Get All Access for $5/mo

2021-ში აშშ-ს ბაზრის ათვისებას ვიწყებთ "ამ რთულმა და გამოწვევებით სავსე წელმა დაგვანახა, რომ ძალიან ძლიერი და პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი გვყავს"

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

2020 წელი განსაკუთრებული იყო, რადგან ყველასათვის მოულოდნელმა გლობალურმა პანდემიამ რადიკალურად შეცვალა მოცემულობა, კომპანიების უმრავლესობას სწრაფად გადაწყობა და ახალ რეალობასთან ადაპტირება დასჭირდა, რაც არ იყო მარტივი პროცესი. თუმცა, როგორც კრიზისულ პერიოდებს ახასიათებთ, 2020 წელი გამორჩეული იყო იმით, რომ ბევრი ახალი რამ გვასწავლა. ENTREPRENEUR "სინგულარის" CEO-ს გიორგი შამუგიას დაუკავშირდა და ჟურნალის მკითხველისთვის გასული წლის შეჯამება და მომავალი გეგმების გაზიარება სთხოვა.

როგორ დაიწყო კომპანიისთვის 2020 წელი? როგორ აისახა პანდემია თქვენზე? რა სირთულეები შეგექმნათ?

კომპანიისთვის წელი სტანდარტულად დაიწყო, რაც, ძირითადად, მოიცავდა წლის სრულად დაგეგმარებას, პროდუქტებისა და პროექტების გაშვების მაილსტონების განსაზღვრას და ამ ყველაფრის ჭრილში, ტალანტის რესურსის ზრდის დაგეგმარებას. თუმცა, დაახლოებით თებერვლის დასაწყისში უკვე აშკარა ხდებოდა, რომ ეს წელი არ იქნებოდა ჩვეულებრივი. თებერვლის მეორე კვირიდან აქტიურად დავიწყეთ რისკის შეფასება სიტუაციის მოსალოდნელი განვითარების სცენარების მიხედვით და მზადება ყველაზე ცუდი ვარიანტისთვის, რათა სრულიად მომზადებული შევხვედროდით ყველანაირ გამოწვევას.

ეს წელი ყველასთვის სირთულეებითა და დაბრკოლებებით სავსე იყო, თუმცა, პანდემიამ გარკვეული ტიპის ბიზნესებზე პირიქით, დადებითი გავლენა იქონია. ონლაინ გასართობ ბიზნესზე (როგორიცაა ვიდეო სტრიმინგსერვისები, ყველა სახის გეიმინგსერვისები) და ზოგადად, ონლაინსერვისებზე, "კოვიდმა" დადებითად იმოქმედა და ყველა მიმართულებით დაფიქსირდა როგორც მომხმარებლების რაოდენობის, ასევე თითოეული მომხმარებლის მიერ სერვისის მოხმარების ხანგრძლივობის მაჩვენებლების ზრდა. არც ჩვენ ვიყავით გამონაკლისი და თითქმის ყველა ტერიტორიასა და რეგიონში გვქონდა 30%-დან 55%-მდე ზრდა. ამის გარდა, ბევრ ქვეყანაში ეკონომიკის სტიმულირების მიზნით მოხდა დაჩქარებული წესით სათამაშო ბიზნესის რეგულირება, რამაც ჩვენს პროდუქტებზე კიდევ უფრო გაზარდა მოთხოვნა. მაგრამ რასაკვირველია, იყო უარყოფითი გავლენებიც. ზოგიერთი პროექტის გაშვება დროში გაიწელა ფრენებზე შეზღუდვებისა და ამა თუ იმ ქვეყანაში სრული ლოქდაუნებიდან გამომდინარე. აგრეთვე, დაგეგმილი გვქონდა ესტონეთში ახალი დეველოპმენტ-ოფისის გახსნა, რაც აგრეთვე შეფერხდა ზემოთ ხსენებული მიზეზების გამო.

დაბოლოს, ერთ-ერთი ყველაზე მთავარი გამოწვევა, რის წინაშეც დავდექით, იყო ახლად აყვანილი თანამშრომლებისთვის ჩვენი კორპორაციული კულტურის სრულად გადაცემა დისტანციურად, ისე, რომ პირველივე დღეებიდან თავი ეგრძნოთ "სინგულარის" დიდი მეგობრული ოჯახის წევრად. და რაღა თქმა უნდა, გართულებული იყო ჩვენი თანამშრომლების კეთილდღეობაზე ზრუნვა და სოციალური ურთიერთობების დეფიციტის კომპენსირება.

როგორ მოახდინეთ რეაგირება პანდემიით გამოწვეულ რთულ მდგომარეობაზე? ბიზნესპროცესი, წარმოება/მომსახურება, ადამიანების მენეჯმენტი...

