Get All Access for $5/mo

როგორ შეუძლიათ ანტრეპრენერებს ვიდეო მარკეტინგით თავიანთი ბრენდის ხმის მაქსიმალურად გაძლიერება ბრენდებმა თავიანთი ციფრული სტრატეგიის შემუშავებისას შემოქმედებითად უნდა იაზროვნონ.

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Pixabay

მომხმარებლებმა და მარკეტოლოგებმა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ვიდეო კონტენტის ზრდის მნიშვნელოვანი ტენდენცია შენიშნეს, მაგრამ საინტერესოა პრაქტიკულად როგორ გამოიყურება ეს ტენდენცია? Hubspot- ის ბოლოდროინდელი ანგარიში ნათელს ჰფენს ზოგიერთ მნიშვნელოვან მონაცემებს: ბიზნესმენთა 85% ვიდეოს იყენებს მარკეტინგული ინსტრუმენტის სახით, სულ რაღაც ხუთი წლის წინ ეს მაჩვენებელი 61%-ს შეადგენდა.

ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი სტატისტიკა მარკეტინგისთვის ისაა, რომ მათი 99%, ვინც ვიდეო ქონთენთს იყენებს, შემდეგ წელსაც იგივე გზას მიმართავს. შედეგები, რომლებიც ვიდეოს ატვირთვას მოსდევს, თავისთავად მეტყველებს რამდენად ეფექტურია ეს გზა.

ანუ, თუ მედიუმს სწორად იყენებთ, ვიდეომ შეიძლება ბრენდის ხმა სრულიად ახალ დონეზე აიყვანოს, მაგრამ ფორმის ათვისება ადვილი არ არის. თუ გსურთ თქვენი ვიდეოს სტრატეგიიდან მაქსიმალური სარგებელი მიიღოთ, ფრთხილად უნდა იმოქმედოთ. ქვემოთ რამდენიმე მთავარი რჩევაა, რომლებიც არ უნდა დაივიწყოთ:

ისარგებლეთ არსებული ვიდეო პლატფორმებით

სულ უფრო პოპულარული ხდება ვიდეოში ჩართული ბანერული რეკლამები, მაგრამ ამის მიუხედავად, თქვენი ვიდეო ქონთენთის საუკეთესო ადგილი მაინც ვიდეოზე დამყარებული პლატფორმებია: YouTube, Tik Tok, Snapchat, Hulu და ა.შ. თუ მომხმარებლებს შეუფერხებლად შეეძლებათ თავიანთი ქონთენთიდან გონივრულად შერჩეულ რეკლამებზე გადასვლა, დიდი ალბათობაა, რომ მათ რეაქცია ექნებათ იმაზე, რასაც დაინახავენ.

ექსპერტები ამბობენ, რომ YouTube რეკლამებს დიდი პოტენციალი აქვს, აქ ნაკლები კონკურენციაა ან საერთოდ არ არის. აქ მარკეტინგის წარმომადგენლებს არსებულზე ოთხჯერ, ხუთჯერ მეტი ინვესტიციების ანაზღაურების კოეფიციენტის მიღება შეუძლიათ. მომხმარებლები ისეთ პლატფორმებზე, როგორიცაა YouTube, უკვე მზად არიან ვიდეო ქონთენთით ისარგებლონ, უბრალოდ თქვენ თავად უნდა მიაწოდოთ ის. ლოდინი კი არ უნდა დაიწყოთ, როდის იპოვიან თავისთავად ეს მომხმარებლები თქვენს ვიდეოებს, ეს პროცესი უნდა დააჩქაროთ, YouTube- ის სარეკლამო პლატფორმა უნდა გამოიყენოთ.

რაოდენობა კი არა, ხარისხი უპირველეს ყოვლისა

როდესაც ასეთი დიდი მოლოდინები და მღელვარებაა დაკავშირებული ვიდეოს მომავალთან, შეიძლება ბუნებრივად გაგიჩნდეთ ცდუნება და დაუფიქრებლად გადაეშვათ ამ სფეროში. ამ დროს, მნიშვნელოვანია გააცნობიეროთ, რომ მომხმარებლებს იმაზე ბევრად მეტი ვიდეოთი ბომბავენ, ვიდრე ნახვას შეძლებენ მთელი სიცოცხლის განმავლობაში. თუ იმედი გაქვთ, რომ თავის გამოჩენას შეძლებთ ამ ზღვა ინფორმაციაში, უმაღლესი ხარისხის ვიდეო ქონთენთი უნდა შექმნათ.

Hootsuite- მა მთელი რიგი რეკომენდაციები გამოაქვეყნა, თუ რომელი ვიდეო ფორმატები და ხარისხი მუშაობს საუკეთესოდ თითოეული პლატფორმისთვის, მაგრამ თქვენი შესანიშნავი ქონთენთისთვის მხოლოდ ორიენტაცია და პიქსელები არ კმარა. ისეთი ვიდეოები შექმენით, რომელთა ნახვის სურვილიც თავად გექნებათ. ვიდეოები, რომლებიც ნახვის შემდეგ დიდხანს არ დაავიწყდებათ მომხმარებლებს.

თქვენი პროდუქტის დემონსტრირება სცადეთ, ნუ ივაჭრებთ

ერთია, ვინმეს უთხრათ შესანიშნავი ვიდეოები გადაიღოს და სრულიად სხვაა, იმის დემონსტრირება, თუ როგორ უნდა მოახერხოს ეს. პირველი ნაბიჯი ვიდეოს შექმნაა, რომელშიც მაყურებელის მიმართ პატივისცემა გამოსჭვივის. მომხმარებლებმა უნდა იგრძნონ, თუ რამდენად ღირებულია თქვენთვის მათი დრო და ყურადღება, და ისიც, რომ თქვენი ქონთენთი ღირს ამად.

მომხმარებელთა ინფორმაციის სააგენტო Kantar ირწმუნება, რომ ადამიანთა 70% -ზე მეტის აზრით, ახლანდელი რეკლამები სამი წლის წინანდელზე ბევრად მომაბეზრებელია. თქვენი ვიდეო ბუნებრივად უნდა ერწყმოდეს მის ქონთენთს და აშკარად არასდროს უნდა გაყიდოს თქვენი პროდუქტი. ამის ნაცვლად, უჩვენეთ მომხმარებელს რით არის ფასეული თქვენი პროდუქტი და ხაზი გაუსვით მის ზოგიერთ მნიშვნელოვან ელემენტს. შეგიძლიათ ენდოთ მომხმარებლებს, ისინი თავადაც შეძლებენ დამოუკიდებლად დასკვნის გაკეთებას.

იყავი მთხრობელი

თუ შეგიძლიათ ისეთ პლატფორმაზე ატვირთოთ ინფორმაცია, რომელიც გრძელი ფორმატის ქონთენთს უჭერს მხარს, შეეცადეთ იგი თხრობითი სახის იყოს. ვიდეო სავარაუდოდ, ყველა სხვა მარკეტინგულ საშუალებას შორის საუკეთესო ფორმაა ისტორიების გასაცნობად, და მომხმარებლებიც თავის მხრივ მზად არიან რეაგირებისათვის: დასავლეთ ალაბამას უნივერსიტეტის მკვლევართა აზრით, მომხმარებელთა 55%, ვისაც ბრენდის ისტორია მოსწონს, მზად არის ამ ბრენდის რომელიმე პროდუქტის შესაძენად.

სჯობს მთელი ინფორმაცია, რომლის გაზიარებაც გსურთ ვიდეო ქონთენთის საშუალებით, თხრობითი ხასიათის იყოს. პროდუქტის სპეციფიკაციების გაცნობა გსურთ? ეს პროდუქტის კონცეფციისა და განვითარების ისტორიაში ჩართეთ. ახალი ფასდაკლების პრომოცია გსურთ? უჩვენეთ, როგორ გახდა შესაძლებელი ფასის დაწევა. მომხმარებლები ამას დააფასებენ და თქვენს ძალისხმევაზე რეაქცია ექნებათ, რაც ინვესტიციების რენტაბელობის სერიოზული ზრდის ტოლფასი იქნება მომავალში.

მომხმარებლის ჩართვა, მომზადება და ენერგიით დამუხტვა

თუ სხვა ვერაფერმა გაამართლა, სამი მარტივი გზა გამოიყენეთ: მომხმარებლის ჩართვა, მომზადება და ენერგიით დამუხტვა. პოტენციური მომხმარებლების ჩართვას იმ შემთხვევაში მოახერხებთ, თუ თქვენს ვიდეოს ქონთენთს საჭირო ადგილასა და საჭირო დროს განათავსებთ. ეს გარანტიაა, რომ ზუსტად ეს არის თქვენი აუდიტორია. თქვენ მათ კარგად დაწერილი, ელეგანტური და მათთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციით უნდა ასწავლოთ. რაც მთავარია, თქვენი ენერგიით უნდა დამუხტოთ, რომ თქვენს ბრენდთან დაიწყონ თანამშროლობა და ამით უზრუნველყოთ ახალი ურთიერთობები თქვენი ბიზნესისთვის.

მართალია, არცერთ კომპანიას არ სურს ერთი და იგივე ქონთენთის წარმოება, მაგრამ ამ რეკომენდაციებიდან რამდენიმეს დაცვა მაინც თქვენი პროდუქციის დახვეწაში დაგეხმარებათ. 2021 წელი მზად არის ყველას დაანახოს, თუ რამდენად შორს არის წასული ვიდეო ქონთენთი და ამიტომ ნებისმიერმა მნიშვნელოვანმა კომპანიამ რაც შეიძლება ფართოდ უნდა გამოიყენოს იგი.

Business News

როგორ ისწავლო საზღვარგარეთ - გზამკვლევი

იცით რომ არსებობს ადგილი და ადამიანები, რომელიც ამ პროცესში უსასყიდლოდ დაგეხმარებიან?

Business News

ეპიზოდ ჯგუფი - საკუთარი საქმის სიყვარულით შექმნილი წარმატების ისტორია

"კომპანიის სახელთან ემოციური კავშირი მაქვს, რადგან ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე საუბრისას ერთ-ერთი განმსაზღვრელი ტერმინი ჩემთვის სიტყვა "ეპიზოდი" იყო"

სიახლეები

Archi to Build a Five-Star Hotel at Lake Sioni

This prestigious project is a collaboration with Le Meridien, an international hotel brand under the Marriott International group