Get All Access for $5/mo

მცირე ბიზნესის დაწყების 5 მარტივი საფეხური თუ მცირე საფეხურებად დაყოფთ, დაწყება იმაზე გაცილებით ადვილი გახდება, ვიდრე გგონიათ

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Pixabay

ნებისმიერი წარმატებული ბიზნესის სათავეში დიდი იდეა დგას, ამ იდეის განხორციელება კი, თქვენზეა. ბუნებრივია, ბიზნესის დასაწყებად დიდი შრომაა საჭირო, მაგრამ სინამდვილეში იმაზე გაცილებით ნაკლები, ვიდრე ფიქრობთ.

თუ საქმეებს პატარა საფეხურებად დაყოფთ, ყველაფრის გაკეთებას შეძლებთ, რაც ბიზნესის დასაწყებად არის საჭირო. დიდი მიზნების განხორციელება ხომ სწორედ ასე ხდება. ამ სტატიაში მთელი პროცესი 5 ნაბიჯად არის დაყოფილი, რომელთა გაცნობა და გაანალიზებაც მცირე ბიზნესის დაწყებას გაგიმარტივებთ.

ერთგვერდიანი ბიზნესგეგმა დაწერეთ

თქვენი მცირე ბიზნესის წარმატების საწინდარი, განსაკუთრებით საწყის ეტაპზე, ყველაფრის მარტივად გაკეთება და დაბალი დანახარჯებია. ხარჯებში მხოლოდ თანხა კი არა, თქვენი დროც შედის.

მცირე ბიზნესის პოტენციურ მფლობელთა უმრავლესობა ხშირად მახეში ებმება და საუკეთესო ბიზნესგეგმის შედგენაში დროს კარგავს. სინამდვილეში, ამ ტიპის ბიზნესგეგმა მხოლოდ იმ შემთხვევაში დაგჭირდებათ, თუ ინვესტიციის ან დამფინანსებლის მოზიდვაზე ფიქრობთ. თუნდაც ასე იყოს, მცირე ბიზნესის მფლობელებს ყოველთვის ვურჩევ, საქმე იდეების გამოცდით დაიწყონ და დიდი დრო და ფული მხოლოდ შემდეგ გაიღონ.

სამუშაოს დასაწყებად თქვენთვის მარტივი, ერთგვერდიანი ბიზნესგეგმა შეადგინეთ. იგი იმ მცირე ბიზნესის საფუძვლიანი მიმოხილვა უნდა იყოს, რომლის დაწყებასაც აპირებთ.

ქვემოთ მოცემული ჩამონათვალი მარტივი ბიზნესგეგმის შედგენაში დაგეხმარებათ.

  1. ხედვა. აღწერეთ, რა იქნება ბიზნესის საბოლოო შედეგი.
  2. მისია. მისიამ თქვენი ხედვისგან განსხვავებით კომპანიის არსებობის მიზეზი უნდა ახსნას.
  3. მიზნები. რის გაკეთებას აპირებთ, რა მიზნები გაქვთ, რა მიგიყვანთ თქვენი მისიისა და ხედვის შესრულებასთან?
  4. უმთავრესი სტრატეგიები. როგორ აპირებთ დასახული მიზნების შესრულებას.
  5. მოქმედებების მარტივი გეგმა. თქვენი გეგმების მისაღწევად აუცილებელი, შედარებით პატარა მოქმედებებად დაყოფილი გეგმა შეადგინეთ.

სულ ეს არის. შესაძლოა ერთ გვერდზე მეტიც კი გამოვიდეს. თუმცა, სრულ ბიზნესგეგმასთან შედარებით, რომლის დაწერასაც რამდენიმე კვირა დასჭირდება, ბევრად ორგანიზებული და მოკლე ინფორმაცია იქნება.

განსაზღვრეთ თქვენი ბიუჯეტი

ბიუჯეტის განსაზღვრა აუცილებელია. უნდა იცოდეთ, საქმის დასაწყებად რა თანხის დახარჯვა შეგიძლიათ. თუ საკუთარ თავს თავად აფინანსებთ, ციფრებიც რეალურად შეაფასეთ და ისიც, თუ რა გამოგივათ თქვენი ბიუჯეტით. გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის ამ თანხას კიდევ 20% უნდა დაამატოთ – ეს გადახარჯვის რეალური თანხაა და თქვენი საშუალო, ყოველთვიური დანახარჯების დაგეგმვაში დაგეხმარებათ.

მხოლოდ საშუალო ყოველთვიური დანახარჯების გათვალისწინებითაც შეძლებთ დადგენას, მოგებაზე გასვლამდე რამდენ ხანს შეძლებთ ბიზნესის წარმოებას.

ბიზნესი ისე დაგეგმეთ, რომ სავარაუდოდ პირველ 30-90 დღეში მოგიტანოთ მოგება და გაითვალისწინეთ, სარეზერვო ბიუჯეტიც აუცილებლად უნდა გქონდეთ – გადარჩენა უნდა შეძლოთ, თუ საქმეები იმაზე ცუდად წავა, ვიდრე ელოდით.

გაუფრთხილდით ფულს

არ აქვს მნიშვნელობა, რა ტიპის იურიდიულ საწარმოდ დარეგისტრირდით, მთავარია, ბიზნესისთვის განკუთვნილი თანხა პირადი ანგარიშებისგან განცალკევებით შეინახოთ. ყველაფრის ერთად, ერთ ანგარიშზე შენახვა დიდი შეცდომაა, რადგან შესაძლოა, გადასახადების გადახდისას დიდ გაუგებრობაში აღმოჩნდეთ.

გქონდეთ ანგარიში, სადაც ბიზნესის თანხას პირადი ანგარიშებისგან ცალკე შეინახავთ. ამ ანგარიშის გასახსნელად თქვენ მიერ შერჩეულ ბანკში მხოლოდ ერთი საათი თუ დაგჭირდებათ.

მსგავსი სტატია: როგორ ვმართოთ ფინანსები სწორად?!

ვებგვერდი შექმენით

არ აქვს მნიშვნელობა, რა ტიპის ბიზნესი გაქვთ − ვებგვერდი და თქვენი URL-მისამართის დაცვა ნებისმიერ შემთხვევაში დაგჭირდებათ. გადახედეთ დომენებს და შეარჩიეთ სასურველი ვებმისამართი, რომელიც გარკვეულწილად თქვენი სავიზიტო ბარათიც გახდება.

საცდელი გაყიდვები

უკვე დროა გაყიდვის მაჩვენებლების შემოწმება დაიწყოთ. თქვენი პროდუქტის შესახებ ინფორმაცია იაფი და შემოქმედებითი გზით გაავრცელეთ.

თუ თქვენი ბიზნესი მომსახურების სფეროს ეკუთვნის, მცირე ბიზნესის წარმომადგენლობას მიმართეთ. გაარკვიეთ, რა ტიპის რესურსების გამოყენება შეგიძლიათ თქვენ ბიზნესის შესახებ ინფორმაციის გასავრცელებლად, მის წარსადგენად და გასაზიარებლად. თუ პროდუქციას აწარმოებთ, გამოსაცდელად ადგილობრივ ღონისძიებებზე, ფერმერთა ბაზრობებზე და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გაიტანეთ. დაინტერესდით, რას ფიქრობს თქვენს პროდუქტზე საზოგადოება და ისიც გაარკვიეთ, მზად არიან თუ არა შესაძენად.

მომხმარებელი Facebook-ის ჩვეულებრივი რეკლამით მიიზიდეთ. ამას სრულიად მოკრძალებული ბიუჯეტით შეძლებთ.

მსგავსი სტატია: ეფექტური კომუნიკაცია

მაშ ასე, შემოთავაზებული ხუთი ნაბიჯის შესრულებას სრულიად დამოუკიდებლად, მცირეოდენი ფულითაც კი შეძლებთ და თქვენი მცირე ბიზნესის შესაძლებლობებსაც გამოცდით – როგორ მუშაობს იგი და რა პერსპექტივა აქვს. ეს თქვენი წამოწყების შემოწმების შესანიშნავი საშუალებაა იქამდე, ვიდრე სრულიად გამოუცდელ იდეაში დიდი ფულისა და დროის ჩადებას გადაწყვეტთ.

მეთიუ ტორენი

YoungEntrepreneur.com − მენტორი და თანადამაარსებელი; ანტრეპრენერი

Business News

Qwerty, როგორც წარმატებული CSR კამპანიის მაგალითი

QWERTY დაახლოებით ოთხი წლის წინ დაარსდა საქართველოში, კომპანიის საწყისი კაპიტალი კი 105 ლარი იყო - შპს-ს რეგისტრაციისთვის საჭირო თანხა. დღეს კომპანია 4 ქვეყანაშია წარმოდგენილი.

სიახლეები

Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო

Keepz პირველი ფინტექ კომპანიაა, რომელმაც ეროვნული ბანკისგან ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო

ლიდერობა

15 თვისება, რომელიც გავლენიან ადამიანებს სხვებისგან გამოარჩევს

გავლენიანი ლიდერები ყველაფერს უკეთესობისკენ ცვლიან

სიახლეები

გირჩევთ წაიკითხოთ: რა იქნა ჩემი ყველი?

ეს არის მარტივი იგავი ღრმა ჭეშმარიტების შესახებ