Get All Access for $5/mo

ახალი საქმის დასაწყებად მზად ხართ? უპირველესად, ამ 5 შეკითხვას უპასუხეთ ბრმად არასოდეს არაფერი გააკეთოთ, ეს კარგად არ დამთავრდება

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Pixabay

ანტრეპრენერობა, თავისი მომხიბლველობის მიუხედავად, საათების განმავლობაში თავდაუზოგავ შრომას მოითხოვს. მთელი რიგი საწარმოების გახსნა ნამდვილად შესანიშნავი საქმეა, მაგრამ ამას სტრესი და გადაღლაც მოაქვს. ერთ მშვენიერ დღეს თქვენ ახალი საქმის დაწყებაზე იწყებთ ფიქრს და ეს მაშინაც ხდება, როდესაც სამსახურში საკმაოდ წარმატებული ხართ, მაგრამ მოულოდნელად თქვენს ცხოვრებაში რაღაც იცვლება.

ამ დროს უზომოდ მნიშვნელოვანი იმის დადგენაა, ნამდვილად ხართ თუ არა მზად ანტრეპრენერი გახდეთ. ახალი საქმეს წამოწყებამდე იმ 5 კრიტიკულ შეკითხვას უპასუხეთ, რომლის დასმა საკუთარი თავისთვის ანტრეპრენერების უმრავლესობას ავიწყდება. თუ რომელიღაც შეკითხვის პასუხი არ იცით და ეს ტკივილს გაყენებთ, მხოლოდ იმას მიმანიშნებელია, რომ ახალი წამოწყებისთვის არც მენტალურად ხართ მზად და არც ფინანსურად.

მსგავსი სტატია: სანამ სტარტაპში ჩაყვინთავ

1. რა შეიძლება მოხდეს ყველაზე უარეს შემთხვევაში?

გამოცდილი ანტრეპრენერი მზად უნდა იყოს ბიზნესში ყველა მოულოდნელ პრობლემას გაუმკლავდეს. წარუმატებლობები მუდამ გექნებათ, რადგან ზოგჯერ რაღაც უჩვეულო მაინც ხდება და ამაში გასაკვირი არაფერია. აუცილებელია შინაგანი რწმენა და სიძლიერე იმისათვის, რომ პრობლემებს გაუმკლავდეთ. თუ გონებრივად სათანადოდ არ ხართ მომზადებული, გაგიჭირდებათ.

საკუთარ თავს ჰკითხეთ, რა სახის რისკ-ფაქტორები არსებობს და როგორი სარეზერვო გეგმა გაქვთ მომზადებული მათ მოსაგვარებლად. ბიზნესში ყველანაირი შედეგის ყოველთვის გაკონტროლება შეუძლებელია, მაგრამ მოულოდნელი ცვლილებებისა და გეგმის კორექტირებისთვის ყოველთვის მზად უნდა იყოთ.

2. ამ ბიზნესიდეის სოციალური ღირებულება რა არის?

ახალი ბიზნესის ფინანსურ ღირებულებაზე ნებისმიერი ადამიანი ამახვილებს ყურადღებას, მაგრამ მის სოციალურ ღირებულებაზე იშვიათად ფიქრობენ. ძალიან მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ შესაძლოა თქვენი საქმიანობის გამო ბევრ ადამიანთან გაგიფუჭდეთ ურთიერთობა. ამასთან, ანტრეპრენერების მუშაობას პირველ წლებში არც თუ კარგად აფასებენ. გაითვალისწინეთ, ანტრეპრენერობის გზაზე სოციალურ მსხვერპლშეწირვაზე წასვლა მოგიწევთ, რის გამოც თქვენი პირადი ურთიერთობებიც დაიძაბება.

თუ წარმატების მიღწევა და რაღაც განსაკუთრებულის შექმნა მტკიცედ გაქვთ გადაწყვეტილი, გახსოვდეთ, რომ დროდადრო სრულიად მარტოს მოგიწევთ მოგზაურობა.

3. რა უნდა იყოს ჩემი მთავარი სამოტივაციო ფაქტორები ამ საქმის დასაწყებად?

უპირველესად, მთავარი სამოტივაციო ფაქტორი ფულია. ბუნებრივია, ასეც უნდა იყოს. ამ საქმეში მთავარი, თქვენი ბიზნესისთვის საფუძვლის ჩაყრა და სიმდიდრის მოპოვებაა. თუმცა, როგორც კი ფულის გამომუშავებას ისწავლით, ეს უნარი სხვა სფეროებშიც უნდა გამოიყენოთ. ბიზნესის ზრდასთან ერთად, უკვე ახალი მოტივაციები გაგიჩნდებათ. თუნდაც, ქველმოქმედება ან რომელიღაც გატაცება. თქვენი სამოტივაციო ფაქტორები ზრდის პარალელურად შეიცვლება.

4. შესაძლებელია მოგებამ წელიწადში $1 მილიონს გადააჭარბოს?

მთავარია, გლობალიზაციისა და კონკურენციის სამყაროში შეუმჩნეველი არ დარჩეთ. რასაკვირველია, სასურველია, გარკვეული ეტაპის შემდეგ თქვენი ბიზნესის ზრდის პოტენციალი წელიწადში $1მილიონს აღემატებოდეს. აუცილებლად ჰკითხეთ საკუთარ თავს, ეს ნამდვილად ბიზნესია თუ თქვენი ცხოვრების სტილი? ააწყეთ საქმე ისე, რომ თქვენი ჩართულობა დრამატული აღარ იყოს და ბიზნესმა კონვეირის პრინციპით იმუშაოს. მაგალითად, თუ ერთი თვით დასასვენებლად მიემგზავრებით, დაბრუნებისას უფრო მეტად წარმატებული ბიზნესი უნდა დაგხვდეთ. ეს საქმე ისე უნდა იყოს აწყობილი, რომ თქვენი ადგილზე არყოფნის შემთხვევაშიც კი იდეალურად გამართული მანქანასავით მუშაობდეს.

მსგავსი სტატია: ბიზნესის დაწყების 12-ეტაპიანი გზამკვლევი

5. მზად ვარ სრული პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე ასაღებად?

ბიზნესის დაწყებას აღმაფრენა და დიდი სიხარული მოაქვს. თუმცა, ბიზნესმენის გზა ვარდებით არასოდეს არის მოფენილი. როდესაც რაღაც არ გამოგდით და წარმატებას სწრაფად ვერ აღწევთ, ყველაზე ადვილი პრობლემების სხვისთვის გადაბრალებაა. ანტრეპრენერები ხშირად წარუმატებლობას თავიანთი საქმის სპეციფიკას ან ადგილმდებარეობას უკავშირებენ და ამ ტიპის პრეტენზიები ყველაზე ხშირია. ასევე მარადიული "ჭეშმარიტებაა", რომ უმრავლესობას მხოლოდ ამ კონკრეტული ბიზნესის კეთება ჰგონია რთული, სხვა სფეროები კი გაცილებით მარტივი. სინამდვილეში, მთელ ინდუსტრიაში ერთი და იგივე მდგომარეობაა. რა საქმესაც უნდა მოჰკიდოთ ხელი, ანალოგიურ პრობლემებს შეეჯახებით. უბრალოდ გაითვალისწინეთ, რომ წარუმატებლობის გადაბრალება თქვენი წარმატების შანსზე არანაირ გავლენას არ ახდენს.

ჯერემი ადამსი

Unicorn Innovations-ის გენერალური დირექტორი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

მენეჯმენტი

თანამშრომელი უპირველეს ყოვლისა

გუნდის მართვის 9 სტრატეგია