Get All Access for $5/mo

8 დიდი შეცდომა, რომლებსაც ანტრეპრენერთა უმრავლესობა ისე უშვებს, რომ ვერც ხვდება გაითვალისწინეთ, არასწორი ნაბიჯების წინასწარ განჭვრეტა მომავალში ფასდაუდებელ სამსახურს გაგიწევთ

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur

როგორი რეჟიმი უფრო მოგწონთ: 7 დღის განმავლობაში 24-საათიანი მუშაობა თუ გრაფიკი - 9-დან 5-მდე? აი, ანტრეპრენერები ყოველთვის პირველს ანიჭებენ უპირატესობას. თუმცა ბევრი მუშაობა სულაც არ ნიშნავს ნაყოფიერ მუშაობას. ანტრეპრენერთა უმეტესობა დიდ და სულელურ შეცდომებს უშვებს - ფაქტობრივად, ისე, რომ ვერც კი ხვდება. კარგად დაფიქრდით, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენც ხომ არ მოგსვლიათ?მოდით გავარკვიოთ.

შეცდომა 1: არარსებული პრობლემების მოგვარება

ნებისმიერ ბიზნესს - თუნდაც მას გონიერი დამფუძნებელი ჰყავდეს - დააზარალებს იმგვარი პრობლემის მოგვარებაზე ზრუნვა, რომლებზეც ყურადღების გამახვილებაც კი არ ღირს.

როგორც წესი, კომპანიის დამფუძნებელთა უმრავლესობა საქმეს "იდეით" იწყებს, რეალურად კი პრობლემაზე ფიქრით უნდა დაიწყონ. სტაბილური ბიზნესის შექმნას ისინი მხოლოდ მაშინ შეძლებენ, როცა ამ პრობლემას მოაგვარებენ.

შეცდომა 2: მეტისმეტად სწრაფი ზრდა

თუ თქვენი სტარტაპი დაფუძნებისთანავე წარმატებული გახდა, დიდი იქნება მისი დაუყოვნებლივ გაფართოების ცდუნება. შესაძლოა, უფრო მოზრდილ მაღაზიაში გადასვლა გსურდეთ, მეტი თანამშრომელი, მეტი თანხის ჩადება მარკეტინგში, მაგრამ არ დაგავიწყდეთ: მასშტაბების სწრაფსა და გონივრულ გაზრდას შორის დიდი განსხვავებაა.

ბიზნესის დროზე ადრე გაფართოების შემთხვევაში, სავარაუდოდ, ვერ დააკმაყოფილებთ მომხმარებელთა მოთხოვნებს და გაგიჩნდებათ დამატებითი დანახარჯები, რომლებსაც ვერ დაფარავთ. ერთ-ერთი გამოკვლევის მიხედვით, ტექნოლოგიური სტარტაპების 75%-ის დახურვა სწორედ დროზე ადრე გაზრდამ გამოიწვია. ასე რომ, კომპანიის სწრაფი და ნაძალადევი გაფართოების ნაცვლად, გააძლიერეთ მისი საფუძვლები, რათა შემდეგში მასშტაბების გაცილებით გონივრულად გაზრდის შესაძლებლობა შეგექმნათ.

შეცდომა 3: ეკონომიის გაწევა მარკეტინგზე

იმ დროს, როდესაც ზოგიერთი ანტრეპრენერი სწრაფ ზრდაზე ფიქრობს, ნაწილი მიიჩნევს, რომ გაფართოება თავისთავადი პროცესია და მომხმარებელი მათ ბიზნესს ვიღაცის ნათქვამი ორიოდე სიტყვით აღმოაჩენს. სინამდვილეში მარკეტინგი ყოველთვის აუცილებელია. შესაძლოა, საუკეთესო პროდუქტის იდეაც კი წარუმატებელი აღმოჩნდეს, თუკი მის უკან მარკეტინგული სტრატეგია არ დგას.

მარკეტინგის გამოყენებით თქვენი პროდუქტი კონკურენტებისგან გამორჩეული გახდება. ატარებთ რაიმე კვლევას, როგორ უნდა გახვიდეთ თქვენს სამიზნე აუდიტორიაზე? ამისთვის მარკეტინგის ყველა მეთოდი გამოიყენეთ, რომლებიც კი ხელთ გაქვთ. რასაკვირველია, ეს ღონისძიებები ფინანსებს მოითხოვს, მაგრამ ამ სასარგებლო საქმეში ინვესტიცია აუცილებელია.

შეცდომა 4: დამოკიდებულება თანამშრომელთა მიმართ

საუკეთესო თანამშრომლების დაქირავება ყველაფერს არ ნიშნავს, მათ კარგადაც უნდა მოექცეთ, რათა თქვენს კომპანიაში მუშაობა რაც შეიძლება დიდხანს მოუნდეთ. გამოკვლევების მიხედვით, შესაძლოა კადრების დენადობა დამსაქმებელს ორმაგი ხელფასი დაუჯდეს.

კომპანიას ფაქტობრივად ანადგურებს თანამშრომელთა ხშირი ცვლა. ამიტომ, ამ საფრთხის წინაშე რომ არ აღმოჩნდეთ, მათ მიეცით კარიერული ზრდის, მეტი თავდაჯერების და ზეგავლენის რეალური ბერკეტების გამოყენების საშუალება.

შეცდომა 5: პროდუქტის (პროტოტიპის) წარმოდგენის ნაცვლად, პრეზენტაციის ჩატარება

ცარიელი სიტყვები ბევრს არაფერს ნიშნავს. ანტრეპრენერთა უმრავლესობა PowerPoint-ში თვალისმომჭრელ პრეზენტაციებსა და ბიზნესგეგმებს ამზადებს, რომლებიც თითქმის არასოდეს ამართლებს. გაცილებით უკეთესია თვით იმ პროდუქტის ან მისი პროტოტიპის დემონსტირება, რომელზეც საუბარი გსურთ. წარმოდგენილი პროდუქტი საკმარისად ინფორმაციული უნდა იყოს, რათა ინვესტორებმა და მომხმარებლებმა თქვენი ხედვის გაცნობა შეძლონ.

