Get All Access for $5/mo

რატომ შეიძლება 2021 წელი საუკეთესო იყოს კომპანიის შესაქმნელად ქვემოთ სამ მიზეზს გაეცნობით, თუ რატომ უნდა ენდოთ თქვენს ინტუიციას და რატომ უნდა დაიწყოთ ახალი კომპანიის იდეის რეალიზება 2021 წელს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Business Infusion

2020-მა წელმა მიბიძგა შევგუებოდი იმ ფაქტს, რომ ბევრი რამ ჩვენი კონტროლიდან გამოვიდა, ჩვენ უფრო ნათლად შეგვიძლია დანახვა, რა მუშაობს ამ სამყაროში და რა არა. ჩვენ ასევე მეტი დრო გვაქვს, რომ ჩვენი ენერგია ცხოვრების იმ სფეროებზე მივმართოთ, რომლებიც ჩვენს კონტროლს ექვემდებარება.

ჩემი კომპანია Ohwabisabi Media შუა პანდემიის დროს დავაფუძნე და თავში ერთი რამ მქონდა - მედიის საშუალებით გამეძლიერებინა იმ გათვითცნობიერებული ლიდერების ხმები, რომლებსაც ამ უპრეცედენტო და რთულ პერიოდებში უნდა უსმენდნენ. სწორედ ასეთ დროს იქმნება არა მხოლოდ ბიზნესის წარმოების, არამედ ლიდერობის ახალი ტალღაც.

Hyatt-ის ქსელის პირველი სასტუმრო 1957-1958 წლების რეცესიის დროს გაიხსნა.

Microsoft 1973–1975 წლებში ნავთობის ემბარგოს რეცესიის დროს დაარსდა.

დიდმა რეცესიამ 2007-დან 2009 წლამდე რამდენიმე სტარტაპის შექმნა განაპირობა, მათ შორის, Uber, და Airbnb - შვებულებების დროს საცხოვრებელის ფართის არენდის პოპულარული ბაზარი.

ქვემოთ 3 მიზეზს გაეცნობით, თუ რატომ უნდა ენდოთ თქვენს ინსტინქტებს და რატომ უნდა მოახმაროთ მთელი ძალა და ენერგია ამ საქმეს, თუ საკუთარ თავს ეკითხებით, არის თუ არა ახლა საუკეთესო დრო კომპანიის შესაქმნელად. ან თუ უკვე შედგით ფეხი ანტრეპრენერობის სამყაროში, მაგრამ თქვენს გადაწყვეტილებაში ეჭვი გეპარებათ.

ონლაინ ინფორმაციას ადრინდელზე მეტად ეცნობიან, ის გამო კომპანიის შესაქმნელად შესანიშნავ დრო

მომხმარებელთა პრობლემები განუწყვეტლივ იზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ადრინდელზე მეტ შესაძლებლობებს ეძებენ. ჩვეულებრივი ადამიანებისთვის ახლა უფრო ადვილი და ხელმისაწვდომი გახდა ბიზნესის წამოწყება, მაგალითად, ელექტრონული კომერცია, ვირტუალურ ასისტენტად მუშაობა, ქოუჩინგი ან უშტატო ჟურნალისტად, დიზაინერად ან დეველოპერად მუშაობა.

Covid-19- ის გამო, ელექტრონული კომერცია თითქმის 40% -ით გაიზარდა.

ტენდენციების დადგენა უფრო ადვილი იქნება, თუ დაფიქრდებით, როგორ შეიცვალა თქვენი საკუთარი მომხმარებლური და შესყიდვების ქცევა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. კერძოდ, რა მიმართულებით მივდივართ მოხმარებისა და ბიზნესის სამყაროში.

თუ იმაზე ფიქრობთ, რა ვარიანტები გინდათ რომ გქონდეთ, რომლებიც ამჟამად არ არსებობს, დიდი ალბათობაა, რომ ამ გადაწყვეტილებებს უკვე სხვები ეძებენ.

თვითანაალიზზე გატარებული მეტი დრო, ჩვენი უნიკალური შესაძლებლობებისა და ძლიერი მხარეების გაცნობიერებაში დაგვეხმარა

როდესაც მეტი დროის გატარება დავიწყეთ ჩვენს სახლებში, მეტი დრო გამოგვიჩნდა იმის საკეთებლად, რაც გვიყვარს. მრავალი ჩვენგანისთვის ეს კულინარიაა, წერა, ლაპარაკი და რაღაცის შექმნა ისე, როგორც მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია.

ჩვენ ისე ხშირად გვეპარება ეჭვი საკუთარ თავში და იმაშიც, რაც კარგად გამოგვდის, რომ ხელსაც კი გვიშლის ჩვენი დიდი სურვილებისკენ ნაბიჯის გადადგმაში. ჩვენ გვგონია, რომ ჩვენი ნიჭი უნიკალური არ არის. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენნაირი ნიჭი ყველას აქვს, როდესაც სინამდვილეში, თქვენ წარმოუდგენლად ნიჭიერი ხართ.

შესაძლოა, ზოგიერთ ადამიანსაც აქვს თქვენნაირი ნიჭი ან სწრაფად შეუძლია სწავლა, მაგრამ თავისი საქმიანობით დიდ სიამოვნებას სულაც არ იღებს. როდესაც თქვენი საქმე მოგწონთ, თქვენი ჟინი და ენერგია თქვენს სამუშაოში აშკარად ჩანს. სამუშაო ძალდაუტანებელი და სასიამოვნო მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, როდესაც იგი თქვენს სურვილებს ემთხვევა.

რეცესიას შეუძლია არსებული ხელმისაწვდომი სამუშაო ძალა უფრო გაზარდოს

პანდემიამ მილიონობით ადამიანი აიძულა სამსახური დაეტოვებინა. თუ ეს ადამიანები საკუთარი კომპანიების შექმნას არ გადაწყვეტენ, მათ შეუერთდებიან, ვინც ამას გააკეთებს და თავიანთ გამოცდილებას და ცოდნას იქ გამოიყენებენ, სადაც ყველაზე მეტად დააფასებენ.

რთულ პერიოდში ფინანსურადაც ვეხმარებით ვისაც სჭირდება, და იმ მისიებთან და ახალ ბიზნეს იდეებთანაც ვაკავშირებთ, რომლებიც ნამდვილად ცვლიან ცხოვრებას.

თუ ასეთ დროს ვერ გადაგიწყვეტიათ ბიზნესის წამოწყება, მიზეზები მოძებნეთ, რატომ გაამართლებს იგი. იმის ძიებას ნუ დაიწყებთ, თუ რატომ არ გაამართლებს. საქმე ის არის, რომ რაზეც ყურადღებას ვამახვილებთ, ის კიდევ უფრო ძლიერი ხდება.

ონლაინ ბიზნესის სამყარო ახალი ნორმააა და ამ არეულობის პერიოდში ბევრი წარმატებული ლიდერი, ბიზნესი და კომპანია ჩნდება.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

როგორ დავიწყო ბიზნესი

როგორ დავიწყოთ ბიზნესი (თითქმის) უფულოდ?

ბიზნესის წამოწყება და განვითარება საკუთარი ფინანსური ინვესტიციის გარეშეც შესაძლებელია, თუკი კარგად იცით, რას აკეთებთ

სიახლეები

ეს ყველაფერი მხოლოდ ასე შეიძლება შეფასდეს – ერის ღალატი!

ივანიშვილმა მიზანმიმართულად დაანგრია სტრატეგიული კავშირები აშშ-სა და ევროკავშირთან

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი