Get All Access for $5/mo

თქვენი ბრენდი თქვენს ლოგოზე გაცილებით მეტს ნიშნავს რა ხდის სინამდვილეში თქვენს ბრენდს გამორჩეულს მომხმარებლებისთვის

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Handle Branding

ბრენდინგი ბიზნესის ზრდა-განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. ის განსაზღვრავს, თუ როგორ შეძლებთ თქვენი კონკურენტებისგან განსხვავებული გახდეთ და ყველაზე წინ წახვიდეთ. ამასთან ერთად, თუ როგორ გამოირჩევით ბრბოსგან და რას გრძნობენ თქვენი მომხმარებლები, როდესაც თქვენზე ფიქრობენ. მთავარი დაპირებაა, რომელსაც მომხმარებელს აძლევთ და თქვენი ბიზნესის წარმატება იმაზეა დამოკიდებული, რამდენად კარგად ასრულებთ ამ დანაპირებს.

თქვენი ბრენდი ზუსტი გეგმაა იმისა, თუ როგორ უნდა წარადგინოთ საკუთარი თავი თქვენს მომხმარებლებთან. ეს სახელმძღვანელოა, რომელიც თქვენც გიყვებათ და ნებისმიერსაც თქვენს კომპანიაში, თუ რას წარმოადგენს თქვენი კომპანია. ამასთან, არა მხოლოდ დიზაინით, არამედ იმითაც, თუ ვინ არიან თქვენი მომხმარებლები, რა სურვილები და საჭიროებები აქვთ, და როგორი იქნება თქვენი მარკეტინგული ძალისხმევისა და კომუნიკაციის ხმა და ტონი.

ბრენდინგი ყველაფერის მამოძრავებელი ძალაა, რაც ბიზნესის მარკეტინგულ კამპანიასთანაა დაკავშირებული. ის წარმართავს კულტურას, ეუბნება მომხმარებელს, რას უნდა ელოდნენ და საბოლოოდ მიმართულებას აძლევს ბიზნესს, წარმატების ან წარუმატებლობისკენ მიუძღვის.

ჩვენ ყველამ ვნახეთ, როგორ იცვლებოდნენ და ვითარდებოდნენ ბრენდები წლების განმავლობაში. იცვლებოდა მათი ლოგოები, მარკეტინგული შეტყობინებები, პროდუქტის ან მომსახურების მიწოდების სფეროში ახალი რაკურსები და მიდგომები ჩნდებოდა. ბრენდი როგორც წესი, ბაზრის სხვადასხვა ცვლილებების შესაბამისად იცვლება და ყალიბდება. იმ ბრენდების უმრავლესობა, რომლებმაც დროის გამოცდას გაუძლეს, ამ სამ გზას იყენებს, რომ გამორჩეული გახდეს და კონკურენტებს გაუსწროს.


1. გაყიდეთ ემოციები

თუ დიდ ბრენდებს გადახედეთ, შეაჩნევთ როგორ ჩნდება ტენდენციები. ერთი მენტორი, რომელსაც ოდესღაც რჩევა ვთხოვე, ამბობდა: "წარმატება მინიშნებებს ტოვებს, რომ მის საიდუმლოს მიაგნო". როდესაც დიდ კორპორაციებს ვუყურებთ, მართალია ბევრი რამის შემჩნევა შეუძლებელია, მაგრამ მაინც ბევრის მიკვლევა და ფასეული ინფორმაციის მიღება შეიძლება. პირველი და უმთავრესი კი ის არის, რომ ბრენდების უმრავლესობა ემოციებს ყიდის.

Coca-Cola ბედნიერებას ყიდის. McDonald's -იც იგივეს აკეთებს. Visa თავისუფლების განცდას ყიდის. Toyota - თავისუფლებას, საიმედოობას, თავგადასავლებს. ბევრი მსხვილი ბრენდი გრძნობებს მოგყიდით და მას მომსახურების ან პროდუქტის საშუალებით მოგაწვდით. ისინი მას გამოცდილების საშუალებით მოგაწვდიან.

გაიგეთ, რა ემოციები სურთ თქვენს მომხმარებლებს და თქვენი ნებისმიერი ძალისხმევა ბრენდინგის მიმართულებით წარმატებული იქნება. ხშირად, მარკეტინგული კამპანიების ჩატარებისას კომპანიები მეტისმეტად დიდ ყურადღებას აქცევენ მიწოდების მექანიზმებს. ამ დროს, იმ მდგომარეობის ანალიზით არ ინტერესდებიან, რომელშიც მომხმარებელი აღმოჩნდება პროდუქტის ან მომსახურების მიღების შემდეგ.

საქმე ისაა, რომ მომხმარებელთა უმეტესობას პრინციპში არ სურს კონკრეტული ნივთის, მომსახურების ან პროდუქტის შეძენა. მათ სინამდვილეში მეტი უსაფრთხოება, დაცვა, ბედნიერება სურთ … ან ნაკლები ტკივილი, ნაკლები სტრესი, ნაკლები დრო ან ძალისხმევა და მეტი შედეგები. მომხმარებელთა უმეტესობას მარტივი სურვილები და მოთხოვნები აქვს. ანტრეპრენერებს კი სურთ ყველასგან გამორჩეულნი იყვნენ და ზედმეტად ართულებენ ყველაფერს, ფიქრობენ, რომ მათი პროდუქციის მიწოდების მექანიზმები იმდენად განსხვავდება მათი კონკურენტებისგან, რომ მათი მომხმარებლები მათზე ნაკლებად არ ზრუნავენ ამაზე.

ეს სიმართლეს არ შეესაბამება… რეალობის დასანახად საკუთარ თავს შემდეგი რამ უნდა ჰკითხოთ:

• რა ემოციებს იწვევს ჩემი პროდუქტის ან მომსახურების მიღება მომხმარებლებში?

• რა პრობლემების მოგვარებას ცდილობენ ჩემი მომხმარებლები?

• საბოლოოდ რა შედეგს გამოიწვევს ჩემი პროდუქტის ან მომსახურების ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიღება?

• რა შედეგებს იძლევა ჩემი პროდუქტი ან მომსახურება?

ამ კითხვებზე პასუხები დაგეხმარებათ დადგენაში, თუ რას სთავაზობს მომხმარებელს თქვენი ბრენდი ან ბიზნესი. ემოციური მოგზაურობის საგზაო რუკა შექმენით, რომელსაც თქვენი მომხმარებელი გადის. შემდეგ მათ თქვენი მარკეტინგული შეტყობინებებით მოგზაურობის თითოეულ ნაწილზე ესაუბრეთ.

რა ემოციები უჩნდებათ ადამიანებს, როდესაც პირველად იგებენ თქვენი პროდუქტის ან მომსახურების შესახებ? რა ემოციები და აზრები აქვთ თქვენს პროდუქტთან და მომსახურებასთან დაკავშირებით, როდესაც ისინი ცივი / გაუცნობიერებელი ადამიანებიდან გაცილებით თბილ და განათლებულ პოტენციურ მომხმარებლად გარდაიქმნებიან?

მომხმარებლის მოგზაურობა ემოციებით ასახეთ, ეს უნდა იყოს ტრანსფორმაციის საფუძველი. საშუალება მიეცით თქვენს მარკეტინგს თითოეულ სეგმენტზე ისაუბროს, რომელსაც ისინი თქვენი გაყიდვების ძაბრით გადიან.


2. მთავარი თანმიმდევრულობა

თანმიმდევრულობა ბრენდინგის ნებისმიერი კამპანიის მთავარი ელემენტია. ბრენდინგი დაპირებაა, რომელსაც თქვენ აძლევთ თქვენს მომხმარებელს და ეს დაპირება თანმიმდევრულად უნდა შესრულდეს, როგორც თქვენი პირველივე პროდუქტის შემთხვევაში, ისე ნებისმიერი შემდეგითაც. თქვენ ბოლომდე უნდა იყოთ თქვენი დანაპირების ერთგული.

ჩვენს თანამედროვე ანტრეპრენერულ სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე რთული ის არის, რომ უამრავი მბრწყინავი ობიექტი დაფრინავს ჩვენს გარშემო და ყურადღებას გვიფანტავს. მე ხშირად აღმომიჩენია, რომ მარკეტინგის ახალი და უფრო ღრმა ტერიტორიების, რეკლამირების ან ჩვენი პროდუქტის ან მომსახურების მიწოდების ახალი გზების კვლევას ვცდილობ.

მარტივზე მარტივია ბაზარზე არსებული სიცარიელის დანახვა და მის სასწრაფოდ შესავსებად ყველაფრის გაკეთება. ჩვენ ანტრეპრენერები ვართ და ვსარგებლობთ იმ შესაძლებლობებით, რომელიც ჩვენს თვალწინ იშლება. ეს არის ანტრეპრენერის საქმე ... შესაძლებლობების დანახვა, თუ როგორ შეიძლება საზოგადოების გაუმჯობესება და შემდეგ ამ შესაძლებლობების გამოყენება.

თქვენი ბრენდის განსაზღვრისას, ფაქტობრივად კონტეინერს ქმნით თქვენი ბიზნესისთვის. თქვენ უკვე დადგენილი გაქვთ, რას წარმოადგენს თქვენი ბიზნესი და ვის ემსახურება იგი. თქვენ უკვე იცით, რას აკეთებთ და რას არ აკეთებთ. როდესაც ამ საგზაო რუკას შექმნით, ის მოგცემთ საშუალებას უარი თქვათ იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც თქვენს ბიზნესს არ შეესაბამება.

ნათლად განსაზღვრეთ თქვენი ბრენდი, თანმიმდევრულ შეტყობინებებზე იმუშავეთ, რომლებიც თქვენი აუდიტორიის ემოციებს ეხმიანება და დარწმუნდით, რომ მუდმივად ცდილობთ ყოველი ახალი პროდუქტის, მომსახურების ან მარკეტინგის არხების შეფასებას იმის მიხედვით, თუ რას წარმოადგენს თქვენი ბრენდი. თუ ახალი პროდუქტი თქვენს ფასეულობებს შეესაბამება, გაუშვით იგი. თუ ასე არ არის, მაშინვე მიხვდებით და უარის თქმა ბევრად უფრო ადვილი იქნება.


3. შექმენით საზოგადოება

ბრენდინგი უკვე აღარ არის მხოლოდ შეტყობინებების გაცვლა, საქმე აღარც მხოლოდ თანმიმდევრულობაშია, აქ საზოგადოების შექმნა იგულისხმობს. საუკეთესო ბრენდებმა სრულიად შემთხვევით შექმნეს საზოგადოებები. მაგალითად, Costco თავისი წევრებისგან საზოგადოების შექმნას არ აპირებდა, მაგრამ თქვენ იცით, რომ თუ Costco- ს წევრი ხართ და მის სხვა წევრთან გქონიათ დისკუსია, რომელიმე პროდუქტზე ან მომსახურებაზე, ეს უკვე საზოგადოებაა. იქნებ მათი საწვავი ან მათი დაბრუნების პოლიტიკა მოგწონთ... იქნებ მათი გარიგებები მანგოს ჩირზე (ასეთი მე ვარ). მე ხშირად ვუზიარებ სხვებს რჩევებს, ხრიკებს ან ნივთების შესახებ ინფორმაციას, რომლებიც ჩემთვის ფასეულია და იქ მოვძებნე ... მაგრამ ეს მხოლოდ მათთვისაა აქტუალური, ვინც Costco-ს წევრები არიან.

თქვენ იმასაც აღმოაჩენთ, რომ მსხვილი ბრენდები თავისდა უნებურად ქმნიან საზოგადოებებს. თუ Toyota 4Runner-ის მფლობელი ხართ, იმ კლუბის ნაწილი ხართ, რომელშიც მხოლოდ Toyota 4 Runner-ის მფლობელები შეიძლება იყვნენ. ამ ენთუზიასტთა საზოგადოებამ შემდეგ დამატებითი საშუალებებიც შექმნა საზოგადოებისთვის ფორუმების, Facebook ჯგუფების და სხვა პლატფორმების საშუალებით ცოდნის შესაძენად და გასაზიარებლად.

eBay კიდევ ერთი შესანიშნავი ადგილია, სადაც შეიძლება ნახვა თუ როგორ იქმნება საზოგადოებები ფორუმების საშუალებით. თუ eBay- ს შესახებ რაიმეს მოიძიებთ ინტერნეტში, ნახავთ, რომ ძიებებში ყველაზე ხშირად მათი ფორუმები დომინირებენ. ამ ფორუმებში გამყიდველებსაც ნახავთ და მყიდველებსაც, რომლებიც ერთად ეძებენ პასუხებს თავიანთ შეკითხვებზე.

მსხვილ ბრენდებს ყველა იცნობს და ისინი ამის წყალობით ქმნიან საზოგადოებებს. ამ ბრენდის პროდუქტის ან მომსახურების ყიდვით, თქვენ მთელ მსოფლიოს უცხადებთ, რომ თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც როგორც სეტ გოდინი იტყოდა, "ასეთ რამეებს ქმნის".

თუ Tesla-ს ყიდულობთ, მთელ მსოფლიოს უგზავნით სიგნალს, რომ თქვენ შორსმჭვრეტელი ხართ. იქნებ ტექნოლოგები მოგწონთ, განახლებადი ენერგიის წყაროები, ან უბრალოდ სწრაფი ავტომობილები? არ აქვს მნიშვნელობა რა ემოციური მიზეზით იყიდეთ მანქანა, გასართობად, უსაფრთხოებისთვის, პრესტიჟისთვის, სტატუსისთვის… ან ნებისმიერი სხვა მიზეზით, თქვენ მაინც მთელ მსოფლიოს უგზავნით სიგნალს, რომ თქვენ ხართ იმ ტიპის ადამიანი, ვინც Tesla-ს იყიდის და Tesla-ს მფლობელების კლუბს შეუერთდებით.

დიდი ბრენდები მხოლოდ შეუმჩნევლად კი არ გიბიძგებენ თავიანთ საზოგადოებებში… დიდი ბრენდები საზოგადოებებს ქმნიან და ადგილებს თავიანთი კლიენტების შესაკრებად, კომუნიკაციისა და ახალი ურთიერთობების დასამყარებლად. Peloton- ს შეხედეთ და მის გასაოცარ შესაძლებლობები, როგორ შეიძლება სხვებთან ერთად კლუბში ვარჯიში ინტერნეტით. ან Literati-ს გადახედეთ, წიგნების კლუბს, რომლის კურატორებიც ყველაზე ცნობილი ადამიანები და ლიდერები არიან, ისინი გაძლევენ საშუალებას ისეთი ცოდნა მიიღოთ, რომელმაც სტივენ კარი, მალალა იუსაფზაი და რიჩარდ ბრენსონის ცხოვრება ჩამოაყალიბა. გარდა ამისა, რეალურად გქონდეთ ურთიერთობა იმ საზოგადოებასთან, სადაც შეგიძლიათ წიგნის კლუბის სხვა წევრებთან და თავად კურატორებთანაც კი ისაუბროთ.

ამ ტიპის საზოგადოება 2 ძლიერ ფსიქოლოგიურ პროცესს ქმნის:

  1. მიჩვევა
  2. საიმედოობა

ინფორმაციის ეპოქაში . . . ჩვენთვის საჭირო ინფორმაციის მოძიება ზოგჯერ ნემსის ძებნას ჰგავს თივის ზვინში. ჩვენ ხშირად ვპოულობთ პასუხებს, მაგრამ ინტერნეტი ღია წყაროა, და ამიტომ გვიჭირს დაჯერება, რომ ჩვენს მიერ მიღებული ინფორმაცია სარწმუნოა, ან ზუსტად ის არის, რაც გვჭირდება

როდესაც საზოგადოებას ქმნით, რომელშიც ცნობილი ადამიანები და იდეური ლიდერები არიან, თქვენი მომხმარებლებისთვის ორ მნიშვნელოვან საქმეს აკეთებთ. თქვენ მათ საშუალებას აძლევთ მოდუნდნენ და სჯეროდეთ, რომ ინფორმაცია სარწმუნოა (ფორუმთან ან დაგუგლვასთან შედარებით). თქვენ მათთან სოციალურ ავტორიტეტს მოიპოვებთ, თუ ისეთ ადამიანებს მოიწვევთ, ვისაც ისინი იცნობენ, მოსწონთ და ენდობიან . . .

და ბოლოს, ბრენდინგი გაცილებით მეტს ნიშნავს მარკეტინგსა ან ლოგოზე .. . ბრენდინგი ზუსტად ის არის, რასაც თქვენი მომხმარებელი ფიქრობს თქვენზე და თქვენს პროდუქტებზე / მომსახურებებზე, შეხების ნებისმიერ წერტილში, რომელსაც მას თქვენს ბიზნესთან ჰქონია. ეს თქვენი მომხმარებლების პრობლემების მოგვარებას გულისხმობს ისე, რომ მათი ცხოვრებაც შეიცვლოს და, რაც მთავარია, მათი ემოციურ მდგომარეობაც და ცხოვრების ხარისხიც. საქმე სტაბილური ადგილის შექმნას ეხება, სადაც მათ საიმედოდ შეეძლებათ თავიანთი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. და რაც მთავარია, ეს ისეთი საზოგადოების შექმნაა, სადაც შეკითხვებზე პასუხად საუკეთესო და ყველაზე საიმედო ინფორმაციას მიიღებენ, რის მიღებაც კი შეუძლიათ.

დღეს ინფორმაცია და ტექნოლოგიები უკვე ყველასთვის გახდა ხელმისაწვდომი, და თქვენი ბიზნესი და ბრენდი გაიმარჯვებს თუ დამარცხდება ამ სამ ფუნდამენტურ ფაქტორზეა დამოკიდებული. შეგიძლიათ ზუსტად განსაზღვროთ ვინ ხართ, ვის ემსახურებით და შემდეგ თანმიმდევრულად შესთავაზოთ მომხმარებელს გამოსავალი და საზოგადოებაც შექმნათ? დადებითად უპასუხეთ ამ სამ შეკითხვას და თქვენი ბრენდი აუცილებლად გაიზრდება, ბაზრის უფრო მეტ წილსაც მოიპოვებს და თქვენი მომხმარებლების ცხოვრებაშიც მთავარი გახდება.

როგორ დავიწყო ბიზნესი

როგორ დავიწყოთ ბიზნესი (თითქმის) უფულოდ?

ბიზნესის წამოწყება და განვითარება საკუთარი ფინანსური ინვესტიციის გარეშეც შესაძლებელია, თუკი კარგად იცით, რას აკეთებთ

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

სიახლეები

ეს ყველაფერი მხოლოდ ასე შეიძლება შეფასდეს – ერის ღალატი!

ივანიშვილმა მიზანმიმართულად დაანგრია სტრატეგიული კავშირები აშშ-სა და ევროკავშირთან