Get All Access for $5/mo

9 წლის ასაკში ახდენილი ოცნება - როგორ აქცია ალია სმიტმა ოცნება რეალობად

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

რამდენად ხშირად გსმენიათ ისტორია, რომ 9 წლის ბავშვმა საკუთარი ბიზნესი წამოიწყო და უკვე თავისი შემოსავალი აქვს? ასეთი ისტორიებით განებივრებულები ნამდვილად არ ვართ, მაგრამ ეს არც ყველასთვისაა შეუძლებელი. წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფორმულა მონდომებაა, რომლის ნათელ მაგალითსაც ახალგაზრდა ანტრეპრენერები წარმოადგენენ.

ალია სმიტი უკვე დაახლოებით ერთი წელია, რაც სამაჯურებს ამზადებს. ის და მისი დედა არასდროს ელოდებოდნენ, რომ მისი მცირე ბიზნესი Charmed by Aaliyah Nicole, ასე შორს წავიდოდა, მაგრამ ახლა ოფიციალურად შეუძლია თქვას, რომ იგი ტანგერის განყოფილების ახალ მაღაზიაში ერთ-ერთი გამყიდველია, სახელწოდებით: THIS AND THAT და საკუთარი ჯიხური აქვს.

ალია ძალიან ამაყობს თავისი საქმით და იმ წარმატებით, რომელსაც მიაღწია. და როგორ შეიძლება არ იამაყო ამით? ბევრს არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ 9 წლის ასაკში გაყიდოს 300-ზე მეტი სამკაული, თმის სარჭები და სხვა მრავალი ნივთი, სულ რაღაც რამდენიმე თვეში. ალიამ უკვე $1000-ზე მეტი გამოიმუშავა.

"ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა ერთ ზაფხულს მან ნივთების პატარა ტენტი მოიტანა, რომლის გაყიდვაც სურდა. მაშინ ის 8 წლის იყო", − თქვა ალიას დედამ, ლანიშა სმიტმა, − "მას ჰქონდა ნამუშევრები, უყვარდა მუყაოს ნაჭრების შეკრება და სწორედ მაშინ მითხრა: დედა, მე მინდა უფრო მეტი ნამუშევარი გავყიდო. ასე რომ, მან თავისი პატარა ტენტი ჩვენი ბინის გარეთ დადო და სწორედ მაშინ მივხვდი − მე უნდა დავხმარებოდი ჩემს გოგონას თავისი სურვილის ახდენაში".

ალია საკუთარ საქმეს დროს ყოველდღიურად უთმობს. მძივებს აწყობს და თითოეულს 5-დან 7 დოლარამდე ყიდის. მას აინტერესებს თავისი მომხმარებლების აზრი და სწორედ მათ გამო დაუღალავად შრომობს.

სამაჯურების დამზადება ალიას ერთადერთი საქმე არაა. ის ასევე დაკავებულია სხვადასხვა აქტივობით, მაგალითად, ხატვით. არასდროს ეშინია ახალი საქმის და უყვარს ლამაზი ფერები: "ვფიქრობდი, რომ სამაჯურების კეთება ძალიან მხიარული იყო და რაც უფრო მეტს ვაკეთებდი, მით უფრო მხიარული ხდებოდა. ეს მე მართლა კარგად გამომდიოდა და უფრო მეტად მომწონდა". ალიას სამომავლო პროფესიად მხატვრობა, თმის სტილისტობა და ტანმოვარჯიშეობა აქვს არჩეული.

ყველაფერი შესაძლებლობებზეა დამოკიდებული. მთავარია, იცოდე როგორ გამოიყენო. ალიამ დიდი შრომით მიაღწია თავის პირველ მაღაზიას, რომელსაც უკვე არაერთი მომხმარებელი ჰყავს.

სიახლეები

UpGaming სრულად ვაქცინირებულ თანამშრომლებს შორის ავტომობილს გაათამაშებს

ყველა თანამშრომელი, ვინც 30 სექტემბრამდე ორჯერადად იქნება აცრილი, ავტომატურად ხდება გათამაშების მონაწილე

ლიდერობა

მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ლიდერების ციტატები ლიდერობაზე

ერთხელ აინშტაინმა თქვა: "ლიდერი ის ადამიანია, ვისაც ალიაქოთში სიმარტივე, უთანხმოებაში ჰარმონია და სიძნელეებში შესაძლებლობები მოაქვს".

ლიდერობა

10 გზა თვითშეფასების ასამაღლებლად

"დაბალი თვითშეფასება ცხოვრებაში ამოწეული ხელის მუხრუჭით გადაადგილებას ჰგავს"