50 დისტანციური საქმე, რომლის შესრულებაშიც ამერიკელის საშუალო ხელფასზე მეტს გამოიმუშავებთ
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
იყო დრო, როცა შინიდან მუშაობა ოცნებას ჰგავდა, თუმცა დღესდღეობით უამრავი სამსახურია, რომელიც საშუალებას გაძლევთ ოფისის გარეთ ითანამშრომლოთ − იქნება ეს კომპანიისთვის დისტანციურად მუშაობა, თუ საკუთარი ბიზნესის წამოწყება. ქვემოთ ჩამოთვლილია 50 ტიპის სამსახური, რომელთაგან უმრავლესობა საშუალებას მოგცემთ წლიურად საშუალო ამერიკულ ხელფასზე მეტი დააგროვოთ.
1. აფილირებული/პარტნიორული მარკეტოლოგი
სამსახური, სადაც საკომისიოს იღებთ. ვთქვათ, გაქვთ საიტი და მასზე ათავსებთ წიგნს "ამაზონიდან". როცა ვიზიტორი მითითებულ ლინკზე გადადის და წიგნს ყიდულობს, "ამაზონი" მიღებული თანხის პროცენტს გირიცხავთ. ხალხს უყვარს აფილირებული/პარტნიორული მარკეტინგი რადგან შეუძლიათ მცირე სტარტაპხარჯით ფულის პასიურად დაგროვება.
2. ანიმატორი
ხართ არტისტული და კრეატიული და შეგიძლიათ შექმნათ ანიმაცია და ვიზუალური ეფექტები ტელევიზიისთვის, ფილმებისთვის, ვიდეოთამაშებისა თუ სხვა ტიპის მედიისთვის? მაშინ შანსი გაქვთ შინიდან იმუშაოთ ანიმატორად (არსებობენ ადამიანები, რომლებიც საათში $25-დან 106-მდე ანაზღაურებას იღებენ საიტებზე. მაგალითად, როგორიცაა Upwork).
3. მცხობელი/მზარეული
თუკი გატაცებული ხართ კულინარიით, მაშინ გადააქციეთ თქვენი საყვარელი საქმე ბიზნესად. სამზარეულოდან გაუსვლელად თქვენ შეგიძლიათ დაიწყოთ კულინარიული ბიზნესი ან გახდეთ პერსონალური მზარეული, მომზადებული პროდუქტი კი მიჰყიდოთ მეგობრებს, მეზობლებს. ასევე სცადოთ ონლაინ ან ლოკალური ბაზრის მარკეტები.
4. ბლოგერი
ბლოგის მართვა მცირე ხარჯებთანაა დაკავშირებული. წარმოიდგინეთ, რომ წერთ საყვარელ მუსიკასა თუ კერძზე, და ამით ფულს გამოიმუშავებთ.
5. ბუღალტერი
ერთადერთი, რაც გჭირდებათ, შესაფერის კურსებზე სიარულია, რომლის დასრულების შემდეგ, გავრცელებული ინფორმაციით, საშუალო ანაზღაურება $34,000-ია.
6. ბავშვის აღმზრდელი
იქნება ეს დღეში რამდენიმე საათი თუ მთელი დღე, ამ ტიპის საქმიანობა მომგებიანად უნდა ჩაითვალოს.
7. კლინიკური კვლევის კოორდინატორი
კლინიკური კვლევის კოორდინატორი კლინიკებს სახლიდან გაუსვლელად ეხმარება. სამსახურით, რომელიც ბაკალავრის დიპლომსაც კი არ საჭიროებს, შესაძლოა $48,000-ზე მეტიც კი გამოიმუშავოთ.
8. მრჩეველი
თუკი კონკრეტულ სფეროში მუშაობის ცოდნა და გამოცდილება გაქვთ, შეგიძლიათ მის გაზიარებაზეც იფიქროთ. მაგალითად, თუ ხართ ადვოკატი ან ბუღალტერი, გაქვთ შანსი მცირე ბიზნესს კონსულტაცია გაუწიოთ.
9. კლიენტთა მომსახურების სამსახურის წარმომადგენელი
შესაშური კომუნიკაციის უნარებისა და კარგი ინტერნეტის წყალობით, შეგიძლიათ ამ პროფესიით საათში 8-დან 15$-მდე გამოიმუშავოთ.