დიდი იდეა ნამდვილად კარგია, მაგრამ მისი განხორციელება სულ სხვა საქმეა. სამუშაო პროტოტიპის შექმნა აუცილებელია - ანტრეპრენერები უნდა დარწმუნდნენ, რომ მომხმარებელი გულგრილად კი არ აარიდებს პროდუქტს მზერას, არამედ მასში ფულს თავდაჯერებულად გადაიხდის.

შეცდომა 6: ფულის უაზრო დაზოგვა

ანტრეპრენერთა უმრავლესობა დღედაღამ მუშაობს, საკუთარ თავს არც დასვენების უფლებას აძლევს და არც ზედმეტი დანახარჯებისა. თუმცა, ფულის დაზოგვა ყოველთვის აუცილებელი და სასარგებლო არ არის. ზოგჯერ ნამდვილად ღირს უკეთესი კომფორტული სკამების ან უფრო გამართული პროგრამული უზრუნველყოფის სისტემის შეძენა, დასვენების დღეებში კი კომპანიის თანამშრომელთა გამასპინძლება. ამგვარი ხარჯებისგან სარგებელიც დიდია.

შეცდომა 7: "არა" პასუხია

დიდი ანტრეპრენერები ნამდვილად ხვდებიან, რომ რამეზე "არას" მიღება ბევრ შემთხვევაში მხოლოდ "ჯერ არას" ნიშნავს.

დამწყები ანტრეპრენერებისთვის "არა" ხშირად დამარცხების ნიშანია, ხოლო დიდი ანტრეპრენერებისთვის - ფასდაუდებელი შენიშვნა.

ინვესტორისგან პროექტის დაფინანსებაზე უარის მიღება სულაც არ ნიშნავს, რომ მას დაფინანსება არასოდეს უწერია. ეს მხოლოდ საშუალებაა, რომ კიდევ ერთხელ გადაავლოთ თვალი თქვენს საქმიან შეთავაზებას. ზუსტად ასეა სამიზნე მომხმარებლის შემთხვევაშიც. საკუთარი პროდუქტი ან მომსახურება უნდა გააუმჯობესოთ, რათა ის აუცილებლად შეიძინონ. ამისათვის მომხმარებლის შენიშვნები გამოიყენეთ და ისინი აუცილებლად დაგაყენებენ წარმატებისკენ მიმავალ გზაზე.

შეცდომა 8: ბიზნესგეგმა წმიდათაწმიდაა

თუ თქვენი ბიზნესგეგმა წიგნის გამოცემაა, ეს წიგნი აუცილებლად რეალისტური ფანტასტიკის ჟანრის უნდა იყოს? პროექტი ზუსტად ისე განხორციელდება, როგორც თქვენს ბიზნესგეგმაშია აღწერილი? ალბათ არა. ყველაზე არასწორი, მეტიც, ცუდი ანტრეპრენერული მიდგომაა, წარმატების მიღწევის უცილო გზად მიიჩნიო ბიზნესგეგმის სწორხაზოვნად შესრულება. დიდი ანტრეპრენერები აცნობიერებენ, რომ მათ ეს გეგმები მოქმედების თავისუფლებას უზღუდავს. შესაძლოა, ზუსტ ინფორმაციას შეიცავენ მომავალ გადაწყვეტილებებზე, მაგრამ კარნახი ნამდვილად არ შეუძლიათ.

ბიზნესგეგმების განხორციელებისას საჭიროა მოქნილობა. საქმეები ყოველთვის არ მიდის ისე, როგორც დაგეგმილი იყო. ზემოთ ვთქვით, რომ შესაძლოა თქვენი პროდუქტი ინვესტორმა ან მომხმარებელმა თავდაპირველად არც კი მოიწონოს. ისიც გაითვალისწინეთ, რომ ახალ ტექნოლოგიებს თქვენი ინდუსტრიის განადგურება შეუძლიათ. კომპანიები, როგორიცაა, მაგალითად, Kodak, უკვე მოძველდა. მიზეზი ის არის, რომ მათ ახლის შესწავლა და ახალ გარემოებებზე მორგება არ ისურვეს, ცვლილებეზე უარი თქვეს. ნუ დაუშვებთ იმავე შეცდომას. სიამაყე გვერდით გადადეთ და მოსწავლის როლი მოირგეთ, ისე, რომ საჭიროებისას მარტივად შეძლოთ რეალობასთან ადაპტაცია.

ამ შეცდომების გვერდის ავლა ყოველთვის იოლი არ არის. შესაძლოა, უეცრად ისეთმა იდეამ აღგაფრთოვანოთ, რომელზე ყურადღების გამახვილებაც თურმე არ ღირდა, მაგრამ ჩვევები უნდა შეიცვალოთ და შეცდომებზე ისწავლოთ. უფრო მნიშვნელოვანია სწორი და დროული განსაზღვრა, როდის მოიქეცით არასწორად, რათა მომავალში იგივე არ გაიმეოროთ. თუ გაცილებით გონივრულად და თავდაუზოგავად იშრომებთ, ეს ნაყოფს გამოიღებს და მომავალში ანტრეპრენერულ ოცნებებს აუცილებლად აისრულებთ.

თავი მაღლა აწიეთ, მხრებში გასწორდით და წინსვლა გააგრძელეთ!

აუცილებლად ყველაფერი გამოგივათ!

.

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი