14 წლის შემდეგ, ბათუმის ერთ-ერთი ყველაზე სიმბოლური შენობა ისევ აღებს კარებს ახლა უკვე Hotel Indigo Batumi Old Town-ის სახელით

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ბათუმში, ეროვნული ბანკის ყოფილ შენობაში, 14 წლის შემდეგ გაიხსნა Hotel Indigo Batumi Old Town, ბუტიკ-სასტუმრო, პროექტს Inter Construction წარმართავს. ეს შენობა, რომელიც საუკუნის დასაწყისში აშენდა და ქალაქის ცენტრში ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი გამორჩეული არქიტექტურით, ისევ ბრუნდება და ერთ მთლიანობაში მოჰყავს ისტორიული ელეგანტურობა და თანამედროვე დიზაინი.

Hotel Indigo®, IHG Hotels & Resorts-ის ნაწილი, აერთიანებს გლობალური ბრენდის თავდაჯერებულობას და უბნის ნამდვილ სულს. თითოეული სასტუმრო უნიკალურია, შთაგონებულია გარემოთი და სიცოცხლეს იძენს თამამი დიზაინით, ჩამთრევი ისტორიებითა და ავთენტური ადგილობრივი გამოცდილებებით. სტუმარს შეუძლია არა უბრალოდ დაისვენოს, არამედ ჩაერთოს ადგილობრივი ცხოვრების, კულტურისა და ხელოვნების სამყაროში, აღმოჩნდეს ქუჩებში, გაიცნოს ადგილობრივები და იკვლიოს ბათუმის მრავალფეროვანი ხიბლი.

Hotel Indigo Batumi Old Town არის ამ სახის პირველი სასტუმრო საქართველოში. ქალაქის ისტორიული უბნის გულში მდებარე ეს ბუტიკ-სასტუმრო აერთიანებს წარსულის მემკვიდრეობას და თანამედროვეობის ელემენტებს, რაც ქმნის სივრცეს, სადაც ავთენტურობა, ელეგანტურობა და კომფორტი ერთმანეთთანაა შერწყმული.

სასტუმროში ყურადღება მიექცა დეტალებს, რომლებიც სტუმარს უნიკალურ გამოცდილებას სთავაზობს: ხელოვნების ნამუშევრები, დახვეწილი ინტერიერი, მოზაიკის ფანჯრები, რესტორნის კონცეფცია, Brasserie 1900, - რესტორანი და სოციალური შეხვედრების ადგილი, ელეგანტური ინტერიერით და თბილი, მეგობრული გარემოთი, რომელიც სრულად გადმოსცემს ბათუმის სტუმართმოყვარეობისა და უნიკალური კულტურის ნამდვილი არსს.

Hotel Indigo-ში სტუმარი არა მხოლოდ ჩერდება არამედ ის ხვდება ადგილს, რომელიც შთაგონების წყაროა ახალი იდეებისთვის, ადამიანების გასაცნობად და აღმოჩენებისთვის. აქ წარსული და აწმყო თანაარსებობს, ქმნის გამოცდილებას, რომელიც ემოციურად დაუვიწყარია და აძლევს სტუმარს შეგრძნებას, რომ ბათუმი არა მხოლოდ ქალაქი არამედ გამოცდილებაა.