Get All Access for $5/mo

FINMAP - 500 STARTUPS საქართველოში საქართველოში ოთხთვიანი აქსელერაციის პროგრამაში 14 სტარტაპი იღებს მონაწილეობას

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

მაშინ, როცა კონსულტირებაში გამოცდილი კომპანია საკუთარი საქმიანობის განმავლობაში ბიზნესის სფეროს მოთამაშეებს აკვირდებოდა, მთავარი დეტალის შემჩნევა შეძლო − 200-ზე მეტი შემთხვევის გათვალისწინებით, Finmap მიხვდა, რომ ყველა ბიზნესპრობლემის 50% ფინანსურ მართვას, აღრიცხვასა და ანალიზს უკავშირდებოდა.

სწორედ ამიტომ, გადაწყვიტეს, ბიზნესისთვის მხარდაჭერა გამოეცხადებინათ და საქმიანობის კურსი კონსულტირებიდან SaaS მოდელისკენ (აპლიკაციების სერვისი) მიემართათ. ასე შეიქმნა მარტივი აპლიკაცია ნებისმიერი ფინანსური ოპერაციის სამართავად, სულ რამდენიმე Click-ით.

Finmap-ი, რომელსაც დღესდღეობით 1000-ზე მეტი მომხმარებელი მსოფლიოს 12 ქვეყანაში ჰყავს, მათ ფინანსური მართვის სისტემას, აღრიცხვას, ანალიზს, ფულადი ბრუნვის პროგნოზებს, ვალების კონტროლსა და სხვა საჭირო მომსახურებას სთავაზობს. ამიტომ დაინტერესებულ პირთა რიცხვი ყოველდღიურად მზარდია.

მომხმარებლები ძირითადად სულ რაღაც 2 თვის შემდეგ ხედავენ, თუ როგორ შეუძლიათ გაზარდონ საკუთარი შემოსავალი 5-15%-ით. მიზეზი კი მხოლოდ ის უპირატესობაა, რომ მათ შეუძლიათ სრული ფინანსური ინფორმაცია ერთ სივრცეში ადვილად აღიქვან. არის უამრავი სხვადასხვა ტიპის შემთხვევა, როცა კლიენტი ხვდება, რომ სინამდვილეში მან დაწესებულ საფასურზე მეტი თანხა მიწოდებაში დახარჯა ან იაზრებს იმას, რომ მისი ბიზნესის გარკვეული ნაწილი ნაკლებ მოგებას აძლევს, ამიტომაც გადაწყვიტა, ბიზნესი სხვა აქცენტებისკენ მიემართა და მომდევნო 6 თვის განმავლობაში შემოსავალი 30%-ით გაზარდა.

Finmap-ის სამუშაო პრინციპი ნაკლები ლაპარაკი, მეტი საქმე, ნაკლები მოსაზრება და მეტი ტესტია, ინდივიდუალური მიდგომა კი მათ მთავარ უპირატესობას განსაზღვრავს. თუ ონლაინსივრცე ბიზნესქეისისთვის საკმარისი არ აღმოჩნდება, Finmap კლიენტს გამოცდილ ფინანსურ მენეჯერსაც მიამაგრებს.

Finmap, როგორც სტარტაპი, ბიზნესში წარმატების მიღწევის ნებისმიერი მსურველისთვის სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად თანაბრად ეფექტურ, ანალიტიკურ პლატფორმას წარმოადგენს.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

მენეჯმენტი

8 ტიპის ადამიანი, რომელსაც აუცილებლად უნდა მოერიდოთ

ამ თვისებების მქონე ადამიანები ენერგიას გამოგაცლიან და თქვენს ბიზნესსაც მძიმე ტვირთად დააწვებიან