Sponsored Content

10xseo.ge - გლობალური გამოცდილების მქონე SEO სააგენტო საქართველოში

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

დღევანდელ ციფრულ სამყაროში ონლაინ ცნობადობა არჩევანი არ არის - აუცილებლობაა.
თუ ბიზნესს გაცნობიერებული აქვს ბაზრის საჭიროებები და საკუთარი მიზნები, არ დაიშურებს რესურსს ციფრულ სივრცეში თავის დამკვიდრებისთვის. მით უმეტეს, როცა ციფრული არხებისა და ხელსაწყოების ხელმისაწვდომობა და მრავალფეროვნება ყოველდღიურად იზრდება.

თუ ბიზნესი მიზნად ისახავს თავი დაიმკვიდროს ციფრულ სამყაროში, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რითაც მიზანს მიუახლოვდება, არის - საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია, ანუ SEO.

რა არის SEO?

SEO ( Search Engine Optimization) არის პრაქტიკისა და სტრატეგიების ერთობლიობა, რომელიც მიზნად ისახავს ბრენდისა და მისი ვებგვერდის ხილვადობას და რეიტინგს საძიებო სისტემის (Google,Bing, Yahoo) შედეგების გვერდზე. რამაც საბოლოოდ უნდა გაზარდოს ვებგვერდზე ორგანული ტრაფიკი.

რას მოიცავს SEO სტრატეგია

1. Საძიებო სიტყვების კვლევა

პირველი ნაბიჯია იმ საძიებო სიტყვების იდენტიფიცირება, რომლებსაც მომხმარებლები სავარაუდოდ ეძებენ თქვენს ვებგვერდთან/ბრენდთან/პროდუქტთან დაკავშირებული ინფორმაციის მოძებისას.

2. ვებგვერდის ოპტიმიზაცია

ვებგვერდის ოპტიმიზაცია გულისხმობს SEO ელემენტების ოპტიმიზაციას სხვადასხვა ტიპის ვებ გვერდებზე, მათ შორის, მეტა ტეგების, სათაურების, შინაარსისა და სურათების ჩათვლით, რადგან ისინი უფრო მოსახერხებელი და რელევანტური გახდეს საძიებო სისტემებთან მიმართებაში.

3. Ვებგვერდის გარე ოპტიმიზაცია (Off page SEO)

ვებგვერდის სანდოობისა და ავტორიტეტის ზრდა ისეთი აქტივობების გამოყენებით, როგორიცაა - ბმულების შექმნა, სოციალური მედიის მარკეტინგი და სხვა.

4. ტექნიკური SEO
ვებგვერდის ტექნიკური უზრუნველყოფა. ანუ, გვერდის ჩატვირთვის სიჩქარე, მობილურ მოწყობილობებთან თავსებადობა და ა.შ

5. კონტენტის განთავსება

Მაღალი ხარისხის და ღირებული კონტენტის შემუშავება და განთავსება, რომელიც მორგებულია სამიზნე აუდიტორიის მოთხოვნებსა და ინტერესებს.

6. ანალიტიკა და მონიტორინგი

ნებისმიერი ნაბიჯისა და სტრატეგიის მონიტორინგი და დროული რეაგირება შეიძლება გადამწყვეტი იყოს მიზნის მისაღწევად. SEO სტრატეგიის ანალიტიკისა და მონიტორინგისთვის გამოიყენება შესაბამისი ინსტრუმენტები, როგორიცაა Google Analytics, რომლითაც ხდება პროცესების მონიტორინგი, ვებგვერდის მუშაობის, მომხმარებელთა ქცევის შეფასება და საჭიროების შემთხვეევაში შესაბამისი ზომების მიღება.

არასწორმა SEO სტრატეგიამ შეიძლება ბრენდის რეპუტაცია საძიებო სისტემებთან მიმართებაში არა თუ დადებითად შეცვალოს, არამედ კრიტიკულად დააზარალოს. სწორედ ამიტომ, თქვენი ვებგვერდის ცნობადობა და რეპუტაცია აუცილებლად გამოცდილ პროფესიონალებს უნდა ანდოთ.

