Get All Access for $5/mo

როგორ უნდა ჩაატაროთ PR კამპანია, როდესაც არც საკმარისი ფინანსები გაქვთ, არც გამოცდილება და არც კავშირები

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Pixabay

სტარტაპის ცხოვრება სხვა არაფერია თუ არა ერთი დიდი თავგადასავალი, რომელიც მთელი რიგი პატარა თავგადასავლებისგან შედგება. ყველაფერი კიდევ უფრო რთულია საწყის ეტაპზე, რაც ანტრეპრენერებს აიძულებს ნაკლები დანახარჯებით მეტი აკეთონ. ნებისმიერი ტიპის დავალების დელეგირების შესაძლებლობა უკვე ფუფუნება ხდება და უამრავი ძლიერი და სუსტი მხარეების მიუხედავად, ეს ყველაფერი ისე უნდა მიიღოთ, როგორც პროექტზე მუშაობა სახელწოდებით, "გააკეთე შენი ხელით" .

სულ პირველი ნაბიჯების გადადგმა, რომლებიც ინიციატივებს უდევს საფუძვლად საკმაოდ მარტივი შესასრულებელია, დიდ ძალისხმევას არ მოითხოვს ელექტრონული ფოსტის მისამართების დაყენება, დომენების დაცვა და მარტივი შაბლონის გამოყენება, რაიმე კარგი ვებგვერდის შესაქმნელად. მაგრამ თამამად შეიძლება ითქვას, რომ ანტრეპრენერების უმრავლესობას, რომლებიც ტექნოლოგიური კომპანიების უკან დგანან, მთელი ყურადღება უმეტესად პროდუქტზე აქვთ გამახვილებული და ნაკლებად აინტერესებთ რა ხდება მარკეტინგში, რეკლამის ან / და საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროებში. ისინი სწრაფად სწავლობენ მწარე გამოცდილებაზე და რწმუნდებიან, რომ მხოლოდ ვარსკვლავური პროდუქტის შექმნა ნამდვილად არ არის საკმარისი, და პროდუქტსა და მომსახურებაზე ინფორმაციის გავრცელება აუცილებელია. მაგრამ როგორ შეძლებენ ანტრეპრენერები PR კამპანიის გაშვებას და ბრენდის პოპულარიზაციაზე ზრუნვას, როდესაც საკმარისი რესურსები არ აქვთ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გავლენაც არ აქვთ?

PR კამპანიის გაშვება, როგორც წესი, ონლაინ მარკეტინგის სტრატეგიების პარალელურად ხდება, რადგან მთავარი მიზანი, რაც შეიძლება მეტი ადამიანის მხედველობის არეში მოხვედრაა და ამავე დროს, ბიზნესის განვითარებაც გრძელვადიან პერიოდში. იმედის დამყარება ინფორმაციის ვირუსულ გავრცელებაზე ან წარმატების სწრაფად მიღწევაზე, რომელიც დიდხანს გასტანს, არ შეიძლება.

თავსატეხს მრავალი ნაწილი აქვს და აუცილებელია დრო, რომ ბრენდი ცნობადი და სანდო გახდეს, და საკმაოდ მიმზიდველიც, რომ ჟურნალისტებმაც გააშუქონ მისი საქმიანობა. ალონა შტაინის, ჯილდოს მფლობელი გლობალური ტექნოლოგიური PR კომპანიის, ReBlonde-ს ვიცე პრეზიდენტისა და პარტნიორის თანახმად, "როდესაც საწყის ეტაპზე დამფუძნებელს რესურსები არ აქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ ბრენდინგის კამპანიებისთვის სხვა მარკეტინგული არხები უნდა გამოიყენოს, რომლებიც საჭირო ადამიანებამდე ინფორმაციის მიტანაში დაეხმარება. PR კამპანიები გონივრული და ზუსტი იყოს, და ძირითადად შედეგებზე ორიენტირებული. კომპანიის შემოსავლების ზრდასთან ერთად, ძალისხმევა და ხარჯებიც უნდა იზრდებოდეს. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ PR- ში "კარის გაღების" მიდგომა განსხვავებულია "ბრენდის ცნობადობის" მიდგომისგან, რასაც კომპანიები და ანტრეპრენერების ჩვეულებრივ PR-ს უკავშირებენ. PR კამპანია კარგია ბრენდის შესაქმნელად, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არ არის მისი ერთადერთი მიზანი. ყველაზე აქტუალური ჟურნალისტის მიერ დაწერილ ნამდვილ ისტორიას ისეთი დადებითი გავლენის მოხდენა შეუძლია კომპანიის საგზაო რუკაზე, როგორც სხვა არაფერს".

PR კამპანია ერთჯერადი გარიგება არ არის. ეს მუდმივი ძალისხმევაა, რომელიც თავიდან შეიძლება მეტისმეტად შრომატევადი მოგეჩვენოთ, მაგრამ როდესაც შეეჩვევით, ჩვეულებრივ საქმიანობად იქცეს.

ქვემოთ გამოცდილ გზას გთავაზობთ, რომლის დახმარებითაც PR ინიციატივების გარეშე შეძლებთ პრობლემების მოგვარებას საწყის ეტაპზე.

ყველაფერი სტრატეგიის შემუშავებამდე გამოიკვლიეთ

სანამ ანტრეპრენერები PR კამპანიებზე დაიწყებენ ფიქრს, კარგი იდეაა იქამდე სათანადოდ გაარკვიონ თავიანთი სამიზნე აუდიტორია და შეხების წერტილები. ეს ბაზრის საფუძვლიან კვლევას მოითხოვს და სტრატეგიის შემუშავებაში დასახმარებლად საუკეთესო საშუალებაა. შემდეგი ნაბიჯია, ნათლად განსაზღვრა, თუ რა მიზნებს ისახავს რეკლამა, და შესაბამისად რა სამუშაოებია ჩასატარებელი.

მაგალითად, თუ მიზანი პოტენციური მომხმარებლების ან ინვესტორების მოზიდვაა, საჭიროა შემდგომი კვლევის ჩატარება იმის დასადგენად, თუ სად ატარებენ ისინი ყველაზე მეტ დროს. რომელ მედია საშუალებებს ადევნებენ თვალყურს? რომელ ბლოგებს სტუმრობენ ხშირად? ამ კითხვებზე პასუხების საფუძველზე უნდა შეადგინოთ იმ მედია საშუალებების სია, რომელსაც მოგვიანებით კიდევ დაყოფთ, პოპულარობის და მისაწვდომობის საფუძველზე.

იმუშავეთ იმაზე, რომ სოციალურმა მედიამ თქვენზე იმუშაოს

მედია საშუალებების სიის შედგენის შემდეგი ნაბიჯი თითოეული მათგანისთვის თვალყურის დევნებაა ძირითადად სოციალური ქსელებით, როგორც პირადი, ისე ბრენდის ანგარიშებით. ამ ფაქტისა და თქვენი რეგულარული აქტიურობის გამო მწერლები, რედაქტორები, ბლოგერები, ჟურნალისტები და რეპორტიორები უფრო დიდი ალბათობით მოგაქცევენ ყურადღებას.

ამასთან დაკავშირებით, უზომოდ მნიშვნელოვანია სანდო ურთიერთობების დამყარება მას მედიის მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვან წარმომადგენლებთან. გლობალური სპიკერისა და ჟურნალისტის ჰილელ ფულდის სტატიის თანახმად, "თქვენ უნდა იყოთ დარწმუნებული, რომ რომ იცით თუ რასთან გაქვთ საქმე. ვინ არის შესაფერისი ჟურნალისტი? აქვთ თუ არა მათ გაშუქებული თქვენი სფერო? თქვენი კონკურენტები? უყვართ თუ არა ისინი? ხომ არ სძულთ? აქტიურობენ თუ არა ისინი Twitter-ზე? ".

ისე როგორც ნებისმიერი სხვა ურთიერთობისას, სოციალურ მედიასთან ურთიერთობის დამყარება დროსა და დიდ ძალისხმევას მოითხოვს. სამიზნე აუდიტორიასთან ურთიერთობისას უკიდურესად მნიშვნელოვანია, ეგოიზმი არ გამოიჩინოთ. ნაცვლად ამისა, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იქნებოდა მათი ინფორმაციის გაზიარება / მოწონება, და მათ კითხვებზე პასუხის გაცემა. მედიის წარმომადგენლები გაცილებით თავაზიანები იქნებიან იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც მათ პუბლიკაციებს ეცნობიან.

მოხიბლეთ ჟურნალისტებ

კიდევ ის უნდა ითქვას, რომ თავშეკავება უნდა გამოიჩინოთ, როდესაც ცდილობთ მიმზიდველი გახდეთ ჟურნალისტებისთვის და წინასწარ დაგეგმოთ რამდენიმე ნაბიჯი ისე, თითქოს ჭადრაკის თამაშობდეთ. ადამიანებს მაშინ აქვთ საუკეთესო რეაქცია, როდესაც საერთო ინტერესები აერთიანებთ.

ასე რომ, მათთან დაახლოებამდე Google Alerts-ის შეტყობინებები უნდა მომართოთ შესაბამისი ინდუსტრიული პირობებით, და უკეთ გაეცნოთ, თუ ვინ რა თემებზე ამახვილებს ყურადღებას მოცემულ მომენტში და ამ ისტორიაში თქვენი საკუთარი ბრენდის ჩართვის რაღაც საშუალების გამოძებნაც სცადოთ.

მაგალითად, თუ ABC123 კონვენცია თვის ყველაზე აქტუალური თემაა, რომელიც ჟურნალისტმა გააშუქა, ანტრეპრენერს შეუძლია ეს ფაქტი, შესაძლებლობად მიიჩნიოს. ვიდეო რგოლი ჩაწეროს პროგნოზების შესახებ, ან პოსტი დაწეროს კონვენციაზე და წყაროდ ჟურნალისტი მოიხსენიოს. მასალის პირდაპირ ეთერში გასვლის შემდეგ, ჟურნალისტი სოციალურ ქსელში კომენტარებში მიიღებს შეტყობინებას ამის შესახებ და ეს მასთან LinkedIn-ზე დაკავშირებისა და საკუთარი თავის ოფიციალურად წარდგენის საუკეთესო გზაა.

სტარტაპის პირველი ეტაპის ცხოვრება თქვენგან მრავალი ფუნქციის შეთავსებას მოითხოვს, და მათ შორის ერთ - ერთი რედაქტორობაა. ეს აუცილებლად უნდა მოახერხოთ ყველა შესაძლებლობის გამოსაყენებლად, იმიტომ რომ შეიძლება ყველა და ყველაფერი იქცეს შესაძლებლობად.

კონტაქტების დამყარება

ანტრპრენერებმა უნდა გააცნობიერონ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სხვადასხვა ღონისძიებებზე, თუნდაც ძალიან ადრეულ ეტაპებზე, კონტაქტების დამყარება. დამფუძნებლის გუნდის წევრები ხომ პროდუქტის სახეს წარმოადგენენ და კომპანიის წარმომადგენლები არიან. სხვა დამფუძნებლებთან, ინფლუენსერებთან, ან უბრალოდ ამ სფეროს ენთუზიასტებთან მეგობრობის გაღვივებით, ისეთ ადამიანებს დაუკავშირდებით, რომლებსაც შეგიძლიათ მოგვიანებით მიმართოთ ისეთი საკითხებით, როგორიცაა მნიშვნელოვანი გამოსვლები, რეკომენდაციები, რეკლამაში დახმარება და თანამშრომლობაც კი.

იოვ ვილნერის, გაყიდვების ავტომატიზაციის სტარტაპის, Walnut-ის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, კონტაქტები მართლაც ფასდაუდებელია. "როგორც დამფუძნებელმა, ვიცი რესურსების გარეშე სტარტაპის მართვას რა განსაცდელები და გასაჭირები ახლავს თან. ეს ნამდვილად კარგად ვიცი, საკუთარ თავზე გამომიცდია", – ამბობს ვილნერი. "ღონისძიებებზე კავშირების დამყარება ნამდვილად ყველაფერია. ადამიანები, რომლებიც, შესაძლოა, ინტერნეტში თავშეკავებას გამოიჩენდნენ, ამ შემთხვევაში გულღიები ხდებიან, მზად არიან ურთიერთობისთვის. მთელი რიგი ურთიერთობები, რომლებსაც ადამიანები ინდუსტრიული სფეროს სხვადასხვა ღონისძიებებზე ამყარებენ ერთმანეთთან, სწრაფად გადაიქცევა ნამდვილ მეგობრობად, როდესაც ორივე მხარე ერთმანეთს ეხმარება. მე ვიცი, რომ დრო არ არის დამწყები ანტრეპრენერის მხარეს, მაგრამ მათ რაც შეიძლება ბევრ ადამიანთან უნდა დაამყარონ ურთიერთობა, როგორც ინტერნეტში, ისე ნებისმიერ სხვა ადგილას".

ასევე კარგი იდეაა, თუ შესაძლებელია, მაღალი რანგის ხელმძღვანელების სადილზე მოწვევა, რომ მათ უკეთ გააცნოთ თქვენი პროდუქტი ან მომსახურება, და თქვენი კომპანიის მისია.

გადადგით პირველი ნაბიჯები რომ ექსპერტი გახდეთ

ერთადერთი, რაც ყველა ანტრეპრენერს აერთიანებს, ყოვლისმომცველი ჟინია, რომელიც შთაგონებას აძლევს, ამ არასტაბილურ ბიზნეს სამყაროში თავით გადაეშვან. ამ ვნებასთან ერთად მოდის გამოცდილება და თავდაჯერება. მათ ასეთივე წარმატებით შეუძლიათ ეს იდეები და მოსაზრებები ავტორიტეტის შესაქმნელად გამოიყენონ და ამ სფეროს აღიარებული ექსპერტები გახდნენ.

ინფორმაციის გამოქვეყნებასთან ერთად (და თან რეგულარულად) ბლოგის / ვიდეობლოგის / პოდკასტის / და ა.შ. სახით, ასევე გირჩევთ ინდუსტრიის პუბლიკაციებს / ბლოგებს და სტუმრების პოსტებს გაეცნოთ, ან გაარკვიოთ ინტერვიუს შესაძლებლობები ხომ არ არსებობს. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საშუალება იქნებოდა საზოგადოებაზე ზეგავლენის მოსახდენად და ასევე დამწყებ კომპანიასაც დაეხმარება და მისი ვებ-გვერდსაც რომ რუკაზე მოხვდეს. მოგვიანებით, თქვენი ინფორმაცია გაცილებით ცნობილი გამოცემებშიც უნდა გამოაქვეყნოთ, რომ პოტენციურ ინვესტორებს მნიშვნელოვნად გაეზარდოთ ინტერესი.

მეტი ხილვადობისთვის ინფორმაციის გავრცელებაზე იზრუნეთ

ანტრეპრენერებმა საკუთარი ქსელები და სოციალური მედიის საზოგადოებები უნდა გამოიყენონ კომპანიის საინტერესო ახალი ამბების გასაზიარებლად. ეს გულისხმობს პრეს რელიზებს, მედია საშუალებებში ინფორმაციას და რა თქმა უნდა, ხელმძღვანელების მასალების გამოქვეყნებასაც. ჯვარედინი პოპულარიზაციაც შესანიშნავი იდეა იქნებოდა. მაგალითად, ვიდეო რგოლი, რომელშიც ახალი პროდუქტის თვისებებია ახსნილი, შეიძლება აიტვირთოს YouTube-ზე, Facebook- სა და LinkedIn- ზე. რაც მეტი იქნება, მით უკეთესი.

Energent Media-ს გენერალური დირექტორის, ჯენიფერ სპენსერის სტატიის თანახმად, "თქვენი წარმატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კომპანიას ძლიერი ბრენდი ჰქონდეს. ტექნოლოგიებისა და ონლაინ საძიებო სისტემების გამოყენება გაცილებით მარტივი გახდა და ამიტომ მომხმარებლისთვის ადვილია რაიმეს შეძენამდე ინფორმაციის მიღება. ისინი გაცილებით ფრთხილად და ყურადღებით ირჩევენ პროდუქტს და იმ კომპანიებს ანიჭებენ უპირატესობას, რომლებიც მათი აზრით, სანდოა და ავთენტური".

ბიზნესის სამყაროში ყველგან არ ამართლებს ერთი მიდგომა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც PR კამპანიების ჩატარებაზეა საუბარი, ბევრი ცვალებადი ფაქტორის გათვალისწინებაა აუცილებელი, რომელიც თავად ამ სფეროში სრულიად სხვადასხვაა. და ბოლოს, ყველაზე მთავარი თანმიმდევრულობაა და საუკეთესო PR გზავნილებად ისეთები მიიჩნევა, რომლებშიც ყურადღება პროდუქტის / მომსახურების კონცეფციაზეა გამახვილებული და მის პოტენციურ ზეგავლენაზე ისე, რომ ანტრეპრენერმა შესაბამისი შედეგები მიიღოს და ეს აჟიოტაჟი გამართლებული იყოს.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია