Get All Access for $5/mo

2020 წლის გამოწვევები და შედეგები - ციფრული ინდუსტრიის აკადემია

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

სასწავლო პლატფორმა ციფრული ინდუსტრიის აკადემია უკვე 2 წელია, რაც ქართულ ბაზარზე არსებობს. 2 წლის განმავლობაში კომპანიამ უამრავი ახალი პროექტი, მასტერკლასი, ვორქშოპი და კამპანია შესთავაზა მომხმარებელს. წლევანდელი წელი კი განსაკუთრებით წარმატებული და საინტერესო აღმოჩნდა.

2020 წლის გამოწვევებსა და სიახლეებზე ციფრული ინდუსტრიის აკადემიის დამფუძნებელმა ვალერი ზირაქაშვილმა ისაუბრა:

მოგვყევით, როგორი იყო 2020 წელი კომპანიისთვის?

ალბათ, არ იქნება უჩვეულო იმის თქმა, რომ 2020 საკმაოდ დატვირთული და მოულოდნელობებით სავსე წელი იყო. ჯერ კიდევ წლის დასაწყისში დეტალურად დავგეგმეთ თითოეული პროექტი, მაგრამ პანდემიის გამო ყველაფრის რადიკალურად შეცვლა და ონლაინ კომუნიკაციაზე გადაწყობა მოგვიწია.

მიუხედავად ამისა, ვფიქრობ საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა ჩვენთვის არსებულ გამოწვევებთან გამკლავება.

წელს საკმაოდ გაიზარდა სტუდენტთა რაოდენობა და ინტერესი ჩვენი კურსებისადმი. ჩვენ უკვე გვყავს სტუდენტები სხვადასხვა რეგიონებიდან და უფრო მეტიც სხვადასხვა ქვეყნებიდან მსოფლიოს მასშტაბით.

ამის გარდა, ჩვენს გუნდს ახალი წევრები შეემატნენ, რაც კიდევ უფრო მეტი პროექტის განხორციელების შესაძლებლობას გვაძლევს.

დღევანდელი მონაცემებით ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში 3000-ზე მეტმა სტუდენტმა გაიარა კურსი, ჩატარდა 260-ზე მეტი ვორქშოპი და 150-ზე მეტი მასტერკლასი.

რა პროექტები განახორციელეთ 2020 წელს?

კომუნიკაციებისა და მიმართულებების განვითარების მიზნით ბევრი ინდივიდუალური პროექტი გავაკეთეთ, მათ შორის გამოვყობ პროექტს, რომელიც ,,ჯიტასთან" პარტნიორობით შედგა, ამ პროექტის ფარგლებში თბილისსა და საქართველოს რვა რეგიონში გადავამზადეთ 200 ადამიანი, მათ ქოფირაითინგისა და სოციალური მედიის ერთობლივი კურსი გაიარეს.

ასევე, ძალიან საინტერესო პროექტი შედგა ჰოსპიტლების ქსელთან ,,ევექსთან" კოლაბორაციით, რომლის ფარგლებშიც ჩვენმა სტუდენტებმა ახალი პლატფორმისთვის ილუსტრაციები შექმნეს.

რა გამოწვევებს შეხვდით ონლაინ სწავლების დროს?

ონლაინ კომუნიკაციაზე გადაწყობა გარკვეულ გამოწვევებთან იყო დაკავშირებული. მომხმარებელი უშინდება ამ ფორმატში სწავლას, მას ჰგონია რომ ონლაინ სწავლება მისი ცოდნის ხარისხზე უარყოფითად აისახება.

მიუხედავად ამისა, ჩვენი გუნდი მუდმივ მზადყოფნაში იყო ნებისმიერ დროს სასურველი ინფორმაცია მიეწოდებინა სტუდენტებისთვის, ლექტორებთან მუდმივი კავშირის შესაძლებლობა და ინფორმირებულობის მაღალი ხარისხი ამ პრობლემის გადაჭრაში დაგვეხმარა.

რას გეგმავთ 2021 წლისთვის?

2021 წლისთვის ჩვენი მთავარი გეგმა საერთაშორისო მასშტაბებზე გასვლაა, ჩვენ უკვე აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით. ამის გარდა, გვინდა ახალი კურსების, მასტერკლასების, ვორქშოპების დამატება, რაც კიდევ უფრო მრავალფეროვან არჩევანს შესთავაზებს ჩვენს მომხმარებელს.
Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

როგორ გავზარდოთ ბრენდი TIKTOK-ის დახმარებით?

ინტერვიუ "სლაშის" დამფუძნებელ სოფი კილაძესთან

Business News

ეპიზოდ ჯგუფი - საკუთარი საქმის სიყვარულით შექმნილი წარმატების ისტორია

"კომპანიის სახელთან ემოციური კავშირი მაქვს, რადგან ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე საუბრისას ერთ-ერთი განმსაზღვრელი ტერმინი ჩემთვის სიტყვა "ეპიზოდი" იყო"