Get All Access for $5/mo

Phubber - 500 STARTUPS საქართველოში საქართველოში ოთხთვიანი აქსელერაციის პროგრამაში 14 სტარტაპი იღებს მონაწილეობას

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

Phubber სწორედ ის მობილური აპლიკაციაა, რომელიც შოპინგს ახლებურ გამოცდილებად აქცევს და სასურველი ნივთების ონლაინ შეძენასა და გაყიდვაში საკმაოდ სწრაფად დაგეხმარებათ.

ყიდვა-გაყიდვა ერთ სივრცეში უკვე საქართველოში შექმნილი ციფრული პლატფორმის მეშვეობითაა შესაძლებელი. ამავდროულად, ის ნებისმიერი ადამიანისთვის ფულის გამომუშავების მოქნილ შესაძლებლობას წარმოადგენს. აპლიკაციის განსაკუთრებულად საინტერესო ასპექტია ბრენდებისა და ნივთების ის მრავალფეროვანი სპექტრი, რომელიც მის ციფრულ დახლებზე შეგხვდებათ. "ფაბერი" იშვიათი ნივთების მოძიებაშიც დაგეხმარებათ.

საქართველოსა და მსოფლიოში მეორადი ტანსაცმლის ყიდვა-გაყიდვის მზარდი ტენდენციიდან გამომდინარე, ანანო დოლაბერიძემ და გიორგი ჩუგოშვილმა გადაწყვიტეს ისეთი აპლიკაცია შეექმნათ, რომლის მეშვეობითაც ყიდვა- გაყიდვის ორმხრივი პროცესი ფეისბუქ-ჯგუფებიდან თუ სხვადასხვა სოციალური მედიაარხებიდან მასზე გადაინაცვლებდა. ამგვარი აპლიკაციები არაერთ ქვეყანაში წარმატებით ოპერირებს და უამრავი კმაყოფილი მომხმარებელი ჰყავს. სწორედ ეს გახდა ინსპირაციის მთავარი წყარო და გადაწყვიტეს საქართველოს ბაზრის მომწიფებული მზადყოფნისთვის ასეთი აპლიკაცია შეეთავაზებინათ.

მოდის ინდუსტრიაში ანანოს მრავალმხრივი, 9-წლიანი, ხოლო გიორგის საფინანსო-ტექნოლოგიურ სფეროში 10-წლიანი გამოცდილების კომბინაციით შეიქმნა Phubber, რომელიც მომხმარებელს შინიდან გაუსვლელად ყიდვა- გაყიდვის კომფორტული სერვისის მიღების შესაძლებლობას აძლევს. მისი ერთ- ერთი მთავარი მახასიათებელი ნივთების ხარისხის შემოწმება და ავთენტურობის დადგენაა, რაც ნდობას ერთიორად ზრდის. ფაბერის მეშვეობით, მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს ყველაფერი, რაც ტანსაცმელთან, ფეხსაცმელთან, აქსესუარებთან და სილამაზის პროდუქტებთანაა კავშირში, თანაც − მისაღებ ფასად. აპლიკაციაში უკვე 80 000-ზე მეტი ნივთი იყრის თავს: Luxury მეორადი ნივთები, ქართველი დიზაინერების კოლექციები 80%-მდე ექსკლუზიური ფასდაკლებით, ქართული ბრენდების და ე.წ. "ქონსეფთ სთორების" პროდუქცია, ვინტაჟი, მეორადი ნივთები ინდივიდუალური სელერებისგან და ა.შ.

პლატფორმაზე გაშვებიდან 10 დღეში 10 000 მომხმარებელი დარეგისტრირდა. მათი რაოდენობა და აქტივობა გაყიდვების მაჩვენებლებთან ერთად ყოველდღიურად იზრდება, რაც ელექტრონული კომერციის გლობალურ ტრენდსა და ბიზნესის ახალ ინსტრუმენტს − ციფრულ ტექნოლოგიებს, საქართველოშიც კიდევ უფრო აძლიერებს.

გაშვებიდან 1 წლის თავზე პლატფორმას უკვე 60 000-მდე რეგისტრირებული მომხმარებელი ჰყავს. ასევე, მის პორტფელს 11 000-ზე მეტი წარმატებით დასრულებული შეკვეთა და მილიონზე მეტი ღირებულების გაყიდული პროდუქტი შეადგენს. გუნდის მიზანია, აპლიკაცია და სერვისი კიდევ უფრო დახვეწონ, რათა ის მაქსიმალურად მორგებადი და ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის. უახლოეს მომავალში იგეგმება საიტის გაშვება, რაც მომხმარებლებს უფრო ახალ და კომფორტულ გამოცდილებას ჰპირდება. ასევე, 2020 წლის ბოლომდე დაგეგმილია სომხეთის ბაზარზე შესვლა, შემდეგ კი უკვე ეტაპობრივად Phubber-ის მოქნილი და კომფორტული სერვისის საერთაშორისო აუდიტორიისთვის შეთავაზება.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

ლიდერობა

5 უმნიშვნელოვანესი ლიდერული თვისება

ლიდერი ყოველთვის უსმენს თავის გარშემომყოფებს და საკუთარ აზრს უპირატესად არ მიიჩნევს

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი