Get All Access for $5/mo

QuickCashAI - 500 STARTUPS საქართველოში საქართველოში ოთხთვიანი აქსელერაციის პროგრამაში 14 სტარტაპი იღებს მონაწილეობას

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

QuickCashAI ფინანსური ტექნოლოგიების საქართველოში შექმნილი პირველი ავტომატიზებული პლატფორმაა, რომელიც უნიკალური ალგორითმის მეშვეობით ბიზნესის კრედიტუნარიანობას უმოკლეს დროში ონლაინ ამოწმებს. ის ერთგვარ ალტერნატიულ დაკრედიტების მექანიზმს წარმოადგენს ბიზნესსუბიექტებისთვის. პლატფორმას გამორჩეულ მოქნილობას მისი სრული ავტომატიზაცია ანიჭებს, რომელიც მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესს ხანგრძლივ და დამღლელ პროცესს მაქსიმალურად უმარტივებს.

QuickCasAI-ის დახმარებით, კრედიტის დამტკიცების მსურველ ბიზნესსუბიექტს ფიზიკურად არც ოფისში მისვლა უწევს და არც რაიმე სახის საბუთის წარდგენა − ყველაფერი ციფრულ რეჟიმში ხორციელდება.

ინოვაციური პლატფორმის შემქმნელები მარიამ რუსიშვილი და ირაკლი ჭყონია არიან. მსოფლიო ეკონომიკისა და ფინანსურ საკითხებზე საერთაშორისო ორგანიზაციებში მიღებული გამოცდილების საფუძველზე, ფინანსური ტექნოლოგიების სფეროში ალტერნატიული დაკრედიტების სისტემის შექმნა გადაწყვიტეს. ასე შეიქმნა QuickCash 2016 წელს. მისი მთავარი მოტივაცია საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესსესხებზე ხელმისაწვდომობის ზრდა იყო.

შესაბამისმა ალგორითმმა, მასზე ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ, ბიზნესის არაერთი პარამეტრით შეფასება "საკუთარ თავზე აიღო". თუ მან კონკრეტული ბიზნესსუბიექტი კრედიტუნარიანად ცნო, ამის შემდეგ ფინანსურ ინსტიტუტებს კრედიტის გაცემის კონკრეტული რეკომენდაცია ეძლევა, სამუშაო კაპიტალის კონკრეტული ოდენობით. პლატფორმა თითქმის ყოველდღიური განვითარების რეჟიმშია. გაშვებიდან 1 წლის თავზე, მეტი ეფექტურობისთვის მან "ამაზონის" ქლაუდსერვისზე გადაინაცვლა. შეიმატა ახალი სერვისები, ფუნქციურად კიდევ უფრო გაუმჯობესდა და მცირე ბიზნესის დაკრედიტების სრულად გაციფრულების საშუალებას იძლევა, რაც ფინანსური ინსტიტუტების ოპერირებისთვის დამატებით მხარდამჭერ მექანიზმს წარმოადგენს. თავის მხრივ კი, ეს ყველაფერი ყველასთვის არაერთი რესურსისა და საოპერაციო ხარჯის დამზოგავ და გამმარტივებელ ინსტრუმენტთა კომპლექტს წარმოადგენს.

გლობალური და მასშტაბური მიზნებისკენ ნაბიჯები უკვე გადადგმულია. QuickCashAI უკვე არის ასტანას საერთაშორისო ფინანსური ცენტრის (AIFC) წევრი, ფლობს შესაბამის კომერციულ ლიცენზიას, ასევე Holland Fintech-ის ასოცირებული წევრია. პლატფორმას აქვს მიმდინარე პილოტები საქართველოს გარეთ და მალე ცენტრალური აზიისა და ევროკავშირის მასშტაბით აპირებს საქმიანობის არეალის გაზრდას. მზარდია არსებული და პარტნიორობის მსურველთა წრეც. სტარტაპმა უკვე მოიპოვა წარმატება არაერთ ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროექტში, როგორც აღიარებითი, აგრეთვე საინვესტიციო და საგრანტო თვალსაზრისით. იგეგმება ღია ბანკინგის პრინციპით კომერციულ ბანკებთან თანამშრომლობა და ალგორითმის პარამეტრების იმგვარად დახვეწა და გამდიდრება, რომ QuickCashAI-ის ფინანსური ტექნოლოგიების ბაზარზე გამორჩეულ ბიზნეს კრედიტუნარიანობის შემფასებელ პლატფორმად აქცევს. თავის მხრივ კი, ეს ყველაფერი ბიზნესსუბიექტებს სწრაფ და უწყვეტ განვითარებაში დაეხმარებათ.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

Business News

საქართველოს უნივერსიტეტების ერთობლივი განცხადება

"მიუღებელია, რომ აკადემიური პერსონალის ზოგიერთი წარმომადგენელი უარს აცხადებს საკუთარი მოვალეობის შესრულებაზე"

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი