Get All Access for $5/mo

The Founder: ვაკო ბენაშვილი, Must See Georgia, Dello #thefounder

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

განათლება: ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი

თქვენი პირველი სამსახური და ხელფასი?

პირველი სამსახური უკავშირდება ციფრულ სააგენტო "კრაკენს". ჩემი პროფესიული განვითარება 19 წლის ასაკში, სწორედ იქ, content creator-ის პოზიციით დაიწყო და საშუალება მომეცა, ვყოფილიყავი საოცარი კომპანიის, საოცარი გუნდის წევრი. პირველ სამსახურში ხელფასი 500 ლარს შეადგენდა, მაგრამ გარემო, სადაც ყოველდღე ვვითარდებოდი, იმაზე მეტად მოტივატორი აღმოჩნდა, ვიდრე კონკრეტული რიცხვებია.

დაქირავებული მუშაობა თუ საკუთარი ბიზნესი? რატომ გადაწყვიტეთ საკუთარი საქმის წამოწყება?

მგონია, რომ ეს საკითხი გარკვეულწილად ადამიანის ბუნებაზე გადის. სწორედ ჩემი მუდმივი შინაგანი მოთხოვნილების გამო, მქონოდა საკუთარი საქმე და საკუთარი შექმნილით უკეთესი გამეხადა ადამიანების ცხოვრება, გადავწყვიტე ბიზნესისთვის მომეკიდა ხელი. მნიშვნელოვანია კონკრეტულ ეტაპზე დაქირავებული იყო – ეს პროცესი ძალიან გეხმარება საკუთარი თავის გამორკვევის, საინტერესო ადამიანებთან დაახლოების და რა თქმა უნდა, განვითარების პროცესში.

მოგვიყევით თქვენი ბიზნესის შესახებ...

დღეს ორი კომპანიის – Must See Georgia-სა და Dello-ს თანადამფუძნებელი ვარ. პირველი მათგანი ტურიზმის სექტორში ოპერირებს და ეხმარება ტურისტებს საქართველოში საუკეთესო გამოცდილების მიღებაში. Dello არის კომპანია, რომელიც ბაზარზე Software Development-მიმართულებით ოპერირებს და ორგანიზაციებს აძლევს საშუალებას გახდნენ უკეთესები ციფრული ტრანსფორმაციის მეშვეობით. ვმუშაობთ, როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო პროექტებზე და ყოველდღიურად ვცდილობთ ჩამოვყალიბდეთ ყველაზე სანდო ხიდად ბიზნესებსა და ციფრულ სამყაროს შორის.

ვიყო დამფუძნებელი, ჩემთვის ნიშნავს:

  1. მქონდეს უდიდესი პასუხისმგებლობა, უკეთესი გავხადო თანამშრომლისა და მომხმარებლის ცხოვრება;
  2. ვიყო ადამიანი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლისთვის საუკეთესო პროდუქტისა თუ სერვისის შეთავაზებაზე;
  3. შევქმნა ღირებულებებზე დაფუძნებული გარემო, სადაც ადამიანებისთვის მუშაობა სასიამოვნო იქნება.

პირველი დიდი სირთულე, რომელსაც შეეჯახეთ?

დღეს ბიზნესები ჯერ კიდევ ვერ იაზრებენ ტექნოლოგიების მნიშვნელობასა და პოტენციალს მათ საქმიანობაში. ამ გარემოებას უფრო გამოწვევას ვუწოდებთ, ვიდრე სირთულეს. გვსურს ორგანიზაციები მეტად დავაახლოვოთ თანამედროვე ტექნოლოგიებთან და მივცეთ საშუალება მაქსიმალურად აითვისონ ის უსაზღვრო შესაძლებლობები, რომელსაც ეს სფერო სთავაზობთ.

რა არის თქვენი, როგორც დამფუძნებლის, მთავარი მოტივაცია?

კმაყოფილი თანამშრომელი და მომხმარებელი. თანაც, ზუსტად ამ თანმიმდევრობით: კმაყოფილია თანამშრომელი – კმაყოფილია მომხმარებელიც. ძალიან დიდი მუხტი და მოტივაციაა, როდესაც შენი საქმიანობა თანამშრომელს განვითარებაში, ხოლო მომხმარებელს ისეთი პროდუქტის მიღებაში ეხმარება, რომელიც, თავის მხრივ, მის საქმიანობას მეტად პროდუქტიულს გახდის.

რა არის თქვენთვის განტვირთვის საუკეთესო საშუალება?

ვინაიდან წლების განმავლობაში კალათბურთს ვთამაშობდი და სპორტს აქტიურად მივდევდი, დღეს განტვირთვაში ძალიან მეხმარება ნებისმიერი სპორტული აქტივობა. საუკეთესო საშუალებად ალბათ სამეგობრო წრესაც დავასახელებ, რადგან ამ ადამიანებთან ერთად ნამდვილად ვისვენებ.

რას ურჩევდით თქვენს თავს 7 წლის წინ?

14 წლის თინეიჯერს ალბათ ვერც ვერაფერს ვურჩევდი, რადგან დღევანდელი გადმოსახედიდან სწორედ ისეთი იყო, როგორიც იმ ასაკს შეეფერებოდა.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

სიახლეები

გირჩევთ წაიკითხოთ: რა იქნა ჩემი ყველი?

ეს არის მარტივი იგავი ღრმა ჭეშმარიტების შესახებ