Get All Access for $5/mo

ჩააბარე პლასტმასის ბოთლები, თავსახურები და მიიღე USB კაბელი საჩუქრად

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ჯინვენტორი

გარემოზე ზრუნვა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია მსოფლიოს გადასარჩენად. სამყარო სავსეა მილიონობით ნარჩენით, რომლის გადამუშავებაც ხშირად არ ხერხდება. დღეს, როცა ტექნოლოგიური განვითარების საფეხურზე სულ უფრო და უფრო წინ მივიწევთ, სამყაროს გადასარჩენად ქართული კომპანია "ჯინვენტორი" საინტერესო მიგნებით ცდილობს მსოფლიო პლასტმასის ნარჩენებისგან გაათავისუფლოს. პლასტმასით დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლაში წვლილის შესატანად, "ჯინვენტორში" წამოიწყეს აქცია, რომლის თანახმადაც, მომხმარებელი, რომელიც შეაგროვებს პლასტმასის ბოთლებს და ჩააბარებს. მათგან მიიღებს მისგან დამზადებულ "ტენეს" ეკო USB კაბელს. ამ მშვენიერი ეკომეგობრული აქციის ავტორი კომპანიის დამფუძნებელი სანდრო ლილუაშვილია.

"იმისათვის, რომ აქცია მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გაგვეხადა და რაც შეიძლება მეტი მოხალისე ჩაგვერთო მასში, გადავწყვიტეთ, აქცია სამ კალათად დაგვეყო. პირველი 500 კაბელი. მხოლოდ 50 ბოთლის თავსახურის სანაცვლოდ გადაგვეცა მომხმარებლისთვის, მომდევნო კალათის 500 კაბელის მისაღებად ორჯერ მეტი პასუხისმგებლობის გამოჩენა მოვთხოვეთ გარემოს დამცველებს და ამჯერად კაბელის მისაღებად 100 ბოთლის თავსახურის შეგროვება მოვთხოვეთ, 1 ივნისიდან გვინდა კიდევ უფრო გავზარდოთ დადებითი ზეგავლენა გარემოზე და მოხალისეებს 100-100 ბოთლი და ბოთლის თავსახური შევაგროვებინოთ 1 ეკო კაბელის მისაღებად."- ამბობს სანდრო Entrepreneur-თან საუბარში.

ცნობიერების ასამაღლებლად და მწარმოებლების გამოცდილების გასაზიარებლად, სანდრო ჩინეთში წავიდა და იქ მიღებული ცოდნის წარმოებაში დანერგვა გადაწყვიტა. სწორედ მისი შემოტანილი თანამედროვე ტექნოლოგიებით სანდროს შეუძლია შექმნას ეს უნიკალური გამოგონება, რომლის ანალოგიც არ მოიძებნება. სამომავლოდ, კომპანია გეგმავს ქართული ბაზრის სრულად ათვისებასა და საქართველოში მაღალტექნოლოგიური წარმოების დანერგვას.

"ამ აქციას იმდენად კარგი შედეგი ჰქონდა, რომ 2 თვეში 90 000-მდე თავსახური შევაგროვეთ, აქციაში კი 1000-ზე მეტი გარემოს დამცველი ჩაერთო. სასიხარულოა ის ფაქტიც, რომ ბევრი თავსახური მიწიანი მოიტანეს მოხალისეებმა, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი სკვერებიდან, ბაღებიდან და ეზოებიდან ამოთხარეს. ჩვენ მართლაც უკვე მოვახერხეთ გარემოზე ხელშესახები დადებითი ზემოქმედების მოხდენა და მომავალშიც გავაგრძელებთ მის დაცვას."

მსოფლიოში პირველი ეკომეგობრული USB კაბელის შექმნის ინიციატივა არც დიდი კომპანიების ყურადღების მიღმა დარჩენილა და "საქართველოს ბანკმა" სოციალური საწარმო ტენეს პლასტმასის გადასამუშავებელი ხაზის გადასაიარაღებლად, 50 000-ლარიანი გრანტი გამოუყო.

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინდუსტრიული ტრენდები

სტივ ჯობსის ცხოვრების 20 გადამწყვეტი მომენტი

Entrepreneur ამერიკის ერთ-ერთი უდიდესი ინოვატორის ცხოვრების მნიშვნელოვან დეტალებს იხსენებს