Get All Access for $5/mo

როდესაც ბაზარზე ახალი ტელეფონი გამოდის, ძველს რას ვუშვრებით?

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

ტექნოლოგიურ პროგრესთან და დროსთან ერთად, ადამიანები და კომპანიები სწრაფად ქმნიან ახალ- ახალ ნივთებს. ახალი მოდელის მობილურ ტელეფონებს, კომპიუტერებს, საყოფაცხოვრებო ტექნიკას, სარეცხ მანქანებს და სარეცხის საშრობ მანქანებს. შემდეგ ადამიანები ყიდულობენ ბაზარზე გამოსულ სულ ახალი მოდელის ნივთებს და ძველ ნივთებს ან მოისვრიან, ან უკეთეს შემთხვევაში, ნათესავს ან ახლობელს გადაულოცავენ, თუმცა ეს უკანასკნელი შემთხვევა ამჯერად არ გახლავთ ჩვენი ინტერესის სფერო და ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ყურადღება უნდა გავამახვილოთ ადამიანების კონკრეტულ მოქმედებაზე და მათი ქცევის მდგომარეობაზე, როდესაც ისინი მექანიკურად მოისვრიან, მოიშორებენ ძველ ნივთს და წუთითაც არ ფიქრობენ იმას, თუ რა ხდება ამ დროს.

ჩვენ გარშემო ცოცხალი საარსებო გარემო მრავალი მილიარდი წელია არსებობს და დარწმუნებული ვარ, კიდევ მრავალი მილიარდი წელი იარსებებს, თუ ადამიანი იფიქრებს და გონივრულად, ასევე გააზრებულად გაატარებს საკუთარ ცხოვრებას. გააზრებულ ცხოვრებაში გააზრებული ქმედებები, გააზრებული გადაწყვეტილებები და თქვენ წარმოიდგინეთ, ბიზნესის წარმოების პროცესიც იგულისხმება, ასევე ნარჩენების შექმნა-დახარისხებისა და მისი გონივრულად მართვის წარმოებაც.

წარმოიდგინეთ, როდესაც სიცოცხლე და საარსებო გარემო გაჩნდა დედამიწაზე, იქ არანაირად არ იყო გათვალისწინებული ადგილები ნაგავსაყრელებისთვის. საარსებო გარემოში ბუნებრივად და ძალიან კონკრეტულად იყო და არის მასალების ან მატერიალების ნაკადი, რაც გულისხმობს იმას, რომ ერთი ცოცხალი სახეობის ბუნებრივი ნარჩენი არის მეორე ცოცხალი სახეობის საკვები, საარსებო გარემოში მცხოვრებნი იზრდებიან, ზოგი რამ კვდება ან ჭკნება, და ამ ბიომრავალფეროვნების ჯაჭვიდან ეს ბუნებრივი ნუტრიენტები გარემოში ბუნებრივად და ყველანაირი საფრთხის გარეშე თავსდებინ უკან, წრიული პრინციპის გათვალისწინებით.

ადამიანების ცხოვრების წარმოების შემთხვევაში კი ყველაფერი სხვაგვარადაა. ადამიანები იყენებენ რესურსს, ცხოვრობენ, აგროვებენ ან ქმნიან ნივთებს და შემდეგ ამ ნივთებს ყრიან, ქმნიან ტოქსიკური ნარჩენების მარაგს, ანუ გარემოზე ნეგატიურ გავლენას და კვალს ტოვებენ.

თუ ჩვენთვის მილიარდი წლის წინ შექმნილ საარსებო გარემოში არსებული ცხოვრების წარმოების მექანიზმი და პრინციპი გასაგებია და მისაღებია, რატომ არ შეიძლება რომ ეს წრიული პრინციპის მქონე მოდელი ადამიანებმაც გონივრულად გამოვიყენოთ ჩვენი საყოფაცხოვრებო ქმედებებისა და ბიზნესპროცესების წარმოებისას?

შეიძლება თუ არა წარმოებული ნივთები, რომლებიც ნარჩენებად გადაიქცევა, ბიზნესკომპანიის პროცესების მმართველებმა ისევ აქტივებად გამოიყენონ? ისე არ მოიქცნენ, როგორც დღეს ხდება, როდესაც მათ მიერ შექმნილი პროდუქციის დახლის შემდგომი გამოყენების შედეგად გაჩენილ ნარჩენზე თვალს ხუჭავენ, ყურადღებას არ აქცევენ და უგულველყოფენ მათ არსებობას?

შეიძლება თუ არა დიდმა მწარმოებლებმა პასუხისმგებლობა აიღონ საკუთარი პროცესების შედეგად შექმნილი ნივთების გამოყენებით წარმოქმნილ "ნაგავზე"? იქნებ საინტერესო გამოდგეს წრიული ეკონომიკის პრინციპი რომელიღაც ჭკვიანი და შორსმჭვრეტელი ადგილობრივი მწარმოებლის ხედვისთვის და მათაც შეძლონ "ნაგვის" ოქროდ ქცევა, რაც ასე სახარბიელო საქმეა უკვე განვითარებული და ცივილიზებული მსოფლიოსთვის? იმედი ვიქონიოთ…

ეკა ასათიანი

Plasticwatcher-ის დამფუძნებელი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

Business News

როგორ ვმართოთ დრო ეფექტიანად?

სალომე არღვლიანი − EVA-ს დამფუძნებელი