ECHOLIZE - 500 STARTUPS საქართველოში საქართველოში ოთხთვიანი აქსელერაციის პროგრამაში 14 სტარტაპი იღებს მონაწილეობას
By ელენე ბერიძე
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
Influence Georgia 2017 წელს მარკეტინგულ ბაზარზე სიახლის შემოტანისა და ინფლუენსერ-მარკეტინგის მიმართულების საქართველოში დანერგვის მიზნით დაარსდა. ბაზარზე ამ კუთხით კომპანიამ სტარტი პირველმა აიღო.
Influence Georgia-ს მათ მიერ უცხოელი ინვესტორებისგან მოპოვებული 1,3 მილიონ ლარიანი დაფინანსება ავტომატიზებული პლატფორმის − Echolize..com-ის ჩასაშვებად დაეხმარა და რამდენიმე კვირის წინ ვებაპლიკაცია უკვე live-რეჟიმზე გადავიდა.
პლატფორმაზე ბრენდებს საშუალება აქვთ, აღმოაჩინონ ახალი ინფლუენსერები, გაფილტრონ მათთვის მნიშვნელოვანი მონაცემების მიხედვით, მოახდინონ კამპანიის სიმულაცია, წინასწარ განსაზღვრონ შედეგები და რაც მთავარია, დაგეგმონ და მენეჯმენტი გაუწიონ კამპანიას ავტომატიზებულ რეჟიმში, რაც ბევრად ამარტივებს მუშაობას და ბრენდების წარმომადგენლებს დროს უზოგავს.
თავის მხრივ, ინფლუენსერები, რომლებსაც კრეატორებს უწოდებენ, ეცნობიან ბრენდებს და ირჩევენ, ვისთან სურთ თანამშრომლობა. ვინაიდან ეს ყველაფერი ერთ სივრცეში ხდება, მუშაობის პროცესი ორივე მხარისთვის გამარტივებულია.
Echolize-ის გუნდის ამოცანა კლიენტების მოთხოვნის შესაბამისად ინდივიდუალური მიდგომაა, ამ პროცესში კი კომპანია მათ ინოვაციურ გამოსავალს სთავაზობს, რომელიც მაქსიმალურ შედეგზეა ორიენტირებული.
Echolize.com ამარტივებს ინფლუენსერებისა და ბრენდების თანამშრომლობას. პლატფორმის გარეშე ინფლუენსერ-მარკეტინგის კამპანიის მენეჯმენტი, რომელშიც 10-ზე მეტი ინფლუენსერი იღებს მონაწილეობას, მარტივი რეალობა არ არის. ახალი პლატფორმით კი შესაძლებელია, ბრენდებმა 50, 100 და 200-კრეატორიანი კამპანიები მარტივად აწარმოონ, რაც ინდუსტრიის განვითარებასაც ცვლის.
პლატფორმა მხოლოდ ქართული ბაზრისთვის არ შექმნილა და გუნდის მორიგი სამიზნე, 2021 წელს საერთაშორისო ბაზარზე გასვლაა, სადაც მომავალში ინფლუენსერ-მარკეტინგის მიმართულებით ერთ-ერთ წამყვან საერთაშორისო პლატფორმად ჩამოყალიბებისკენ Echolize-ი ამბიციური ნაბიჯების გადადგმას აპირებს.