10. მონაცემთა შემგროვებელი (ადამიანი, რომელსაც მონაცემები სისტემაში შეჰყავს)
ბიზნესისთვის მონაცემთა შეგროვება შეიძლება საუკეთესო სამსახურად არ მოგეჩვენოთ, თუმცა მოგხიბლავთ ფაქტი, რომ საათში 10$-ის გამომუშავებისთვის გამოცდილება საჭირო არ არის.
11. ტექსტების დაწერა/კოპირაითინგი
კომპანიებისთვის სარეკლამო ტექსტების წერა შეგიძლიათ შინიდან გაუსვლელად და ზოგ შემთხვევაში, ექვსციფრიანი ჰონორარის გამომუშავებაც. ამ ტიპის სამუშაოს მოძებნა შემდეგ ვებგვერდებზე − Fiverr-ზე ან Upwork-ზე სცადეთ.
12. ელ.კომერციული მაღაზიის მფლობელი
Shopify-ს, Magento and WooCommerce-ის წყალობით შეგიძლიათ სწრაფად წამოიწყოთ საკუთარი საქმიანობა.
13. რედაქტორი
კომპანიები, როგორებიცაა Book in a Box საათში დაახლოებით 20$-ს უხდის რედაქტორებსა და წიგნის ყდის დიზაინერებს.
14. ღონისძიებათა დამგეგმავი
იქნება ეს ქორწილი, დაბადების დღე თუ კორპორაციული წვეულება, ადამიანები ყოველთვის ეძებენ ორგანიზებულ ინდივიდებს, რომლებიც ყველაფერს მოაწესრიგებენ მნიშვნელოვანი დღისთვის.
15. ფილმებისა და საინსტრუქციო ვიდეოების ჩამწერი
ხართ კონკრეტული სფეროსა თუ საქმის მცოდნე? მაშინ შექმენით Youtube-ანგარიში, ჩაწერეთ ვიდეოები და გაუზიარეთ ადამიანებს ცოდნა. თანხის გამომუშავების მიზნით, ჩაერთეთ არხის პარტნიორ პროგრამაში და შეძლებთ ყოველ მე-1000 მნახველზე 1-2$-ის გამომუშავებას.
16. გრანტის მწერალი
უნივერსიტეტები, საავადმყოფოები და არასამთავრობო ორგანიზაციები ხშირად საჭიროებენ გრანტებს თანხის მოსაპოვებლად. რადგან საგრანტო აპლიკაციების წერა რთული პროცესია, კომპანიები ხშირად უკვეთავენ მას კომპეტენტურ ადამიანებს. როგორც გრანტის მწერალს, შეგიძლიათ წელიწადში $40,300-დან 67,000-მდე დააგროვოთ.
17. გრაფიკული დიზაინერი
ბევრ ბიზნესს სჭირდება ლოგოს, ვებსაიტისა და რეკლამების შექმნა. თუკი გაქვთ ხარისხი ან სერტიფიკატი ამ სფეროში, შეგიძლიათ წლიურად დაახლოებით $45,000 და მეტი გამოიმუშავოთ.
18. ხელნაკეთი ნივთების შემქმნელი
აკეთებთ სამკაულებს თუ ავეჯს? მაშინ დარეგისტრირდით Etsy shop-ზე და გაყიდეთ თქვენი ნამუშევრები ონლაინ.
19. ინსტრუქტორი
შეგიძლია მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა? ზოგ ადამიანს სურს გაუზიაროთ ცოდნა და ინფორმაცია როგორც პირადად, ისე ონლაინ.
20. ინტერნეტის უსაფრთხოების სპეციალისტი
როგორც სპეციალისტმა, შეგიძლიათ შეიმუშავოთ უსაფრთხოების სტანდარტი. მოსალოდნელია, რომ ეს სამსახური წლების მატებასთან ერთად უფრო მოთხოვნადი გახდება.
21. ონლაინ ნაფიცი მსაჯული
როცა ადვოკატები პროცესისთვის ემზადებიან, ისინი ხშირად ითხოვენ უკუკავშირის მიღებას, თქვენ კი შეგიძლიათ 5-დან 150$-მდე გამოიმუშავოთ.
22. ონლაინ მასწავლებელი
თუკი ხართ პედაგოგი და მოქნილი გრაფიკი გსურთ, მაშინ შეგიძლიათ ონალინ სწავლების რეჟიმზე გადაერთოთ.
23. ერთრანგიანი კრედიტორი
Lending Club-ისა და Prosper-ის საიტების მეშვეობით, გაქვთ შესაძლებლობა, ადვილად ასესხოთ ფული ფიზიკურ პირსა თუ ბიზნესს. როგორც ინვესტორი კი, ფულს გამოიმუშავებთ.
24. შინაური ცხოველის მომვლელი
თუ ცხოველების ირგვლივ ყოფნა და მათზე ზრუნვა სიამოვნებას განიჭებთ, მაშინ ეს საქმიანობა თქვენთვის ზედგამოჭრილია.
25. ვიდეო/ფოტოგრაფი
მიუხედავად იმისა, რომ დღეს ყველას შეუძლია ტელეფონით ფოტოების გადაღება, განსაკუთრებული დღეებისთვის ისინი აუცილებლად ქირაობენ პროფესიონალებს. ასევე შეგიძლიათ ფოტოების გაყიდვა ისეთ საიტებზე, როგორიცაა, მაგალითად Foap.
26. პროდუქტის მიმომხილველი
იმ პროდუქტების მიმოხილვით, რომელსაც ყოველდღიურად იყენებთ, შესაძლოა წლიურად $20,000-დან 95,000-მდე გამოიმუშავოთ.
27. პროგრამისტი
ისწავლეთ პროგრამული ენა, როგორიცაა მაგალითად Ruby და შეძლებთ საათში დაახლოებით 61$-ის გამომუშავებას.
28. უძრავი ქონების გაყიდვის აგენტი
ამ პროფესიის ადამიანებს უწევდათ პოტენციური მყიდველისთვის სახლის დათვალიერება, თუმცა დღესდღეობით ტექნოლოგიების წყალობით შესაძლებელი გახდა ვირტუალური აგენტი გახდეთ და სახლიდან გაუსვლელად იმუშაოთ.
29. გამქირავებელი
გაქვთ ზედმეტი საძინებელი ან ავტომობილი, რომელსაც ყოველდღე არ იყენებთ? ან უბრალოდ ნივთები, რომლებსაც მტვერი ედება? მაშინ შეეცადეთ გააქირავოთ ისინი.
30. შემკეთებელი
თუკი გაქვთ უნარი შეაკეთოთ ველოსიპედი, მანქანა ან კომპიუტერი, შეგიძლიათ საკუთარი ბიზნესი წამოიწყოთ. თუკი ხელსაწყოებსა და რესურსებს ფლობთ, პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს ცოტა ინვესტიცია მარკეტინგის კუთხით, და ბიზნესიც დაწყებულია!
31. მცირე ამოცანების შემსრულებელი
ეს სამსახური მოიცავს მოკლე ჩანაწერებისა და მიმოხილვების წერას, ან ვიდეოების ნახვას. შესაძლოა ბევრი არ გადაგიხადონ, თუმცა შინიდან ფულის გამომუშავების მარტივი და სწრაფი გზაა.
32. სოციალური მედიამენეჯერი
ბევრი კომპანიაა, რომელსაც სურს სოციალური მედიის მართვა ან მეტიც − ამ კუთხით სტრატეგიის შექმნა.
33. სტილისტი
თუკი გიყვართ მოდა და გსურთ შინიდან მუშაობა, შეგიძლიათ ონლაინსტილისტი გახდეთ და საათში დაახლოებით 15$ გამოიმუშავოთ.
34. მკვლევარი
ეს პროფესია მილიონერად არ გაქცევთ, თუმცა შეიძლება საათში 1-დან 50$-მდე გამოიმუშავოთ. ძირითადად გადახდა ხორციელდება ჩეკით, PayPal-ით ან ქულებით, რომლებიც შემდეგ სასაჩუქრე ბარათზე გროვდება.
35. საგადასახადო დეკლარაციების მომზადება
მიუხედავად იმისა, რომ ეს სეზონური საქმიანობაა, შეგიძლიათ 30,000$-ზე მეტი გამოიმუშავოთ.
36. გახდი ექსპერტი
დღესდღეობით ადამიანები ონლაინ ეძებენ ექსპერტებს იმ საკითხებში, რომლებშიც თავად ნაკლებად ერკვევიან. ერთ-ერთი რესურსია Catalant, რომელიც ქირაობს ექსპერტებს საათში 15-დან 280$-დან.
