Get All Access for $5/mo

იზრუნეთ თქვენს ქსელზე გაიცანით The Jordan Harbinger Show-ს პოდკასტის წამყვანი

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur

Entrepreneur-მა რამდენიმე უზომოდ დაკავებულ ანტრეპრენერს ჰკითხა, თუ როგორ ახერხებდნენ ისინი ყველაფრის მოსწრებას. პასუხი? –უნივერსალური ფორმულა არ არსებობს, თქვენ თვითონ უნდა შექმნათ სისტემები, რომლებიც თქვენთვის იმუშავებს.

მას მუდმივად ესმის ეს სიტყვები: ანტრეპრენერები ფიქრობენ, რომ თავიანთ ქსელზე შეუძლიათ იმედის დამყარება, როდესაც რაიმეს გაკეთება სურთ − ეს უფრო მეტი წიგნის გაყიდვა იქნება თუ ხმაურის ატეხვა ახალი პროექტის პოპულარიზაციისთვის. მაგრამ ასე ნამდვილად არ არის. ანტრეპრენერთა აზრით, პრობლემა მათ ქსელთანაა დაკავშირებული, მაგრამ ჯორდან ჰარბინგერს ბევრად დასაბუთებული მოსაზრებები აქვს:

"პრობლემა ის არის, რომ თქვენს ქსელს კუთვნილად მიიჩნევთ", − ამბობს The Jordan Harbinger Show-ს პოდკასტის წამყვანი. მას არასდროს ავიწყდება ეს ფასეული კავშირები და ამაში დასარწმუნებლად, რეგულარულად აკეთებს ორ საქმეს. პირველი − მას ყოველდღიურად ხუთ ადამიანთან აქვს ურთიერთობა. "ეს შემთხვევით არ ხდება", − ამბობს ჰარბინგერი.

"მე მომხმარებელთან ურთიერთობის მართვის ტექნოლოგიას, Connection Fox-ს ვიყენებ, ასობით ადამიანთან მაქვს კარგი ურთიერთობა დამყარებული. ეს ტექნოლოგია მახსენებს, ვის არ შევხმიანებივარ გარკვეული დროის განმავლობაში. შეხსენების ფუნქცია სამ ან ექვს თვეზე მაქვს დაყენებული და შემდეგ ტექსტით ან ელექტრონული ფოსტით ვამოწმებ. მომხმარებლებს ვეკითხები, როგორ აქვთ საქმეები, ორიოდ სიტყვას ჩემზეც ვეტყვი და ეს არის და ეს. ამას დიდი დრო არ სჭირდება".

მეორე, ჰარბინგერი წინასწარ იხდის და ყოველ კვირას კიდევ ვიღაცისთვის ითხოვს დახმარებას, თუნდაც ეს უბრალოდ წარდგენა იყოს. "კარგად განვითარებული ქსელი თქვენს ქსელში მყოფ სხვა ადამიანებსაც აკავშირებს ერთმანეთთან", − ამბობს ის.

"გინდათ, რომ თქვენი ქსელი თქვენ გარეშე არსებობდეს, ეს ადამიანები ერთმანეთს ხვდებოდნენ და კომპანიებს აფუძნებდნენ, ერთმანეთიც უყვარდებოდეთ და ქორწინდებოდნენ კიდეც? შემდეგ, როდესაც რაიმე დაგჭირდებათ, მხოლოდ იმ ადამიანების წრეს კი არ მიმართოთ, რომელსაც იცნობთ, არამედ თქვენ მიერ შექმნილ ყველა ქვექსელს.

ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენს კონტაქტებს თქვენი ხმა მხოლოდ მაშინ ესმით, როდესაც რაიმე გჭირდებათ. ბუნებრივია, არავის სურს ელექტრონული წერილების მიღება იმ ადამიანისგან, ვისაც სამი წელიწადია არ დალაპარაკებიან. როდესაც მე მჭირდება დახმარება, ან ჩემს ნაცნობს, ვიცი, რომ ერთმანეთისთვის ყველაფერს გავაკეთებთ, ეს იმიტომ, რომ მე მას მუდმივად ვუკავშირდები".

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

Business News

საქართველოს უნივერსიტეტების ერთობლივი განცხადება

"მიუღებელია, რომ აკადემიური პერსონალის ზოგიერთი წარმომადგენელი უარს აცხადებს საკუთარი მოვალეობის შესრულებაზე"

ინდუსტრიული ტრენდები

ჯორჯ ბალანჩინი - ქართველი, რომელმაც ამერიკას ბალეტი ასწავლა

"ადრე თუ გვიან, ჩემს სპექტაკლებს დაივიწყებენ, მაგრამ ხალხს ყოველთვის ვემახსოვრები, როგორც მასწავლებელი"