10 ქართული პროდუქტი ქალებისთვის შეარჩიე სასურველი საჩუქარი Entrepreneur Shop-ზე!
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
გაზაფხულმა უკვე შემოაბიჯა ჩვენს ყოველდღიურობაში. მარტი უპირობოდ უნდა ჩავთვალოთ ქალების თვედ – საჩუქრებით გავანებივროთ და გავახაროთ ისინი.
ძვირფასი ადამიანისთვის სასურველი საჩუქრის აღმოჩენაში Entrepreneur Shop დაგეხმარებათ. ჩვენ კი, შერჩეულ პროდუქტს ელვის სისწრაფით შინ მოგართმევთ!
1. Beauty and the Box – სილამაზის გზავნილია, რომელიც სხვადასხვა სახის თავის მოვლის საშუალებას აერთიანებს. იგი თქვენს საყვარელ ადამიანს მოუტანს დადებით ემოციას, რომელიც არასდროს დაავიწყდება.
2. Tertmeti
საქართველოში დამზადებული უმაღლესი ხარისხის ნატურალური და ECO ტყავისგან შექმნილი ჩანთების მრავალფეროვან ასორტიმენტში აუცილებლად აღმოაჩენთ აქსესუარს, რომელიც თქვენს საყვარელ ადამიანს დაამშვენებს.
3. "მორთული"– ქართული, მრავალსაუკუნოვანი ორნამენტების იდეით შექმნილი ფერადი წინდები ქალბატონებისთვის, მარტის თვის აუცილებელ ატრიბუტად შეგვიძლია ჩავთვალოთ.
4. წარმოიდგინეთ თქვენი საყვარელი ადამიანის სახე, როცა მას მთელი გულითა და სულით შექმნილ ხელნაკეთ კოსმეტიკას ჩუქნით. თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ "ეიფორია" არცერთ ქალბატონს არ გაუცრუებს იმედს.
5. Happy Green – საქართველოში წარმოებული ცივი დაწურვის წვენები, სმუზები და ენერგეტიკული ბურთულები ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი და ჯანსაღი საჩუქარია, რომელიც შეიძლება ქალბატონმა მიიღოს.
6. "გეფერინი"– დამეთანხმებით, ქალისთვის არ არსებობს სრულყოფილი ლუქი ჩანთის გარეშე. "გეფერინი" კი ბრენდია, რომელიც აუცილებლად დაგეხმარებათ, თავი ბედნიერად და თავდაჯერებულად იგრძნოთ.
7. Geoposter – საქართველოს სხვადასხვა კუთხით, ისტორიითა და კულტურით შთაგონებული პოსტერებით ნებისმიერი ადამიანის გაოცებას შეძლებთ.
8. მარიამ ნინიკაშვილის თვითმყოფადი სტილით შექმნილი სამკაულები თვალისმომჭრელი სილამაზისა და ესთეტიკურობის წყალობით, აუცილებლად ბედნიერების მომტან ავგაროზად გადაიქცევა.
9. "კომბინიზონა" – მრავალფეროვანი პროდუქტისა და ფართო სამიზნე აუდიტორიის მეშვეობით, დაგეხმარებათ იოლად შეარჩიოთ საჩუქარი სხვადასხვა გემოვნებისა თუ ასაკის ქალბატონისთვის.
10. "თამი სპორტი" – ქმნის პროდუქტს დახვეწილი, თამამი და სპორტული ქალბატონებისთვის. ბრენდის პროდუქცია საუკეთესო არჩევანია სტილისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მოყვარულთა გულის მოსაგებად.
Entrepreneur Shop Entrepreneur-ის ონლაინ პლატფორმაა, რომელიც ქართველ ანტრეპრენერებს პროდუქციის პოპულარიზაციასა და გაყიდვების გაზრდაში ეხმარება. Entrepreneur Shop-ზე უკვე შეხვდებით 60-ზე მეტი ქართული ბრენდის 1000-ზე მეტი პროდუქტს.