37. სატელეფონო ექთანი
თუკი ხართ ექთანი, შეგიძლიათ იმუშაოთ ჯანმრთელობის დაზღვევისა და მენეჯმენტის კომპანიებში. ასეთებია, Humana, Aetna, UnitedHealth Group…ისინი ქირაობენ ექთნებს, რომლებიც უძღვებიან სხვადასხვა საქმეს.
38. აუდიო და ვიდეომასალების ამკრები
ეს სამსახური გულისხმობს აუდიოფაილების მოსმენას, როგორებიცაა ლექტორისა თუ ექიმის სამედიცინო დისერტაციები, და მოსმენილის ჩაწერას. ამ საქმიანობას შეუძლია საათში 25$ მოგიტანოთ.
39. თარჯიმანი
ფლობთ უცხო ენას მაღალ დონეზე? მაშინ შეგიძლიათ დოკუმენტების თარგმნით გამოიმუშავოთ ფული.
40. სამოგზაურო აგენტი
მიუხედავად იმისა, რომ ბევრი საიტია, სადაც შეძლებთ მოგზაურობის დაგეგმვას, ბევრად კომფორტულია ეს საქმე თქვენზე მეტად კომპეტენტურმა ადამიანმა გააკეთოს. სწორედ ამიტომ, დღემდე სამოგზაურო აგენტების კუთხით მოთხოვნა არ წყდება.
41. ვირტუალური ასისტენტი
თუ ორგანიზებული ხართ და შეგიძლიათ საოფისე საქმიანობების დაგეგმვა და წარმართვა, მაშინ ეს სამსახური თქვენთვის ზედგამოჭრილია. თანაც შეგიძლიათ საათში $10-დან 15-მდე გამოიმუშავოთ.
42. ვირტუალური PR-მენეჯერი
ზოგი მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელი ვერ ახერხებს დაიქირავოს მარკეტინგისა და PR-ის სპეციალისტი. სანაცვლოდ, ისინი სამსახურში ქირაობენ ვირტუალურ მენეჯერებს, რომლებიც საქმეთა მოგვარებაში ეხმარებიან.
43. ვირტუალური რეკრუტერი
თქვენი პასუხისმგებლობაა დაძებნოთ შესაფერისი კადრი არსებული პოზიციისთვის, ჩაატაროთ ინტერვიუ და აწარმოოთ მოლაპარაკებები. ზოგი რეკრუტერი საათში $125-საც კი გამოიმუშავებს.
44. ვირტუალური რეპეტიტორი
სპეციფიკურ სფეროში დაგროვილი ცოდნითა და სტუდენტების დისტანციური მომზადებით, შეგიძლიათ საათში $12-დან 35-მდე გამოიმუშავოთ.
45. გამხმოვანებელი
თუკი განსაკუთრებულ ხმას ფლობთ, შეგიძლიათ საათში $56-დან 72-მდე მიიღოთ.
46. ვებდეველოპერი
ამ პროფესიით წლიურად $55,000-დან 175,000-ის დაგროვებას შეძლებთ.
47. ვებძებნის შემფასებელი
იმისათვის, რომ ყველაზე ზუსტი სერვისი შესთავაზონ მომხმარებლებს, კომპანიები ინდივიდებს ძებნის შედეგების ანალიზისთვის ქირაობენ. თქვენ არ გჭირდებათ დიდი გამოცდილება, სამაგიეროდ შეძლებთ $12-15-ის გამომუშავებას.
48. ვებსაიტის შემმოწმებელი
ბიზნესს სურს დარწმუნებული იყოს, რომ მისი ვებსაიტი გამართული და მარტივია. ისინი ადამიანებს სთავაზობენ ტესტებს, რომლებიც 15-20 წუთში შეიძლება შესრულდეს. ანაზღაურების სახით კი მცირე დროში $10-15-ს მიიღებთ.
49. სარეკლამო ტექსტებისა და სხვადასხვა მასალების მწერალი
კომპანიებს სჭირდებათ ადამიანები, რომლებიც დაუწერენ ბლოგებს, ელ.წიგნებს და სხვა... ეს საქმე საათში $10-100-ს მოგიტანთ.
50. პატენტისა და ინტელექტუალური საკუთრების ადვოკატი
ამ სფეროში ყოველთვისაა საჭირო კომპეტენტური პირი. როგორც ექსპერტს, შეგიძლიათ საათში 112-დან 121$-მდე გამოიმუშავოთ.