Get All Access for $5/mo

როგორ უნდა აქციოთ თქვენი სტარტაპი მომჭირნე მარკეტინგულ მანქანად

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Pixabay

სტარტაპის მარკეტინგი შესაძლოა საკმაოდ ძვირი აღმოჩნდეს და ამასთან ერთად, არც თქვენმა შერჩეულმა სტრატეგიამ იმუშაოს ისე, როგორც გეგმავდით. როგორ უნდა გაუკეთოთ რეკლამა თქვენს პროდუქტებსა და მომსახურებას ისე, რომ კომპლექსურ მარკეტინგულ გეგმებზე არც ბევრი ფული დახარჯოთ და არც დრო?

ალბათ იცით მომჭირნე სტარტაპის კონცეფცია, რომელიც პირველად ანტრეპრენერმა ერიკ რაისმა წამოაყენა და რომლის პოპულარიზაციასაც წლების განმავლობაში პროფესორი სტივ ბლანკი ცდილობდა. მომჭირნე სტარტაპის მიდგომა ექსპერიმენტების ჩატარებას ანიჭებს უპირატესობას დაგეგმვის ნაცვლად. იგი ეფექტური მარკეტინგული სტრატეგიის დამუშავების ხელსაყრელ სქემას გთავაზობთ.

გაეცანით სამ გზას, რომელიც შეგიძლიათ ახლავე მოარგოთ თქვენს ბიზნესს:

თქვენი მარკეტინგული იდეები პატარა პარტიებად გამოსცადეთ


მომჭირნე სტარტაპი დაგეგმარებასა და კვლევაში თვეების გატარების ნაცვლად, კომპანიებს შეუმოწმებელი ვარაუდების დამუშავებასა და ბაზარზე მათ სწრაფ დატესტვას უბიძგებს. თქვენს მარკეტინგულ გეგმებს ამ კონცეფციას ადვილად მოარგებთ.

როდესაც თქვენი მარკეტინგული ბიუჯეტის დიდ ნაწილს სტრატეგიისა და ტაქტიკის დამუშავების გეგმებში აბანდებთ, გათვლას იმაზე აკეთებთ, რომ ისინი აუცილებლად წარმატებული იქნება. მაგრამ შესაძლოა, ამ ინვესტიციამ საერთოდ არ გაამართლოს, საქმე ისაა, რომ მარკეტინგული სტრატეგიების უმრავლესობა წარუმატებელია.

დიდი მარკეტინგული გეგმების დამუშავებისა და თქვენი მარკეტინგული ბიუჯეტის უდიდესი ნაწილის ერთ ან ორ ინიციატივაში დაბანდების ნაცვლად, თქვენი ბიუჯეტი მცირე ნაწილებად დაყავით და სხვადასხვა იდეები დატესტეთ.

მაგალითად, Facebook-სა და Twitter-ზე ექვსთვიანი კამპანიების ჩატარების ნაცვლად, ორკვირიან ექსპერიმენტებზე გამოყავით მცირეოდენი ბიუჯეტი. სხვადასხვა გამოსახულებები შეარჩიეთ და ოთხი ან ხუთი განსხვავებული განცხადება მოამზადეთ. ორ კვირაში შედეგები შეისწავლეთ და დაადგინეთ, რომელმა სარეკლამო განცხადებებმა გამოიწვია ყველაზე დიდი ტრაფიკი თქვენს გვერდზე და რომელი განაპირობებს უკეთეს კონვერსიებს. ტრაფიკი და კონვერსიები Facebook-სა და Twitter-ზე ერთმანეთს გადახდილი თანხების გათვალისწინებით შეადარეთ. რომელი ქსელი გიგზავნით მეტ კლიენტს? რომელ განცხადებებს აქვთ დაწკაპუნებისა და კონვერსიების მაღალი დონე? რომელი განცხადებები მუშაობენ უკეთ ორივე ქსელში?

თუ თქვენი ექსპერიმენტი ჩაიშალა, ნუ იდარდებთ, ეს ჩვეულებრივი ამბავია. მარკეტინგული ტაქტიკების 99 პროცენტი, რომლებიც ჩემს კომპანიაში გამოვცადეთ, წარუმატებელი აღმოჩნდა. რამდენიმე სხვა არხი მოძებნეთ, მაგალითად, ფასიანი რეკლამა - საძიებო სისტემებში ყოველ დაწკაპუნებაზე გადახდა; ან პოტენციურ კლიენტებზე ორიენტირებული საინფორმაციო ბიულეტენის დასპონსორება; და ახალი ორ კვირიანი ექსპერიმენტები ჩაატარეთ.

Facebook-სა ან Twitter-ზე ნამდვილი ექსპერიმენტების ჩატარება არც კი დაგჭირდებათ. ოთხი ან ხუთი განცხადების მომზადება შეგიძლიათ და სახალხო დაფინანსების გვერდზე -Amazon Mechanical Turk-ზე 500 ადამიანისთვის 10 ცენტის შეთავაზება. ამ თანხის სანაცვლოდ ისინი რეკლამის თაობაზე დასმულ რამდენიმე შეკითხვაზე გაგცემენ პასუხს. განცხადებები პასუხების გათვალისწინებით დახვეწეთ და სხვა 500 ადამიანის პარტიასთან განმეორებით დაიწყეთ გამოკითხვა. რეკლამების დახვეწას მათ გაშვებამდე და თქვენს მარკეტინგულ გზავნილზე ყურადღების გამახვილებას $100-ად მოახერხებთ.

სხვადასხვა ვარიანტებით ექსპერიმენტების ჩატარება უკეთეს წარმოდგენას შეგიქმნით, როგორ რეაგირებენ თქვენი პოტენციური კლიენტები თქვენს მარკეტინგზე; და მთელი თქვენი ენერგიისა და ბიუჯეტის მიმართვას შეძლებთ იმ არხებსა და ტაქტიკაზე, რომლებიც ყველაზე უკეთ მუშაობენ.

გამოიყენეთ მომხმარებლების კომენტარები

მარკეტინგი, როგორც წესი, ცალმხრივი კომუნიკაციაა, თუმცა, აუცილებელი არ არის ასე იყოს. მომჭირნე სტარტაპი კომპანიებს უბიძგებს პირველადი წინადადებების რედაქტირებისთვის მომხმარებლის გამოხმაურებებს მიუგდონ ყური; ასევე მარტივად შეუძლიათ კომპანიებს მომხმარებლის გამოხმაურებების გამოყენება მარკეტინგული იდეების გამოცდისას.

Twitter-სა და Facebook-ზე ორკვირიანი ექსპერიმენტების ჩატარების შემდეგ უკვე გეყოლებათ კლიენტების ჯგუფი, რომლებმაც თქვენი პროდუქტები ან მომსახურება შეიძინეს და მათი გამოკითხვა შეგიძლიათ. რატომ იყო თქვენი გზავნილები ეფექტური ამ კლიენტებისთვის? რამ აიძულა ისინი თქვენს რეკლამაზე დაეწკაპუნებინათ და პროდუქტი შეეძინათ?

თქვენს კლიენტებს აზრი ჰკითხეთ, სტიმულები შესთავაზეთ პასუხის სანაცვლოდ. ჩემს კომპანიაში ხშირად ვაწყობთ $50-იანი სასაჩუქრე ბარათის გათამაშებას გამოკითხვის მონაწილეთა შორის, დაურეკეთ კლიენტებს და მოკლე სატელეფონო ინტერვიუ ჩაუტარეთ; Twitter-ზე ან Facebook-ზე დაუსვით შეკითხვები, ან მოკლე ინტერნეტ ანკეტა შეადგინეთ. მოეწონათ თუ არა თქვენი რეკლამების გამოსახულებები? ჰქონდათ თუ არა რეაქცია სარეკლამო განცხადების შინაარსზე? მოეწონათ თუ არა სამიზნე გვერდები თუ სხვა ფაქტორების გათვალისწინებით მიიღეს გადაწყვეტილება შეძენაზე? რა დაეხმარებოდათ პროდუქტის გაცილებით სწრაფად შეძენაში?

მზად იყავით სიჩქარის სწრაფად შესაცვლელად

ამ ინფორმაციის შეგროვების შემდეგ მომჭირნე სტარტაპის მესამე, მოქნილი განვითარების ეტაპზე შეძლებთ გადანაცვლებას: თქვენი პროდუქტის ან მომსახურების თანდათანობით გაუმჯობესებას იმის გათვალისწინებით შეეცდებით, რაც კლიენტებისგან მოისმინეთ.

თუ კლიენტები იტყვიან, რომ გარკვეული გამოსახულებები სხვებზე მეტად უჩენთ ინტერესს თქვენი პროდუქტის ან მომსახურების მიმართ, ამ ტიპის მეტი გამოსახულება მოძებნეთ და თქვენი ვარაუდები კიდევ ერთხელ შეამოწმეთ. ასე შეძლებთ იმ მარკეტინგული არხების და გზავნილების მოძებნას, აწყობას და ორიენტაციის შეცვლას, რომლებიც ყველაზე უკეთ ესადაგება თქვენს ბრენდს.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

როგორ დავიწყო ბიზნესი

მცირე ბიზნესის დაწყების 5 მარტივი საფეხური

თუ მცირე საფეხურებად დაყოფთ, დაწყება იმაზე გაცილებით ადვილი გახდება, ვიდრე გგონიათ

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი