Get All Access for $5/mo

"საქკაბელის" მარკეტინგის მიმართულებას ეკატერინე სიფრაშვილი უხელმძღვანელებს - როგორია მისი გეგმები კომპანიაში?

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"ჩემი მიზანი შესაძლებლობების მარკეტინგული თვალით დანახვა, ახალ აღმოჩენებამდე მისვლა და მათი მუდმივი განვითარებაა", − ამ შემართებით იწყებს ახალ გუნდთან მუშაობას ეკატერინე სიფრაშვილი. ის "საქკაბელის" მარკეტინგისა და PR-ის დეპარტამენტს უხელმძღვანელებს.

ქვეყანაში N1 საკაბელო პროდუქციის მწარმოებელი კომპანიის გუნდს ეკატერინე რამდენიმე დღის წინ შეუერთდა, იქამდე კი ის "დიოს" მარკეტინგის მიმართულებას უძღვებოდა. გარდა ამისა, მუშაობდა "ნიკორა ტრეიდის" მარკეტინგის გუნდში და სხვა რამდენიმე კომპანიის მარკეტინგ და PR-გუნდებში.

ეკატერინე ამბობს, რომ ახალ გუნდთან მუშაობის დაწყება რამდენიმე მიზეზით გადაწყვიტა. უპირველესად, ბაზრის განვითარება და დინამიკურობა: ეკატერინე ამბობს, რომ დეველოპერული ბაზარი მუდმივად მზარდი და კონკურენტულია, რაც განვითარებაზე ორიენტირებულობას ითხოვს, ეს კი მისთვის საინტერესოა.

გარდა ამისა, ფიქრობს, რომ "საქკაბელს" აქვს შესაძლებლობა, ბაზარზე შექმნას პოზიტიური ენერგია და მომდევნო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი გეგმებიც არსებობს.

"ეს არ არის მხოლოდ საკაბელო და არასაკბელო პროდუქციის კომპანია − "საქკაბელი" ყველაზე მნიშვნელოვან დამაკავშირებელ ენერგიას ქმნის თითოეული ჩვენგანის ცხოვრებისთვის, განვითარებისთვის, კომფორტისთვის, უსაფრთხოებისთვის და .. ჩემი მიზანი კი ამ შესაძლებლობების მარკეტინგული თვალით დანახვა, ახალ აღმოჩენებამდე მისვლა და მათი მუდმივი განვითარებაა", ამბობს ის.

სპეციალისტის თქმით, მისთვის მნიშვნელოვანია ის სამუშაო ატმოსფეროც, რაც კომპანიაში დახვდა. ეკატერინე Entrepreneur-თან ამბობს, რომ სულ რამდენიმე დღეში ახალმა გუნდმა და გუნდის წევრების პროფესიონალიზმმა, საქმის სიყვარულმა მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა: "რაც ნამდვილად მარწმუნებს იმაში, რომ გუნდურად ბევრ წარმატებას ვიზეიმებთ და მუდამ ვიქნებით სტანდარტების დამამკვიდრებელი, განვითარებაზე ორიენტირებული, სამაგალითო ქართული კომპანია".

ახალ გუნდთან ერთად მუშაობაში ყველაზე საინტერესო ასპექტად შემოქმედებით პროცესს ასახელებს. ეკატერინე ამბობს, რომ მისი მრავალფეროვანი გამოცდილება საშუალებას აძლევს, სიღრმისეულად დაინახოს სურათი, გაიზიაროს მომხმარებლის გამოცდილება და გადაწყვეტილება სწორედ ამ კომპონენტების გათვალისწინებით მიიღოს.

"ჩემი ხედვით, "საქკაბელს" კიდევ უფრო გამძაფრებულად, კომპანიის ტარგეტირებულ მარკეტინგთან (Target Market) კომბინაციაში, სამიზნე მომხმარებელზე ორიენტირებული (Customer Centric Marketing) მარკეტინგული სტრატეგია ექნება. საკვანძო მიმართულება და უმთავრესი საყრდენი სწორედ საბოლოო მომხმარებელია, რადგან კეთილსინდისიერი დამოკიდებულება და მათი ნდობის გამართლება ის ძირითადი ღირებულებებია, რომლებზეც კომპანია დგას.

ფორმულა ასეთია: "საქკაბელი" = სტანდარტის დამამკვიდრებელს!", − ამბობს ის.

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

როგორ დავიწყო ბიზნესი

როგორ დავიწყოთ ბიზნესი (თითქმის) უფულოდ?

ბიზნესის წამოწყება და განვითარება საკუთარი ფინანსური ინვესტიციის გარეშეც შესაძლებელია, თუკი კარგად იცით, რას აკეთებთ