Get All Access for $5/mo

200-მდე კომპანიამ საქართველოში თიბისისა და VISA-ს მხარდაჭერით საკუთარი ონლაინ მაღაზია შექმნა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თიბისი

პროექტი "შექმენი შენი ონლაინ მაღაზია" ერთი წლის წინ დაიწყო, როდესაც პანდემიისგან გამოწვეული შეზღუდვების გამო ბიზნესებს ფიზიკურად პროდუქციის გაყიდვა აეკრძალათ, ხოლო ონლაინ ვაჭრობა და გაციფრულება უალტერნატივო გახდა.

ამ გამოწვევის დასაძლევად თიბისი, VISA, კომპანია B2C გაერთიანდნენ და მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებს ონლაინ ვაჭრობაზე გადასვლაში მხარდაჭერა შესთავაზეს. პროექტის მიზანი ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში ბიზნესების მხარდაჭერა და საქართველოში ელექტრონული კომერციის განვითარებაა.

შეთავაზების ფარგლებში ბიზნესებს შეეძლოთ მოკლე დროში მარტივად შეექმნათ ვებგვერდი, ესარგებლათ ფოტოგრაფის მომსახურებით, გაემართათ ონლაინ გადახდის სისტემა და მიტანის სერვისი. ელექტრონული კომერციის გამართვისთვის აუცილებელი ეს 4 კომპონენტი თიბისიმ და VISA-მ სრულად დააფინანსეს.

შედეგად 200-მდე კომპანიამ სრულად გამართული ონლაინ მაღაზია მიიღო, რომლის საშუალებითაც ისინი პროდუქციის გაყიდვასა და მომხმარებლისთვის მიწოდებას მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებენ. ასევე, პროექტში ჩართული ბიზნესები 6 თვით გათავისუფლდნენ ვებ-გვერდის ყოველთვიური მომსახურების გადასახადისგან.

პროექტი ორ ეტაპად მიმდინარეობდა, პირველ ეტაპზე, 2020 წლის გაზაფხულზე შეთავაზებით 100-მდე ქართულმა კომპანიამ ისარგებლა, ხოლო მეორე ეტაპი 2021 წლის ზაფხულში დასრულდა.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

სიახლეები

10 სიგიჟე, რომელიც "სილიკონ ველის" აზრით, ნორმალურია

შეგიძლიათ შეიძინოთ ორსაძინებლიანი აპარტამენტი ნახევრად ჩაძირულ ცათამბჯენში