Sponsored Content

1 ოქტომბერს საქართველო, თიბისისა და Visa-სთან პარნიორობით, "Starring Georgia-ს" ფარგლებში, ბრუნო მარსს უმასპინძლებს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თიბისი

1 ოქტომბერს ქართველ მსმენელს დაუვიწყარი გამოცდილება ელოდება - ბრუნო მარსი "Starring Georgia-ს" ფარგლებში თბილისში კონცერტს გამართავს. მსოფლიო ვარსკვლავი მსმენელის წინაშე "დინამო არენაზე" წარდგება. ბრუნო მარსის კონცერტის მთავარი პარტნიორები არიან თიბისი და VISA.

კონცერტის ბილეთების გაყიდვა 20 ივნისს დაიწყება. ბილეთების შეძენა შესაძლებელია tkt.ge-ზე და superapp-ში.

15 გრემის ჯილდოს, 4 Brit Awards-ის, 4 გინესის რეკორდისა და უამრავი მუსიკალური პრიზის მფლობელი ბრუნო მარსი თანამედროვე შემოქმედებითი ინდუსტრიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან და გავლენიან არტისტად მიიჩნევა. ამერიკელი მუსიკოსის, მომღერლისა და მულტინსტრუმენტალისტის სადებიუტო ალბომი "Doo-Wops & Hooligans" მაშინვე ნამდვილი სენსაციად, ბრუნო მარსი კი, გლობალურ სუპერვარსკვლავად იქცა, რაც მის მომდევნო ტურნეებზეც დადასტურდა. სტუდიური მუშაობის პარალელურად, ნათელი გახდა, რომ ბრუნო მარსი ახალი თაობის ფავორიტ "ლაივ" შემსრულებლად იქცა, რომელსაც საკონცერტო და საფესტივალო სივრცეებში ახლებური ენერგიის აკუმულირება შეეძლო. შესაბამისად, მოულოდნელი არ ყოფილა გრემის დაჯილდოებაზე შემდეგი ტრიუმფიც.

ბრუნო მარსის ვარსკვლავური სტატუსი კიდევ ერთხელ დამტკიცდა მომდევნო ალბომებში, სადაც, R&B და ჰიპ-ჰოპის პარალელურად, ბრუნო მარსი საცეკვაო მუსიკის ტენდენციებსაც არ ივიწყებდა.

სხვადასხვა მასშტაბური ფესტივალის, ტურნესა თუ ცალკეული ჰიტის დამსახურებით, ამერიკელი მუსიკოსი დღემდე რჩება სხვადასხვა თაობის საყვარელ შემოქმედად.

ქართველ მსმენელს მისი მოსმენის საშუალება პირველად 1-ელ ოქტომბერს, "Starring Georgia- ს" ფარგლებში, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე ექნება.

Related Topics

სიახლეები

რას გვთავაზობს Marriott International საქართველოში

ინტერვიუ ალექსანდრე კვარაცხელიასთან

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!

ინსპირაცია

"ანტრეპრენერი სუპერგმირია"

ვინ არის ანტრეპრენერი?

Business News

მიტანის სერვისი დრონებით - ინოვაცია ქართულ ბაზარზე

Waiter Call-ის ინოვაციური შესთავაზება მომხმარებლებს