ბრენდების მართვაში VaynerTalent ცნობილი ადამიანების, ინტერნეტ ინფლუენსერების, კორპორაციული ლიდერების და კიდევ სხვათა წარმომადგენელია

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

DailyVee

ვაინერჩუკი დამოუკიდებელ კომპანიას VaynerTalent-ს აარსებს, რომელიც ორი ტიპის მკვეთრად განსხვავებული მომსახურებას უზრუნველყოფს. პირველი - ტრადიციული ტალანტების წარდგენაა, კლიენტების ქსელის შექმნა და შემდეგ მათი დახმარება ბიზნეს თუ გასართობი გარიგებების დადებაში. მეორე - ტალანტებისთვის კონსულტაციების გაწევა - მომსახურების მთელი რიგი პაკეტების მიწოდება გარკვეულ ფასად, მათ დასახმარებლად ბრენდის განვითარებაში ან პროდუქტის პოპულარიზაციაში.

თქმა არ უნდა იმას, რომ ტალანტების მენეჯმენტის სფერო მეტისმეტად გადავსებული ბაზარია, რომელშიც ისეთი გიგანტური სახელები დომინირებენ, როგორიცაა WME, CAA, UTA და სხვები. მაგრამ ვაინერჩუკი ამბობს, რომ ის რაღაც უფრო სპეციალიზებულს გთავაზობთ - ეს კომპანიის ღრმა ცოდნის გამოყენების შესაძლებლობაა ინტერნეტ კულტურისა და სოციალური მედიის სფეროში, ნებისმიერის პროფილის შესაქმნელად და უფრო დიდი გარიგებების დასადებად. "სწრაფად შეგვიძლია თუ არა რჩევის მიცემა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გამოჩნდეთ TikTok- სა და Clubhouse- ზე და სხვა ყველაფერზე იმის გამო, რომ ამაზე უკვე 15 წელიწადია ვმუშაობთ?" "დიახ, შეგვიძლია", – ამბობს იგი. "ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ნამდვილად მნიშვნელოვანია".

ბოლო ხანია ვაინერჩუკი რაღაც კორპორაციული წამოწყებითაა დაკავებული. მან 2020 წლის აპრილში განაცხადა, რომ ელექტრონული კომერციის სტრატეგიის ბრენდზე მუშაობდა, სახელად VaynerCommerce, ხოლო ნოემბერში ახალ კორპორატიულ საკონსულტაციო მომსახურებაზე გაავრცელა ინფორმაცია. მისი თქმით, ეს გაცილებით ფართო სტრატეგიაა, რომლის ფარგლებშიც თავისი მედია სააგენტოს, VaynerMedia-ის ახალი იდეების ინკუბირებას და შემდეგ კი, თუ ამის შესაძლებლობაც არსებობს, მათ პოპულარიზაციას ახდენს.

"მართალია, მე ძალიან ენერგიული ვარ, მაგრამ სიმართლე რომ ვთქვა, ჩემი სამუშაო უფრო მეტადაა მოთმინებაზე დაფუძნებული, ვიდრე ადამიანები ფიქრობენ", – ამბობს იგი.

VaynerTalent ოთხი წლის წინ გამოჩნდა, ვაინერჩუკის ერთი საუბრის შემდეგ კოლეგასთან, ლინდსი ბლუმთან. ბლუმი 2013 წელს მივიდა VaynerMedia- ში, WME-სა და სარეკლამო კომპანია Grey Group- ში მუშაობის შემდეგ. ის აღფრთოვანებული უყურებდა, როგორ ატარებდა ექსპერიმენტებს ვაინერჩუკი საკუთარ ბრენდზე: გუნდის დაქირავება, რომელიც მას მუდმივად იღებდა, გადაღებულ ვიდეო რგოლის ინფორმაციის მუდმივ წყაროდ გადაქცევა სოციალურ მედიაში, შემდეგ კი მონაცემების გადახედვა და დახვეწა. 2016 წელს მას და ვაინერჩუკს ერთი იდეა გაუჩნდათ: რა მოხდებოდა, თუ ამ გაკვეთილებს ტალანტების მენეჯმენტისა და სარეკლამო სააგენტოების სტრატეგიებთან გააერთიანებდნენ, მას სხვებს შესთავაზებდნენ მომსახურების სახით?

ექსპერიმენტი მალე დაიწყო.

"ჩვენ მცირე გუნდით დავიწყეთ - მე ვიყავი ვიდეოოპერატორი, დიზაინერი, საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი და ტექსტსაც ვწერდი", – ამბობს ბლუმი. "მსურველებს დიდი მოცულობის ინფორმაციის შედგენასა და დისტრიბუციას ვთავაზობდით თვეში $25,000-ად. სტრატეგიის გარდა, ზრდაზე კონცენტრირებასაც და კიდევ მრავალ სხვას, იდეებსა და ანალიტიკას ყველაზე მნიშვნელოვან პლატფორმებსა და არხებზე. პრინციპში, პერსონალურ ჯგუფს ვთავაზობდით ინდივიდუალური ინფორმაციის მწარმოებელი აპარატის შესაქმნელად".

მათ სწრაფად გამოუჩნდათ კლიენტები, ძირითადად ანტრეპრენერების, ბიზნეს აღმასრულებლების და ავტორების სახით. შედეგები მართლაც საინტერესო იყო. როგორც კი მათი კლიენტები უფრო ცნობილები გახდნენ, შემოსავლიანი შეთავაზებები მიიღეს სიტყვით გამოსულიყვნენ, წიგნები დაეწერათ, ბრენდებთან ემუშავათ, სხვა პროექტებში გამოჩენილიყვნენ და სხვა. "ჩვენ აგენტებს, მენეჯერებს, შიდა გუნდებსა და პუბლიცისტებს მივეცით ეს შესაძლებლობები", – ამბობს ბლუმი. "ჩვენ ვიცოდით, რომ ტალანტების წარმომადგენლობასაც თუ დავამატებდით, ბრენდების შექმნას შევძლებდით ადამიანებისთვის".

ამ შესაძლებლობის გამოსაყენებლად VaynerMedia-მ რამდენიმე ტალანტი შეიძინა 2018 წელს. ტალანტების წამყვანი სააგენტო, Playbook იყიდა, მისი დამფუძნებელი რიდ ბერგმანი კი, VaynerTalent- ის თანამფლობელი გახდა.

VaynerMedia-მ გამოცდილი ადამიანი შეიძინა ბერგმანის სახით, იგი სამი ათწლეულის განმავლობაში საქმიანობდა ტალანტების მენეჯმენტის სფეროში, რომელიც ისეთ დიდ სპორტსმენებსა და შემსრულებლებთან თანამსრომლობდა, როგორებიც იყვნენ ალექს როდრიგესი, რეი ლუისი, დომინიკ ვილკენსი და ჯიმ კურიერი. ბერგმანი ამბობს, რომ VaynerMedia- ში მას კლიენტების მომსახურების ახალი გზა გამოუჩნდა.

"ტალანტებთან გარიგების დადების ჩვეულებრივი გზა ასეთია: ვიღაცას პროექტი აქვს თქვენთვის, თქვენ კი წამყვანი ან მსახიობი ხდებით, როგორღაც უნდა მოერგოთ ვითარებას ", – ამბობს იგი. "ჩვენ რეალურად ინკუბირებას ვახდენთ. ჩვენ ვქმნით და ვამზადებთ ინფორმაციას, შემდეგ ვავრცელებთ. ასე რომ, ეს ნამდვილად ცვლის ვითარებას. თქვენ მესაკუთრე ხდებით და საბოლოოდ კაპიტალის მფლობელი".

ბლუმი და ბერგმანი 2018 წლიდან VaynerTalent- ის განვითარებაზე ზრუნავდნენ VaynerMedia- ს ფარგლებში. ახლა ისინი ახლად შექმნილ კომპანიას ხელმძღვანელობენ. ბერგმანი პრეზიდენტია და მმართველი პარტნიორი, ხოლო ბლუმი - პარტნიორი. მათ კლიენტებს შორის არიან სპორტული გადაცემების წამყვანები დენ პატრიკი, ჯესი პალმერი, რიჩ ეიზენი და ჟურნალისტი ნურ ტაგური.

"ჩვენი ტალანტი საკუთარი ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი ხდება", – ამბობს ბერგმანი. "ჩვენ მათ სხვადასხვა ვარიანტების შერჩევის შესაძლებლობას ვაძლევთ, თუ როგორ უნდა შეძლონ თავიანთი პოპულარობისა და თავიანთი ბრენდის მონეტიზაცია ".

ვაინერჩუკის თქმით, ახლა ყველაზე კარგი დროა ტალანტების ინდუსტრიისთვის. მედია ლანდშაფტი სწრაფად ვითარდება, ახალ შესაძლებლობებს ქმნის, რომელთა ხელიდან გაშვება საკმაოდ ადვილია. ამიტომ VaynerTalent დიდ ყურადღებას აქცევს ისეთ სერვისს, რომელსაც "ციფრულ რეკლამას" უწოდებს. იგი უარს ამბობს ტრადიციულ მედიაზე, ნაცვლად ამისა, პიროვნების ან ახალი პროდუქტისადმი ყურადღების მიპყრობას ონლაინ შოუების საშუალებით (პოდკასტები, YouTube, Clubhouse და ა.შ.) ცდილობს.

ვაინერჩუკი მიიჩნევს, რომ ინფლუენსერ მარკეტინგიც მზადაა ტრანსფორმაციისთვის. შეიძლება ერთი შეხედვით ისე ჩანდეს, რომ თითქოს ბაზარი უკვე გაჯერებულია, მაგრამ მისი პროგნოზით, ბრენდები მხოლოდ ახლა იწყებენ შეფასებას თუ რა დიდი გავლენა აქვთ ინტერნეტ-პიროვნებებს.

"თუ ბიზნეს კულტურის 5,000 წამყვანი ადამიანის აზრით დაინტერესდებით, საქმე ისაა, რომ მათი 80 პროცენტის აზრით, ინფლუენსერ მარკეტინგის როლი ბიზნესზე გავლენის მოხდენის უნარში გაზვიადებულია ", – ამბობს ვაინერჩუკი. "მჯერა, რომ 10 წლის შემდეგ, ეს აზრი უკვე 95 პროცენტს ექნება".

ბლუმს რამდენიმე რჩევა აქვს მათთვის, ვისაც პირადი ბრენდის შექმნა და ისეთი სააგენტოსთან თანამშრომლობა სურს, როგორიცაა VaynerTalent.

" პირველი, რაც ბევრ მათგანს ამუხრუჭებს, ის არის, რომ ყველაფერი რასაც ქმნიან, სრულყოფილი უნდა იყოს", – ამბობს იგი. "ჩვენ კი დაუღალავად ვიმეორებთ, რომ როდესაც საქმე ინფორმაციის შექმნას ეხება, სრულყოფაზე ფიქრიც კი მომაკვდინებელია".

ამის ნაცვლად, ის დღის რეჟიმის შედგენას გვთავაზობს: ყოველდღიურად 5 ან 10 წუთი დაუთმეთ ინფორმაციის შექმნას, თუნდაც ის სრულყოფილი არ იყოს. "ეს პროცესი მარტივი არასოდეს მოგეჩვენებათ, თუ მას ხშირად არ გაიმეორებთ, ", – ამბობს იგი. რაც უფრო მეტ ინფორმაციას ქმნის ნებისმიერი ადამიანი, მით უკეთ ეცნობა თავის აუდიტორიასაც, თითოეულ პლატფორმაზე არსებულ შესაძლებლობებსაც და ურთიერთობების დამყარების საუკეთესო გზებსაც.

და ბოლოს, როგორც ვაინერჩუკი ამბობს: "წარმატების მისაღწევად მთავარი გამჭვირვალობაა. ინფორმაცია, ვერასოდეს მიიზიდავს თაყვანისმცემლებს, თუ იგი თვითრეკლამას წარმოადგენს,. გულწრფელობა, პატიოსნება და ნამდვილი ურთიერთობა კი ყოველთვის მოქმედებს".

"თუ ყურადღების ცენტრში ხართ და აპირებთ ცნობილი ადამიანი გახდეთ ან ამბიციები გაქვთ, თქვენი ისტორია უნდა გქონდეთ და საზოგადოებას უნდა გააცნოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვინმე სხვა დაგასწრებთ", – ამბობს ბლუმი. "ჩვენ ყველანი გამჭვირვალე სამყაროში ვცხოვრობთ და ვერსად დავიმალებით. ასე რომ, შეგიძლიათ თქვენვე გააკონტროლოთ თქვენი ისტორია".