საბედნიეროდ, ამ განხრით სრულად მომზადებული შევხვდით პანდემიას. ვინაიდან კომპანიას ძირითადი ოფისები რამდენიმე ქვეყანაში აქვს, ზოგ შემთხვევაში სრულიად განსხვავებულ დროით სარტყელშიც კი დისტანციურად მუშაობა ჩვენი სამუშაო პროცესისა და კულტურის ნაწილია. აგრეთვე, დიდი ხანია ყველა ოფისში დანერგილი გვაქვს ინფრასტრუქტურა − იქნება ეს software თუ hardware, რათა ყველა თანამშრომელს შეეძლოს დისტანციურად მუშაობა და ჰქონდეს სრული მობილობის შესაძლებლობა. აქედან გამომდინარე, თითქმის არაფერი შეცვლილა ჩვენს ყოველდღიურ სამუშაო პროცესებში, გარდა იმისა, რომ ფიზიკურად ვერ ვხვდებით ერთმანეთს ამ ეტაპზე, რამაც, როგორც უკვე აღვნიშნე, წარმოშვა მთავარი გამოწვევა ჩვენთვის ახალი თანამშრომლების სრულად ინტეგრირების განხრით და ზოგადად, თანამშრომლების კეთილდღეობის თვალსაზრისით.

სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ HR-რესურსის გაძლიერება, განსაკუთრებით საქართველოს ოფისში. ხანგრძლივი შერჩევითი პროცესის შემდეგ, ჩვენს გუნდს HR-ის დეპარტამენტში შემოუერთდა ჩვენი აზრით ერთ-ერთი ძლიერი C-level-მენეჯერი სანათა ჩარგაზია, რომელსაც აქვს დიდ კომპანიაში HR-ად მუშაობის და რაც უმთავრესია, ამ ყველაფრის ძირითად შემთხვევაში დისტანციურად კეთების გამოცდილება. შესაბამისად, მისი ინოვაციური და პროაქტიური მიდგომების წყალობით, მოკლე დროშივე შედეგი სახეზეა.

ზოგადად, როგორ შეაჯამებდით 2020 წლის ბიზნესსაქმიანობას? როგორი შედეგებით ასრულებთ წელს? შეასრულეთ წლის დასაწყისში დასახული გეგმები? თუ არა, აპირებთ გადახედოთ მთავარ ინდიკატორებს მომავალი წლისთვის?

წლევანდელი გეგმები უკვე ოქტომბრის ბოლოსთვის გადაჭარბებით გვქონდა შესრულებული. დაგეგმილთან შედარებით, თითქმის ყველა მიმართულებით საშუალოდ გვქონდა 50%-იანი ზრდა. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ რადგანაც ჩვენს პროდუქტებზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა, გვქონდა აქტიური ზრდის წელი თანამშრომლების განხრით. შეიძლება ითქვას, რომ წელს ყველაზე მეტი თანამშრომელი ავიყვანეთ ყველა ოფისში ბოლო რამდენიმე წელთან შედარებით, განსაკუთრებით საქართველოს ოფისში.

ამ რთულმა და გამოწვევებით სავსე წელმა დაგვანახა, რომ ძალიან ძლიერი და პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი გვყავს, რომელსაც ყველა გამოწვევასთან შეუძლია გამკლავება. თითოეულმა თანამშრომელმა უზარმაზარი ძალისხმევა გაიღო და იმაზე მეტი გააკეთა, ვიდრე ევალებოდა. მათი ასეთი ძალისხმევით კი, ეს წელიც ბიზნესის თვალსაზრისით ისე გავიდა, თითქოს მორიგი სტანდარტული წელიწადი იყო.

როგორია კომპანიის გეგმები ახალ, 2021 წელს?

ვინაიდან ბოლო პერიოდში ბევრ ქვეყანაში მიიღეს სათამაშო ბიზნესზე პოზიტიური რეგულაციები, მოთხოვნა რადიკალურად იზრდება (შეიძლება ჩაითვალოს, რომ hype არის) ჩვენს პროდუქტებზე. აქედან გამომდინარე, ვაპირებთ თანამშრომლების რაოდენობის აქტიურად ზრდას.

აღსანიშნავია, რომ 2021-ში მთავარი ბაზარი, რომლის ათვისებასაც ვიწყებთ, იქნება ამერიკის შეერთებული შტატები. აქ ქვეყნის დიდ ნაწილში ახლახან მოხდა გეიმინგის დაშვება, რამაც დიდი დაინტერესება გამოიწვია სათამაშო პლატფორმებში როგორც გეიმინგ-ოპერატორების, ასევე ვენჩურული ინვესტორების მხრიდან. ამერიკის სახით, კიდევ ერთი დიდი და საინტერესო გამოწვევებით სავსე ბაზარი აღმოცენდა ამ ბიზნესში.

ვინაიდან ეს ახალი "კოვიდ"-რეალობა სავარაუდოდ მალევე არ შეიცვლება და შესაძლოა, კიდევ ერთი წელი გარკვეულ დონეზე მაინც გაგრძელდეს, HR-დეპარტამენტი აქტიურად მუშაობს გზებსა და საშუალებებზე, რომლებიც ჩვენს თანამშრომლებს სოციალური ინტერაქციის დეფიციტს მაქსიმალურად შეუმცირებს და ერთმანეთთან უფრო დააახლოებს ამ დისტანციური მუშაობის პერიოდში. ამ მიმართულებით ყველაზე აქტიურად ვფოკუსირდებით, რადგანაც მეგობრული და ერთად შეკრული გუნდი "სინგულარის" კორპორაციული კულტურის DNA-ის მთავარი მამოძრავებელი ძალაა.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი