Get All Access for $5/mo

10 საუკეთესო რამ, რაც "სილიკონ ველიზე" შეიძლება გააკეთოთ

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

"სილიკონ ველი" ამერიკული ტექნოლოგიური ინოვაციებისა და ბიზნესის ცენტრია, სადაც გვხვდება ისეთი მსხვილი ტექნოლოგიური კორპორაციები, როგორებაცაა Google, Apple, Hewlett-Packard და Tesla. მისი საერთო მეტსახელი რეგიონში მოიპოვეს 1970-იან წლებში, რაც გულისხმობდა სილიციუმის ჩიპებს, რომლებიც გამოიყენება კომპიუტერულ ნახევარგამტართა ინდუსტრიაში. იგი მიჯაჭვულია ისეთ დიდ ქალაქებზე, როგორებიცაა სან ხოსე, სანტა კლარა და პალო ალტო, რომლებიც გვთავაზობენ ტექნიკურ ცენტრალურ მუზეუმებს, როგორიცაა კომპიუტერული ისტორიის მუზეუმი, ინტლის მუზეუმი და ინოვაციების ტექნიკური მუზეუმი.

"სილიკონ ველიზე" მრავალ საინტერესო ადგილს შეხვდებით და დარწმუნდებით, რომ ეს ადგილი უნიკალურია. გთავაზობთ სიას იმ ადგილებისა და აქტივობების, რომლებიც შეგიძლიათ მოინახულოთ და ასევე გააკეთოთ "სილიკონ ველიზე".

1. სან ხოსეს ხელოვნების მუზეუმი

სან ხოსეს ხელოვნების მუზეუმი ქვეყნის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმია, სადაც წარმოდგენილია მე-20 და 21-ე საუკუნის ნამუშევრების მუდმივი კოლექცია, რომლებიც ფოკუსირებულია დასავლეთის სანაპიროსა და წყნარი ოკეანის საზღვრის მხატვრების ნამუშევრებზე. მუზეუმი განთავსებულია კალიფორნიის ისტორიული ღირსშესანიშნაობის შენობაში, რომელიც თავდაპირველად სან ხოსეს ფოსტისთვის ააშენა 1892 წელს არქიტექტორმა უილუბი ჯ. ედბრუკმა. ეს ადგილი აერთიანებს ისეთ ხელოვანებს, როგორებიცაა დეილ ჩიჰული, ვეინ ტიბო, დებორა, ბატერფილდი და მანუელ ოკამპო. მუზეუმი არის რეგიონში ყველაზე დიდი სამხატვრო განათლების მიმწოდებელი, რომელიც გთავაზობთ სასწავლო ჯგუფების ტურებს სასკოლო ჯგუფებისთვისა და სხვადასხვა სახის ხელოვნებაზე ორიენტირებულ სემინარს.

2. ისტორიული სან ხოსე

ისტორიული San José არის პარკი სან ხოსეში, რომელიც ცდილობს შეინარჩუნოს სანტა კლარას ხეობის კულტურული და სოციალური ისტორია მრავალფეროვანი ცოცხალი ისტორიის ექსპონატებისა და საგანმანათლებლო პროგრამირების საშუალებით. პარკი მდებარეობს კელის პარკის სამხრეთ ბოლოში და აჩვენებს მე-20 საუკუნის დამდეგის 30-ზე მეტი სახლისა და ბიზნესის ასლს. პარკში ნაჩვენები ღირსშესანიშნაობებიდან ერთ-ერთი O'Brien's Ice Cream Parlor and Candy Shop-ია, რომელიც ხელახლა ქმნის დასავლეთ სანაპიროს პირველი ნაყინისა და სოდის მაღაზიას, და ემსახურება ადგილობრივ ხალხს. ტურები მხოლოდ მცირე ჯგუფებისა და ორგანიზაციებისათვის მოთხოვნის შემთხვევაში იმართება. Peralta Adobe-ს ისტორიული ადგილი მდებარეობს სან-ხოსეს ცენტრში, 4 მილის მოშორებით, და ყოველწლიურად ემსახურება ათასობით ბავშვს. სან ხოსე და ადგილობრივი პარტნიორები გვთავაზობენ კულტურულ პროგრამირებას და ფესტივალებს მთელი წლის განმავლობაში.

3. Bayland-ის ბუნების ნაკრძალი

Bayland-ის ნაკრძალი, ჩვეულებრივ, მოიხსენიება როგორც Palo Alto Baylands Nature Reserve, არის სან ფრანცისკოს ყურეს ყველაზე დიდი განუვითარებელი უბანი ჭაობიდან, რომელიც მოიცავს 1900 ჰექტარზე მეტ ტერიტორიას Palo Alto-სა და East Palo Alto-ს რეგიონებში. ნაკრძალი და ქალაქი ექსპლუატაციაშია და ცნობილია, როგორც ამერიკის დასავლეთ სანაპიროს ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვებისთვის. აქ მდებარეობს Lucy Evans Baylands ბუნების ინტერპრეტაციის ცენტრი, რომელიც ერთ-ერთი ნაკრძალის ყველაზე ცნობილი აქტივისტის პატივსაცემად არის წოდებული და გთავაზობთ ბუნების ექსპონატებს. ნაკრძალის მთელ ტერიტორიაზე 15 მილი სიგრძის მრავალსარგებლიანი ბილიკია, რაც სტუმრებს საშუალებას აძლევს დაათვალიერონ პარკის მოქცევითი და მტკნარი წყლის ჰაბიტატები.

4. კალიფორნიის დიდი ამერიკა

კალიფორნიის დიდი ამერიკა არის 100 ჰექტარზე გაშენებული თემატური პარკი სანტა კლარაში, რომელიც გთავაზობთ მრავალფეროვან, სხვადასხვა სახის ატრაქციონებს. პარკი თავდაპირველად სასტუმრო "მარიოტის" კორპორაციამ 1976 წელს გახსნა და შემდგომ "პარამაუნტ პარკების" მფლობელობაში იყო მთელი 1990-იანი წლების განმავლობაში, ვიდრე Cedar Point-ის ოპერატორებმა − Cedar Fair-მა იყიდეს. იგი ყველაზე მეტად ცნობილია, როგორც ჩრდილოეთ კალიფორნიაში ყველაზე მაღალი და უსწრაფესი ატრაქციონებით. Amusement Today's Golden Ticket Awards-ის მიერ დასახელდა მსოფლიოს ტოპ-10 საუკეთესო პარკად. ეს ადგილი საუკეთესოა ოჯახური გასეირნებისთვის. ათასობით განსხვავებული სახეობის ატრაქციონები შესაძლებლობას გაძლევთ საუკეთესო მოგონებები შეიქმნათ საყვარელ ადამიანებთან ერთად.

5. სან ხოსეს ბავშვთა აღმოჩენის მუზეუმი

სან ხოსეს ბავშვთა აღმოჩენის მუზეუმი საზოგადოებისთვის გაიხსნა 1990 წლის ივნისში, სან ხოსეს ცენტრში, Woz Way-ის გასწვრივ. სახელწოდება Apple-ის თანადამფუძნებლის, სტივ ვოზნიაკის პატივსაცემად ეწოდა, რადგან იგი მუზეუმის ერთ-ერთი ძირითადი შემომწირველი იყო. იგი განთავსებულია 52 000 კვადრატული მეტრის შენობაში, რომელიც ააშენა მეხიკოში დაფუძნებულმა არქიტექტორმა, რიკარდო ლეგორეტამ და ფუნქციონირებს, როგორც საოჯახო, საგანმანათლებლო და აღმოჩენის ცენტრი სკოლამდელი და დაწყებითი ასაკის ბავშვებისათვის. მუზეუმი მრავალი ეროვნული საბავშვო მუზეუმის პრემიის ლაურეატია, მათ შორის, ამერიკის მუზეუმების ასოციაციის რჩეულიც არის. ექსპონატები ფოკუსირებულია სამეცნიერო, ხელოვნებისა და სამოქალაქო თემებზე, როგორებიცაა წყალი, ბუშტები და არქიტექტურა, ინტერაქტიული თეატრისა და ფერმერების ბაზრის ექსპონატებით, რაც ახალგაზრდა სტუმრებს საშუალებას აძლევს შეასრულონ სხვადასხვა როლი. ასევე, შემოთავაზებულია სამხატვრო გალერეა. მრავალფეროვანი გამოფენა მუზეუმის დასავლეთ ფრთაში იმართება.

6. მონტალვოს ხელოვნების ცენტრი

მონტალვოს ხელოვნების ცენტრი არაკომერციული ხელოვნებისა და კულტურის ცენტრია. მდებარეობს Saratoga-ში, რომლის ცენტრშია ისტორიული Villa Montalvo. ეს შენობა თავდაპირველად 1914 წელს შეერთებული შტატების სენატორ ჯეიმს დუვალ ფელანის ოჯახის მიერ აშენდა. მამულს XVI საუკუნის პოპულარულ ავტორ გარსი ორდონეს დე მონტალვოს სახელი მიენიჭა, სან ფრანცისკოს ხელოვნების ასოციაციამ კი 1930 წელს შეიძინა სახალხო ხელოვნების ცენტრად. დღეს მამულში იხილავთ სამხატვრო გალერეის გამოფენებსა და საზოგადოებრივ წარმოდგენებს. იქ დაგხვდებათ ორი თეატრი და რეზიდენტურის სრული კომპლექსი. მიწის ნაკვეთზე ასევე გვხვდება ბოტანიკური ბაღები და საფეხმავლო ბილიკები.

7. სანაპირო ზოლის ამფითეატრი

სანაპირო ზოლის თეატრი არის მთავარი გარე ამფითეატრი Mountain View-ში, რომელიც თავდაპირველად თავად ქალაქმა ააშენა 1986 წელს ადგილობრივ დიზაინერთან და კონცერტის პრომოუტერ ბილ გრემთან თანამშრომლობით. ამფითეატრი ოფიციალურად საზოგადოებისთვის 1986 წლის ივნისში გაიხსნა და წარმოდგენილი იყვნენ ისეთი არტისტები, როგორებიც არიან ხულიო იგლესიასი და როუზან ბარი. საერთო ჯამში, ამფითეატრი 22 500 ადამიანს იტევს. ამფითეატრში ტარდება მრავალი ყოველწლიური და სპეციალური მუსიკალური ფესტივალები, მათ შორის, პოპულარული ეროვნული ტურები, როგორებიცაა Vans Warped Tour, Lilith Fair და Lollapalooza. ამფითეატრში ჩატარებულ სხვა ღონისძიებებში ასევე შედის Google I/O დეველოპერების ყოველწლიური კონფერენციაც.

8. სან ხოსეს ქსოვილების მუზეუმი

სან ხოსეს ქსოვილების მუზეუმი არის შეერთებული შტატების ერთადერთი მუზეუმი, რომელიც ექსკლუზიურად ეძღვნება ტექსტილს, როგორც ხელოვნების ფორმას. თავდაპირველად, 1977 წელს, როგორც ხელოვნების მუზეუმი, დაარსდა. 2005 წელს კი მუზეუმი გადავიდა სან ხოსეს SoFA Arts District-ში და ახლანდელი სახელი შეიძინა. დღეს იგი აჩვენებს 550-ზე მეტ ქსოვილების მუდმივ კოლექციას. აქცენტი გამახვილებულია მე-20 და XXI საუკუნეების ნამუშევრებზე. სპეციალური ექსპონატები წარმოადგენს ქსოვილების ნამუშევრებს მსოფლიოს სხვადასხვა კულტურიდან, კულტურული სამოსის ჩვენების ჩათვლით. სამეცნიერო ბიბლიოთეკა კი გვთავაზობს 500-ზე მეტ ტომს, რომლებიც ეხება ქსოვილის დამუშავების ისტორიას.

9. ჰილერის საავიაციო მუზეუმი

ჰილერის საავიაციო მუზეუმი სან კარლოსის საჰაერო ხომალდისა და საავიაციო ისტორიის მუზეუმია, რომელიც მდებარეობს ქალაქის სან კარლოსის აეროპორტში. იგი თავდაპირველად 1998 წელს ვერტმფრენების დიზაინერ სტენლი ჰილერის მიერ დაარსდა და მიზნად ისახავს ჩრდილოეთ კალიფორნიაში ავიაციისა და ვერტმფრენების ისტორიის გაცნობას. აქ 50-ზე მეტ თვითმფრინავს შეხვდებით, მათ შორისაა ექსპერიმენტული Hiller Flying Platform ერთი სამგზავრო თვითმფრინავი და Hiller XH-44, შეერთებული შტატების პირველი კოაქსიალური ვერტმფრენის ასლი. მუზეუმში გამოფენილი ექსპონატები მოიცავს სხვადასხვა ვერტმფრენის საავიაციო ისტორიას. დამთვალიერებლებს ასევე შესაძლებლობა აქვთ გაატარონ Wright Model B თვითმფრინავის სიმულაცია. ასევე, აქ შეხვდებით Women in Aviation Exhibition, რომელიც მოგვითხრობს 29 ქალი მფრინავის ისტორიას მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მუზეუმის დათვალიერება მცირე ჯგუფებსა და ორგანიზაციებს წინასწარი დათქმით შეუძლიათ.

10. კომპიუტერული ისტორიის მუზეუმი

კომპიუტერის ისტორიის მუზეუმი არის Mountain View მუზეუმი, რომელიც ინახავს ეპოქის ისტორიას და წარმოაჩენს მრავალფეროვან არტეფაქტებს, რომლებიც დაკავშირებულია კომპიუტერულ ინდუსტრიასთან. მუზეუმი გორდონ ბელიმ 1970-იან წლებში დააარსა. იგი მუშაობდა რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში მასაჩუსეტსში ვიდრე TCM ისტორიული ცენტრის ნიმუშებს შეერწყმებოდა და 2002 წელს "სილიკონ ველიზე" გადავიდოდა. დღეს იგი გთავაზობთ მრავალფეროვან ექსპონატებს. როგორც ცნობილია, აქ არის კომპიუტერული ექსპერიმენტების უდიდესი კოლექცია მსოფლიოში, მათ შორის Cray-1 სუპერკომპიუტერი და სხვა მრავალი.

"სილიკონ ველი" სხვადასხვა ინტერესის მქონე ადამიანებს განსხვავებულ გასართობ და შემეცნებით აქტივობებს სთავაზობს. აქ ჩასული რთულია მოიწყინო და ვერ იპოვო შენთვის საინტერესო ადგილი, რომელიც იმაზე მეტს მოგცემს, ვიდრე უბრალო მუზეუმია.

სოფლიოში წამყვანი ბიზნეს-აქსელერატორი 500 Startups, საქართველოში "საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა" და "საქართველოს ბანკის" პარტნიორობით, შემოვიდა. პროგრამაში გამარჯვებული 4 სტარტაპი (Payze, Cardeal, Cargon, Agrolabs) "სილიკონ ველის" 2 კვირაზე მეტხანს სტუმრობდა.

Entrepreneur აგრძელებს საინფორმაციო მასალებს "სილიკონ ველის" შესახებ და ასევე მოგითხრობთ ქართული სტარტაპების გამოცდილებაზე აშშ-იდან.

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