10 ინტერნეტკურსი, რომელიც გაცილებით სწრაფ და გონიერ ანტრეპრენერად გაქცევთ ყველაფერი ისწავლეთ - პროგრამირება, ციფრული მარკეტინგის დეტალები და ამ სფეროს აქტუალური საკითხები
By Udemy
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ბიზნესის ნულიდან დაწყება და მისი განვითარება ადვილი ნამდვილად არ არის. დაბრკოლებები ყველაზე ჭკვიან და ამბიციურ ანტრეპრენერებსაც ხვდებათ გზად და ზოგჯერ მათ გადასალახად თანამედროვე ტექნოლოგიებში ცოდნის შეძენა ან ცოტაოდენი გაღრმავებაც კი საკმარისია.
ამის გათვალისწინებით, Udemy-ის ინტერნეტსწავლების 10 კურსი გამოვყავით, რომელიც ბიზნესში წარმატების მიღწევის შანსს აუცილებლად გაგიზრდით. ეს ინტერნეტკურსები ყველაფერს მოიცავს − მაგისტრის ხარისხით დაწყებული, კოდირებით დამთავრებული. კურსებს ცნობილი ინსტრუქტორები ხელმძღვანელობენ, რომლებსაც მაღალი კვალიფიკაცია აქვთ თავიანთ სპეციალობებში.
Udemy-ზე განათლების მიღება ნებისმიერ ადგილზე მცხოვრები ადამიანისთვის ხელმისაწვდომია, კურსების უმეტესობას დიდი ფასდაკლებებიც აქვს და ამიტომ რეგულარულად გადახედეთ ვებგვერდს. გაეცანით კურსებს, რომლებიც გარკვეული თანმიმდევრობითაა დაჯგუფებული:
ბიზნესის მაგისტრის მთელი კურსი ერთ პროგრამაში: Udemy-ს ყველაზე პოპულარული კურსი. გასწავლით ყველაფერს, ბიზნესის ნულიდან შექმნას, აქციების ბირჟაზე გატანას და ამ სფეროს სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.
ციფრული მარკეტინგის სრული კურსი −12 კურსი ერთში: სწავლების 20 საათი − ქვიზები და პრაქტიკული სავარჯიშოები უამრავი საკითხის შესწავლაში დაგეხმარებათ. მათ შორისაა ციფრული მარკეტინგის სტრატეგია, სოციალური ქსელის და საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია − SEO, YouTube, email, Facebook-მარკეტინგი, ანალიტიკა და სხვა.
გახდით საუკეთესო მკითხველი: სწრაფი კითხვის ტექნიკა და მეხსიერების გაძლიერება
ეს კურსი თქვენია, თუ მზად ხართ ძველი ჩვევების დასავიწყებლად და წარმატების მიღწევის დიდი სურვილი გამოძრავებთ. მისი გავლის შემდეგ, კოლეჯის საშუალო დონის კურსდამთავრებულთან შედარებით დაახლოებით სამჯერ სწრაფად წაიკითხავთ, ინფორმაციას ეფექტურად გადაამუშავებთ და გაცილებით უკეთესი მეხსიერება გექნებათ.
Python Bootcamp-ის სრული კურსი: Python 3 ნულიდან პროგრესულ დონემდე
ეს კურსი Python-ის პროგრამირების ენის საფუძვლიან შესწავლას გთავაზობთ, თუ არასოდეს გიცდიათ პროგრამირება, მაგრამ საბაზისო სინტაქსი იცით, ან Python-ის ყველა ფუნქციით ხართ დაინტერესებული.
Instagram-მარკეტინგი 2019: ნაბიჯ-ნაბიჯ 10 000 ხელმომწერამდე
Instagram-ი კლიენტებთან დასაკავშირებლად ბიზნესის უმნიშვნელოვანესი სოციალური პროგრამა გახდა. ამ კურსის მეშვეობით ყველაფერს გაიგებთ სამიზნე აუდიტორიის მოზიდვისა და გადახდისუნარიან კლიენტებად კონვერტირების გზებზე.
სრული კურსი ფინანსურ ანალიტიკასა და ინვესტირებაში
ამ კურსის გასავლელად ფინანსების საკითხში რაიმე განსაკუთრებული ცოდნა აუცილებელი არ არის. პორტფოლიოს მართვას, აქციების შერჩევას, ფინანსური მოდელების შექმნას, ვენჩურული ინვესტირების შესანიშნავი იდეების მოძებნას და ბევრ სხვა საკითხს ისწავლით.
Excel-ის კურსი: დამწყებიდან პროფესიონალამდე: ფინანსური მოდელირება და შეფასება
Excel ერთ-ერთი პოპულარული ბიზნესაპლიკაციაა და ამასთან, დამწყებთათვის შესაძლოა ყველაზე რთულიც აღმოჩნდეს. კურსების გავლის შემდეგ, ბიზნესის საწარმოებლად როგორც Microsoft Excel-ის, ისე ბიზნესისთვის აუცილებელი მისი ყველა ფუნქციის თავისუფლად გამოყენება უნდა შეძლოთ. კერძოდ, ძირითადი მონაცემებიდან მოგება-ზარალის უწყისისა და ანგარიშის შედგენა ფინანსების მოძრაობის შესახებ და ა.შ.
Google Ads / AdWords უმაღლესი კურსები 2018 − მოგება PPC-თი!
ეს Udemy-ის ყველაზე მაღალი რეიტინგის კურსია Google AdWords-ში. ამ კურსით ნებისმიერი ისწავლის, როგორ მოიზიდოს მეტი ტრაფიკი თავის ვებგვერდსა და გვერდებზე; თუ როგორ გაუკეთოს ეფექტური რეკლამა საკუთარ მომსახურებას და როგორ გამოიყენოს Google გაყიდვების გასაზრდელად.
ცხოვრების სტილის ინსტრუქტორის სერტიფიცირებული კურსი (დამწყებიდან მაღალ დონემდე)
გსურთ დადებითი გავლენა მოახდინოთ ადამიანის ცხოვრებაზე? იმაზე, თუ რას ფიქრობენ და როგორ იქცევიან ისინი? თანამედროვე გამოყენებითი ფსიქოლოგიის აკადემიის სერტიფიცირებული ცხოვრების სტილის ინსტრუქტორის კურსი იმ პრინციპებს და მეთოდებს გასწავლით, რომლებსაც საუკეთესო ინსტრუქტორები იყენებენ. ეს, როგორც თქვენი, ისე სხვების პირადი და პროფესიული მიზნების შესრულების შესაძლებლობებს გააუმჯობესებს.
Facebook რეკლამა & Facebook მარკეტინგი 2019
ამ კურსით Facebook მარკეტინგს შეისწავლით და დამწყებიდან მაღალ დონეს მიაღწევთ. Facebook და Facebook Ads Manager-ის თითოეულ ასპექტში საფუძვლიანად გაერკვევით: მიიღებთ ცოდნას, თუ როგორ გამოიყენოთ და გაუკეთოთ ოპტიმიზება Facebook-ის ნებისმიერ კამპანიას, Facebook-მომხმარებელთა აუდიტორიას, Facebook pixel-ს და ა.შ.