10xSEO.ge-ის შესახებ

10xSEO ათ წელზე მეტია გლობალურ ბაზარზე მომუშავე კომპანიებს ეხმარება და სთავაზობს SEO მომსახურების სრულ პაკეტს.
10xSEO-ს პორტფოლიო მოიცავს გლობალურ ბაზარზე ისეთ კომპანიებთან ურთიერთობას როგორიცაა: სამშენებლო კომპანიები, გადაზიდვის სერვისები, საავიაციო კომპანიები, სავაჭრო ქსელები, ავეჯის სახელოსნოები და ა.შ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილებში - აშშ-ში, გაერთიანებული სამეფოში, კანადაში და გერმანიაში.

ამ დროის განმავლობაში, სააგენტომ დააგროვა უდიდესი გამოცდილება, კონტაქტები და შეიძინა ლოიალური კლიენტები, რაც ცალსახად სააგენტოში მომუშავე შედეგზე ორიენტირებული პროფესიონალების დამსახურებაა.

რატომ 10xseo.ge

გამომდინარე იქიდან, რომ სააგენტოს გლობალურ და ადგილობრივ ბაზარზე არსებულ კომპანიებთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს, 10xSEO-ში შემუშავებული აქვთ კონკრეტული მიდგომები და მეთოდები, რომლებიც მიმართულია მიზნის 100%-ით მისაღწევად.

უნიკალურ საჭიროებებზე მორგებული გადაწყვეტილებები

10xSEO-ში ესმით, რომ არ არსებობს ორი იდენტური ბიზნესი.
Სწორედ ამიტომ, კონკრეტულ მიზნებთან და სამიზნე აუდიტორიასთან მორგებულ იყენებენ SEO სტრატეგიებს.

Გამჭვირვალობა და კომუნიკაცია

ნებისმიერი წარმატებული თანამშრომლობისთვის, გამჭვირვალობა და ეფექტური კომუნიკაცია უმნიშვნელოვანესია და შესაძლოა გადამწყვეტიც იყოს გარკვეულ შემთხვევებში.

Სააგენტო 10xSEO კლიენტებს რეგულარულად აწვდის განახლებებსა და ინფორმაციას SEO კამპანიების პერფორმანსის შესახებ. ეს მიდგომა იძლევა გარანტიას, რომ სააგენტოს შეთავაზებული SEO სტრატეგია ყოველთვის შეესაბამებოდეს დამკვეთის ბიზნეს ინტერესებს.

დადასტურებული წარმატებებული ქეისები

შედეგები უფრო ხმამაღლა საუბრობენ, ვიდრე სიტყვები.
10xSEO-ს გუნდი ამაყობს დამკვეთების წარმატებაში შეტანილი წვლილით - მათ ვებგვერდებზე გაზრდილი ორგანული ტრეფიკითა და მაღალი კონვერტაციის მაჩვენებლით.

სრული SEO Სერვისი

10xSEO.ge-ის სერვისები მოიცავს, როგორც სრულ SEO მენეჯმენტს - სტრატეგიისა და პერფორმანსის მონიტორინგის ჩათვლით, ასევე ლინკ ბილდინგსა და ვებ დეველოპმენტს.

სწორი SEO სტრატეგიის შესაბამისად, ლინკ ბილდინგი ეხმარება საძიებო სისტემებს ვებგვერდის პოვნასა და რეიტინგის გაზრდაში.

ასევე, Სააგენტოს შეუძლია დამკვეთს შეუქმნას თანამედროვე, მომხმარებლის გამოცდილებაზე მორგებული ინტერფეისის ვებგვერდი, წინასწარ გათვილილი და იდეალურად მომზადებული SEO ოპტიმიზაციისთვის.

ციფრული ლანდშაფტი მუდმივად ფართოვდება და ვითარდება. ამიტომ, პოზიციების შესანარჩუნებლად აუცილებელია ადაპტაცია და სტრატეგიული მიდგომა.

სააგენტო 10xSEO.GE მზად არის არა მხოლოდ შეხვდეს გამოწვევებს, არამედ გადააჭარბოს კლიენტის მოთხოვნებს. ითანამშრომლეთ 10xSEO-სთან და მიიღეთ 10X-ზე მაღალი ონლაინ წარმატება.

დაინტერესების შემთხვევაში 10xSEO გთავაზობთ კონსულტაციასა და უფასო SEO აუდიტს, რაც მოგცემთ მიმდინარე პოზიციების აღქმის საშუალებას და გიჩვენებთ, რა მიმართულებით არის განვითარების შესაძლებლობა და აუცილებლობა, საძიებო სისტემებში მოწინავე პოზიციების დასაკავებლად და ხანგრძლივ პერიოდში შესანარჩუნებლად.