Sponsored Content

''პროგრამირება როგორც ხელოვნება'' ვანიკოს წარმატების ისტორია

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Sweeft იმ კომპანიების რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც გამოირჩევიან თავიანთი თანამშრომლების განვითარებასა და წინსვლაზე ზრუნვით. ხედვა ასეთია - თითოეულ სვიფტელს აქვს შესაძლებლობა მიაღწიოს თავის მაქსიმუმს

ვანიკოს, ახლა უკვე Senior React დეველოპერის, ისტორიაც სწორედ ასეთია. ვებგვერდებითა და მობაილ აპლიკაციებით მოხიბლულმა, პატარა ასაკიდანვე დაიწყო ციფრული სივრცის შესწავლა. ცოტა ხანში მიხვდა, რომ სწორი მიმართულება აირჩია და 17 წლის ასაკში გადაწყვიტა თავისი მომავალი პროგრამირებასთან დაეკავშირებინა.

"13 წლის ვიყავი როდესაც ვებ გვერდების უკან რაღაც "მაგიური" აღმოვაჩინე და ინტერნეტს და აპლიკაციებს საერთოდ სხვა თვალით შევხედე, პროგრამირება აღვიქვი როგორც ხელოვნება." - გვეუბნება ვანიკო.

აკადემიური გარემო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა შეუქმნა, სწავლის პერიოდში კი აღმოაჩინა კომპანია Sweeft.

Sweeft ქართული, საერთაშორისო კომპანიაა და არა ერთი საინტერესო პროგრამა აქვს პროგრამირებით დაინტერესებული ადამიანებისთვის, ერთ-ერთი მათგანი აქსელერაციის პროგრამაა, რომლის ფარგლებშიც დაიწყო ვანიკოს და Sweeft-ის თანამშრომლობა.

"ერთ დღეს მეილზე მივიღე შეტყობინება რომ კომპანია Sweeft აქსელერაციას აცხადებდა Front End-ის მიმართულებით, მოვიძიე ინფორმაცია კომპანიის შესახებ და მივხვდი, რომ განვითარებას სწორედ აქ შევძლებდი. გავაგზავნე რეზიუმე და შესარჩევი ეტაპების გავლის შემდეგ დავიწყე სტაჟირება React-ის მიმართულებით. Sweeft-მა ძალიან დიდი ცოდნა და გამოცდილება მომცა. მრავალფეროვან პროექტებზე მუშაობა და გამოცდილი გუნდი დამეხმარა მალევე გავმხდარიყავი Junior და შემდეგ უკვე Middle დეველოპერი." - გვიყვება ვანიკო.

უამრავ პროექტში ჩართულობით, საუკეთესო პროფესიონალებთან მუშაობით და რათქმაუნდა დიდი მოტივაციით 20 წლის ასაკში უკვე Senior React დეველოპერი გახდა.

"ყოველდღიურად ახალს ვსწავლობდი, იმ თეორიულ ცოდნას რომელიც წლების მანძილზე დამიგროვდა პრაქტიკაში ვიყენებდი. ახლა კი საშუალება მაქვს ჩემი ცოდნა სხვებსაც გავუზიარო და ხელი მათ განვითარებასაც შევუწყო. " - აღნიშნავს ვანიკო.