Get All Access for $5/mo

The Founder: გიორგი შაქარაშვილი, "ამო" #thefounder

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

განათლება: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, ზაარლანდის უნივერსიტეტის ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტი, "ევროპა ინსტიტუტი"

თქვენი პირველი სამსახური და ხელფასი?

პირველი ხელფასი მე-8-მე-9 კლასში გამოვიმუშავე, 50 ლარი. რამდენიმე მეგობართან ერთად ვებგვერდი გავაკეთე, რომელზეც შემდეგ, რამდენიმე თვის განმავლობაში ჩემი კლასელის მამის ავტომომსახურების ცენტრის რეკლამებს ვათავსებდით.

დაქირავებული მუშაობა თუ საკუთარი ბიზნესი? რატომ გადაწყვიტეთ საკუთარი საქმის წამოწყება?

ვფიქრობ, გამოცდილების დასაგროვებლად, საკუთარ თუ სხვის შეცდომებზე სასწავლად და სწორი დასკვნების გამოსატანად, ორივე მნიშვნელოვანია. საკუთარი ბიზნესი შენი იდეების განხორციელების შესაძლებლობას გაძლევს, რაც დაქირავებული მუშაობის დროს რთულია, რადგან შენს ზემოთ ყოველთვის დგას ვიღაც, ვინც ზოგჯერ დასაბუთებულად, თუმცა ზოგჯერ დაუსაბუთებლადაც შენს იდეებს სანაგვეზე მოისვრის. ვისაც საკუთარ იდეებზე უკეთესი წარმოდგენა აქვს, რასაკვირველია, თავისი ბიზნესის წამოწყებას ვურჩევ, თუმცა, რასაკვირველია, ეს გზა არც ისე მარტივია.

მოგვიყევით თქვენი ბიზნესის შესახებ...

რესტორანი "ამო" ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვანი კომპანიებიდან, რომლებმაც პანდემიის პერიოდში გადაწყვიტეს ბაზარზე შესვლა. რესტორნის იდეა და კონცეფცია, რასაკვირველია, პანდემიამდე გაჩნდა. გვინდოდა სიღნაღში, რომელიც მისი უნიკალური არქიტექტურის, ციხე-გალავნის, ისტორიული მნიშვნელობისა და გეოგრაფიული მდებარეობის გამო საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ტურისტული მიმართულებაა, პირველი მაღალი დონის კვების ობიექტი გაგვეხსნა, რომელიც სრულად დააკმაყოფილებდა ქართველი და უცხოელი სტუმრების მოთხოვნებს. "ამო" ამჟამად ეპიდემიოლოგიური და სანიტარული უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით მუშაობს და სტუმრებს უკვე საქართველოს ყველა წერტილიდან მასპინძლობს.

ვიყო დამფუძნებელი, ჩემთვის ნიშნავს:

1. საკუთარი იდეების სწორი მიმართულებით წარმართვის საშუალებას და შესაბამისად, თავისუფლებას;

2. პასუხისმგებლობას, შევქმნათ და სრულვყოთ პროდუქტი, რომელსაც მომხმარებლებს ვაწვდით;

3. მუდმივ განვითარებას და ამ გზაზე წარმოქმნილი პრობლემების გადაწყვეტის სწრაფი და ეფექტიანი გზების ძიებას.

პირველი დიდი სირთულე, რომელსაც შეეჯახეთ?

პანდემია, რომელმაც უდიდესი დარტყმა მიაყენა სტუმარ-მასპინძლობის სფეროს. დღეს ახალ რეალობაში ვცხოვრობთ და ამ რეალობამ თითქმის ყველას – ბიზნესსა თუ ადამიანს მიაყენა ზარალი. ვფიქრობ, უნდა ვისწავლოთ ვირუსთან ერთად თანაცხოვრება, ვიყოთ მეტად ფრთხილები, წინდახედულები, თუმცა არცერთ შემთხვევაში არ უნდა ჩავიკეტოთ შინ და შევწყვიტოთ ერთმანეთთან ურთიერთობა.

რა არის თქვენი, როგორც დამფუძნებლის, მთავარი მოტივაცია?

სრულვყო პროდუქტი, რომელსაც მომხმარებელს ვაწვდით და ვიყოთ პირველები ხარისხით, რაც პირდაპირ კავშირშია და საოცრად აიოლებს მარკეტინგს.

რა არის თქვენთვის განტვირთვის საუკეთესო საშუალება?

მუსიკა, მეგობრები, ბუნება. თუმცა, ზოგჯერ ახალი იდეებიც, რომლებიც ახალ ძალას და მუხტს მძენენ.

რას ურჩევდით თქვენს თავს 7 წლის წინ?

ნაკლები მენერვიულა ყოველდღიურ პრობლემებზე და მეტი მეკითხა, მეფიქრა და დავუფლებოდი ახალ უნარებს.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ფინანსები

როგორ ვიქცეთ ფულის "მაგნიტად"?

როგორ ცვლის "ფულის მაგნიტი" თქვენს აზროვნებას და ცხოვრებას

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი